მიხალ ბილეკი (სლოვაკ. Karol Dobiaš; დ. 18 დეკემბერი, 1947, ჰანდლოვა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოციზიით მარჯვენა მცველი და ნახევარმცველი.

კაროლ დობიაში
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კაროლ დობიაში
დაბადების
თარიღი
18 დეკემბერი, 1947 (1947-12-18) (76 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰანდლოვა, ჩეხოსლოვაკია
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი / ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
ბანიკი ჰანდლოვა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1965–1977 სპარტაკი ტრნავა 277 (11)
1977–1980 ბოჰემიანსი პრაღა 67 (9)
1980–1983 ლოკერენი 68 (0)
1984 გენტ-ზეჰავენი
ეროვნული ნაკრები
1987–1992 ჩეხოსლოვაკია 67 (6)
სამწვრთნელო კარიერა
1984–1988 ბოჰემიანსი პრაღა (ახალგაზრდული)
1988 ჰრადეც-კრალოვე
1990–1993 ზბოიოვკა ბრნო
1993–1994 სპარტა პრაღა
1995 სპარტა-კრჩ
2003–2004 ბოჰემიანსი პრაღა (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის, ჰანდლოვის კლუბ „ბანიკის“ ახალგაზრდულ გუნდში. შემდეგ გადავიდა ტრნავის „სპარტაკში“, რომლის შემადგენლობაშიც 5-ჯერ გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი, 3-ჯერ მოიგო ქვეყნის თასის გათამაშება, 1967 წელს კი მიტროპის თასის გამარჯვებული გახდა. 1970 და 1971 წლებში გახდა ჩეხოსლოვაკიის წლის ფეხბურთელი.[1] 1977 წელს გადავიდა პრაღის „ბოჰემიანსში“.[2] კარიერის მანძილზე ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონატში ჩაატარა 345 მატჩი და შეძლო 20 გოლის გატანა. 1980 წელს გადავიდა ბელგიურ „ლოკერენში“, სადაც 1983 წლამდე ითამაშა. კარიერა ასევე ბელგიურ გენტ-ზეჰავენში დაასრულა, 1984 წელს.

სანაკრებო რედაქტირება

კაროლ დობიაშის დებიუტი ეროვნულ გუნდში შედგა 1967 წლის 3 მაისს, ბაზელში, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, მან 64-ე წუთზე ვლადიმერ ტაბორსკი შეცვალა.[3] მონაწილეობა მიიღო 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, სამივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.[4][5] ჩეხოსლოვაკიის ნაკრების შემადგენლობაში, 1976 წელს, დობიაში გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალურ მატჩში, დასავლეთი გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, ფრანც ბეკენბაუერის შეცდომის შემდეგ, 25-ე წუთზე დობიაშმა გაიტანა მეორე გოლი მეტოქის კარში. 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე კაროლ დობიაში ნაკრების შემადგენლობაში იყო, თუმცა არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. უკანასკნელი მატჩი ნაკრებში ჩაატარა 1980 წლის 26 მარტს, ისევე როგორც სადებიუტო შეხვედრაში, ამჯერადაც შვეიცარიის წინააღმდეგ და ამჯერადაც ბაზელში. ჯამში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 67 მატჩი და გაიტანა 6 გოლი.

სამწვრთნელო რედაქტირება

სამწვრთნელო საქმის დასაწყისში 4 წელი წვრთნიდა „ბოჰემიანსის“ ახალგაზრდულ გუნდს. 1988 წელს ხელმძღვანელობდა „გრადეც-კრალოვეს“, თუმცა მალევე დატოვა კლუბი. 1990 წლის სექტემბერში გახდა ბრნოს „ზბოიოვკის“ მწვრთნელი. დობიაშის პირველ სეზონში კლუბმა აჩვენა საშინელი შედეგი, დაიკავა ბოლო ადგილი ჩემპიონატში და დაქვეითდა დონით მეორე ჩემპიონატში. დობიაშმა კიდევ ერთი წელი გააგრძელა კლუბში მუშაობა და შეძლო ჩეხოსლოვაკიის უმაღლეს ლიგაში აღზევება (ამ დროისთვის კლუბს „ბობი-ბრნო“ ეწოდებოდა). 1993-94 წლების სეზონში წვრთნიდა პრაღის „სპარტას“, რომელთან ერთადაც შეძლო ჩეხეთის ჩემპიონატის მოგება. მოგვიანებით წვრთნიდა „სპარტა-კრჩ“-ს, ასევე იყო პრაღის „სპარტას“ სკაუტი. 2003-04 წლების სეზონში დაუბრუნდა მწვრთნელობას და იყო „ბოჰემიანსის“ მწვრთნელის თანაშემწე, მისი კონტრაქტი 2004 წლის იანვარში შეაჩერეს.

2008 წლის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას იყო სატელევიზიო არხის, Eurosport-ის ჩეხურენოვანი ვერსიის ექსპერტი.

ტიტულები რედაქტირება

მოთამაშის რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Karol Doblaš Czech. Football Association of the Czech Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-04. ციტირების თარიღი: 2016-03-27.
  2. Karol Dobias. slovakfutball.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2011.
  3. მატჩის სტატისტიკა: შვეიცარია - ჩეხოსლოვაკია, 3 მაისი 1967 დაარქივებული 9 September 2021[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები — fotbal.cz (ჩეხური)
  4. Karol Dobias. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 4 May 2011.
  5. კაროლ დობიაშის სანაკრებო სტატისტიკა დაარქივებული 2011-10-05 საიტზე Wayback Machine. — fotbal.cz (ჩეხური)