კარსანისოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 700 მ, მცხეთიდან 8 კმ.

სოფელი
კარსანი

კარსნის გეოფიზიკური ობსერვატორია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი მცხეთა
კოორდინატები 41°49′40″ ჩ. გ. 44°41′59″ ა. გ. / 41.82778° ჩ. გ. 44.69972° ა. გ. / 41.82778; 44.69972
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 18[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
კარსანი — საქართველო
კარსანი
კარსანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კარსანი
კარსანი — მცხეთის მუნიციპალიტეტი
კარსანი

გეოგრაფია რედაქტირება

კარსანი მდებარეობს საქართველოს დღევანდელ და ანტიკურ დედაქალაქებს — თბილისსა და მცხეთას შორის მოქცეულ პატარა ხეობაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. ხეობა სიგრძეში სულ შვიდიოდე კილომეტრს წარმოადგენს და დონეთა სხვაობა ხეობის თავსა და ბოლოს შორის 500 მეტრს აღემატება, რის შედეგადაც ხეობა გამოირჩევა წარმტაცი ბუნებითა და ეკომრავალფეროვნებით.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 9[2]
2014 18  

ისტორია რედაქტირება

გადმოცემების თანახმად, კარსნის სიახლოვესაა დაკრძალული ქართველთა ეთნარქი — ქართლოსი. ქართული საისტორიო-საეკლესიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფეებს ნაბუქოდონოსორისაგან დევნილი ებრაული თემისთვის მიუციათ კარსანი სამკვიდროდ.

1904 წელს სოფელში გაიხნსა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის განყოფილება, რომელიც 1935 წლიდან გადაიტანეს დუშეთში (დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ამ პერიოდისაა სოფელში დღემდე შემორჩენილი ობსერვატორიის ნაგებობა.

თვითმხილველების გადმოცემით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით ფიზიკოსები საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ, რის გამოც ხეობა მოქალაქეებისგან დაცლილი და გადაკეტილი ყოფილა.

ომის შემდგომ შენობა გადაეცათ არქეოლოგებს, რომლებიც არმაზისხევი-არმაზციხე-კარსნის არქეოლოგიურ ნაკრძალში მუშაობდნენ. 50-იან წლებში აქ განთავსებული იყო ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიები. ინსტიტუტის ატომური რეაქტორის ამუშავების შემდეგ ამ კომპლექსში განთავსდა ტუბსაავადმყოფო. ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამო. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა 1980-იანი წლების ბოლოს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.