კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი.

ადმინისტრაციული ერთეული
კასპის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი შიდა ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი კასპი
კოორდინატები 41°55′00″ ჩ. გ. 44°25′00″ ა. გ. / 41.916694° ჩ. გ. 44.416694° ა. გ. / 41.916694; 44.416694
მერი ვახტანგ მაისურაძე     
ფართობი 803.2 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 43 771[1][2] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 54,5 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 86,5 %
აზერბაიჯანელები 8,8 %
ოსები 4,0 %
სომხები 0,2 %
რუსები 0,2 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 89,24 %
მუსლიმები 8,65 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
კასპის მუნიციპალიტეტი — საქართველო
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი — შიდა ქართლი
კასპის მუნიციპალიტეტი
კასპის კულტურის სახლი

ბუნება რედაქტირება

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე მხარეს. ტერიტორია - 802 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 360 კვ. კმ. ჩრდილოეთით მას აკრავს კავკასიონის სამხრეთი განშტოებანი, სამხრეთით — თრიალეთის ქედი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი.

მოსახლეობა რედაქტირება

მოსახლეობის რიცხოვნობა — 43 771 კაცი (2014)[1]; სიმჭიდროვე — 54,5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 71 სოფელი.

აღწერის მონაცემები რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 55 416
2002 52 443  
2014 43 771  
2021[5] 41 800  

მმართველობა რედაქტირება

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო — გამგეობა. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ეკონომიკა რედაქტირება

მუნიციპალიტეტში შემდეგი სამრეწველო საწარმოები იყო: კასპის ცემენტის ქარხანა, მეტეხის საშენ მასალათა კომბინატი, აგრეთვე კვების მრეწველობის საწარმოები, ღვინის და საკონსერვო ქარხნები. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. მოჰყავთ მარცვლეული. მუნიციპალიტეტს კვეთს ქვეყნის მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

კულტურა რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 49 სახელმწიფო და 2 არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული და 1 უმაღლესი სასწავლებელი, 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 2 მუზეუმი. (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ი. ჯავახიშვილის სახ. მუზეუმი ხოვლეში).

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

მუნიციპალიტეტში არქიტექტურის და კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლია: რკონის კომპლექსი, სამთავისის ტაძარი, სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, ქვათახევის, მეტეხის, ახალქალაქის კომპლექსები და სხვა.

სქოლიო რედაქტირება