კარნის ალპები (გერმ. Karnische Alpen, იტალ. Alpi Carniche) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება ავსტრიისა და იტალიის საზღვარზე. სიგრძე 120 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 2782 მ (მთა ჰოე-ვარტე). გადაჭიმულია მდინარე პიავეს ხეობიდან (დასავლეთით) მდინარე გაილიცის ხეობამდე (აღმოსავლეთით). მდებარეობს აღმოსავლეთ ტიროლის, კარინტისა და ფრიულის ტერიტორიებზე. სამხრეთ-დასავლეთით შემოფარგლულია დოლომიტის ალპებით, ჩრდილოეთით მდინარე გაილის ხეობით, აღმოსავლეთით კარავანკის ქედით, სამხრეთ-აღმოსავლეთით იულიუსის ალპებით. ზაფხულის კურორტები და ზამთრის სპორტული ცენტრები მდებარეობს თვალწარმტაც ადგილებში. კარნის ალპები აგებულია უმთავრესად კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით. აქვს ვიწრო თხემი და ციცაბო კალთები. შემოსილია ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი) და წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი) ტყით.

კარნის ალპები
კარნის ალპების უმაღლესი წერტილი — მთა ჰოე-ვარტე (2782 მ)
კარნის ალპების უმაღლესი წერტილი — მთა ჰოე-ვარტე (2782 მ)
კოორდინატები: 46°30′ ჩ. გ. 13°00′ ა. გ. / 46.500° ჩ. გ. 13.000° ა. გ. / 46.500; 13.000
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი ჰოე-ვარტე
სიმაღლე 2782 
სიგრძე 120 კმ
კარნის ალპები — ალპები
კარნის ალპები

სახელი ეწოდა ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის — კარნიის მიხედვით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება