კარორა (Carora) — ქალაქი ვენესუელაში, ლარას შტატში. მდებარეობს ბარკისიმეტოდან 54 მილით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ტოკუიოს შენაკად მორერეს ნაპირზე. მისი ისტორიის განმავლობაში, ქალაქი ორჯერ დაარსდა, პირველად 1569 წელს ხუან დე ტეხოს მიერ, მაგრამ ადგილობრივ ინდიელთა მუდმივი თავდასხმების გამო იგი მიტოვებულ იქნა, სამი წლის შემდეგ, 1572 წელს კი ხელახლა დაარსდა ხუან დე სალამანკას მიერ.

ქალაქი
კარორა
Carora

კარორას ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ლარა
კოორდინატები 10°34′09″ ჩ. გ. 70°15′42″ დ. გ. / 10.56917° ჩ. გ. 70.26167° დ. გ. / 10.56917; -70.26167
დაარსდა 1569; 1572
ცენტრის სიმაღლე 419
მოსახლეობა 105 400 კაცი (2005)
სატელეფონო კოდი 0252
საფოსტო ინდექსი 3050
კარორა — ვენესუელა
კარორა

კოლონიურ პერიოდში კარორა ყვაოდა, მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს აღწევდა. 1911 წლისთვის, მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარდა ცხენების, ვირების და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება. ასევე აწარმოებდნენ ტყავის ნედლეულს, რეზინს და ტყის სხვადასხვა პროდუქტებს. 2005 წლისთვის, ეკონომიკური საქმიანობის მთავარ დარგად კვლავ მესაქონლეობა რჩება, მაგრამ ის ორიენტირებულია რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე. 1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ხდება მევენახეობა-მეღვინეობა.

2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 105 400 ადამიანს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება