კარლ ფონ ოსეცკი (გერმანულად: [kaʁl fɔn ɔ.ˈsi̯ɛt͡s.kiː] ( მოსმენა); დ. 3 ოქტომბერი1889 — გ. 4 მაისი1938) — გერმანელი ჟურნალისტი და პაციფისტი. მას 1935 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, მისი სამუშაოსთვის გერმანიის საიდუმლო, ხელახალი შეიარაღების გამოვლენაში.

კარლ ფონ ოსეცკი
გერმ. Carl von Ossietzky
დაბადების თარიღი 3 ოქტომბერი, 1889(1889-10-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ჰამბურგი[11]
გარდაცვალების თარიღი 4 მაისი, 1938(1938-05-04)[11] [2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბერლინი[11]
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
მამა Carl Ignatius von Ossietzky[12]
დედა Rosalie von Ossietzky[12]
მეუღლე/ები Maud von Ossietzky
შვილ(ებ)ი Rosalinde von Ossietzky-Palm
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[13] [14]

ჟურნალ Die Weltbühne-ის მთავარი რედაქტორის, ოსეცკის გამოქვეყნებული სერია 1920-იანი წლების ბოლოს, დეტალურად აღწერდა გერმანიის მიერ საჰაერო ძალების აღდგენით ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობების დარღვევებს და მფრინავთა სასწავლო წვრთნას საბჭოთა კავშირში. იგი 1931 წელს გაასამართლეს ღალატისა და ჯაშუშობისთვის და თვრამეტი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ამნისტია შეეხო 1932 წლის დეკემბერში. ოსეცკი, ნაცისტური ძალის აღზევების შემდეგაც განაგრძობდა გერმანიის მილიტარისტული პოლიტიკის კრიტიკას. 1933 წლის რაიხსტაგის ხანძრის შემდეგ, ოსეცკი კვლავ დააპატიმრეს და გაგზავნეს ესტერვეგენის საკონცენტრაციო ბანაკში, ოლდენბურგთან ახლოს. 1936 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის განმტკიცებისთვის, მაგრამ პრიზის მისაღებად გამგზავრება ვერ შეძლო.

მრავალწლიანი წამების და სასტიკად მოპყრობის შემდეგ სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკებში, ოსეცკი დაავადდა ტუბერკულოზით და გარდაიცვალა 1938 წელს ბერლინის ჰოსპიტალში.

ადრეული წლები რედაქტირება

ოსეცკი დაიბადა ჰამბურგში, იყო კარლ იგნატიუს ფონ ოსეცკის ვაჟი (1848–1891), პროტესტანტი ზემო სილეზიიდან. დედამისი, როზალი (née Pratzka), ერთგული კათოლიკე იყო, რომელსაც სურდა მის ვაჟს მიეღო სასულიერო წოდება და გამხდარიყო მღვდელი ან ბერი. მამამისი მუშაობდა სტენოგრაფად იურისტისა და სენატორის მაქს პრედოლის ოფისში, მაგრამ გარდაიცვალა, როდესაც ოსეცკი ორი წლის იყო. ოსეცკი მოინათლა როგორც კათოლიკე, ჰამბურგში, 1889 წლის 10 ნოემბერს.

ფონ ოსეცკის სახელი, რომელიც ზოგადად წარჩინებულ წინაპრებზე მიუთითებს, უცნობი წარმოშობისაა.

რეალშულეს (გერმანული საშუალო სკოლის ფორმა) დაუსრულებლობის მიუხედავად, ოსეცკიმ შეძლო დაეწყო კარიერა ჟურნალისტიკაში, მისი სტატიების თემები მრავალფეროვანი იყო დაწყებული, თეატრის კრიტიკიდან ფემინიზმამდე და ასევე, ადრეული საავტომობილო მოტორიზაციის პრობლემები. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისმა წინააღმდეგობამ გერმანული მილიტარიზმის მიმართ, გერმანიის იმპერიის ბოლო წლების განმავლობაში, ვილჰელმ II- ის მმართველობის პერიოდში, იგი ჯერ კიდევ 1913 წელს ჩამოაყალიბა პაციფისტად.  

იმ წელს იგი დაქორწინდა მაუდ ლიჩფილდ-ვუდსზე, მანჩესტერელ სუფრაჟისტზე, რომელიც იყო ბრიტანელი კოლონიური ოფიცრისა და ინდოელი პრინცესის შვილთაშვილის ქალიშვილი, დაიბადა ჰიდერაბადში . ოსეცკის და მის მეუღლეს ერთი ქალიშვილი შეეძინათ, როზალინდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ოსეცკი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაიწვიეს ჯარში. ომის დროს მიღებულმა გამოცდილებამ, სადაც ომის საშინელება შეაფასა, კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა თავის პაციფიზმში. ვაიმარის რესპუბლიკის დროს (1919–1933), მისმა პოლიტიკურმა შეფასებებმა, დემოკრატიისა და პლურალისტური საზოგადოების მტკიცე მხარდამჭერის რეპუტაცია მოუპოვა. [15]

გერმანიის არალეგალური გადაირაღების აღმოჩენა რედაქტირება

1921 წელს გერმანიის მთავრობამ დააფუძნა Arbeits-Kommandos(სამუშაო რაზმები), რომელსაც ხელმძღვანელობდა მაიორი ბრუნო ერნსტ ბუქრუკერი. ოფიციალურად, მშრომელთა ჯგუფი, რომელიც აპირებდა სამოქალაქო პროექტებს დახმარებოდა, სინამდვილეში გერმანიამ გამოიყენა, ვერსალის ხელშეკრულებით დადგენილი საჯარისო ძალების მკვეთრად გასაზრდელად, რაც ვერსალის საზავო ხელშეკრულების წესებს არღვევდა. [15]

ბუქრუკერის შავი რაიხსვერი იღებდა ბრძანებებს გერმანული ჯარის საიდუმლო ჯგუფისგან, რომელიც ცნობილია როგორც Sondergruppe R, მასში შედიოდნენ კურტ ფონ შლაიხერი, ევგენ ოტი, ფედორ ფონ ბოკი და კურტ ფონ ჰამერშტაინი. ბუქრუკერის შავი რაიხსვერი ცნობილი გახდა იმით, რომ გერმანელთა მკვლელობებში დიდი პრაქტიკა არ ჰქონიათ, და ძირითადად მოკავშირეთა კონტროლის სიაში მუშაობდენენ ინფორმატორებად.

შავი რაიხსვერის მიერ ჩადენილი მკვლელობები გამართლდა ე.წ. Femegerichte-ს (საიდუმლო სასამართლო) სისტემისას, რომლის თანახმად, ფარული "სასამართლოები" ჩატარდა, მსხვერპლნი არ იყვნენ ინფორმირებული ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შავი რაიხსვერი გაგზავნიდა კაცს სასამართლო განაჩენით გამოტანილი სასიკვდილო სასჯელის აღსასრულებლად. მათი აღსრულება უბრძანეს Sondergruppe R-ის ოფიცრებს.

მისი პასციფისტური ხედვა გამოვლინდა მაშინ, როდესაც ოსეცკი გახდა გერმანიის სამშვიდობო საზოგადოების მდივანი ( Deutsche Friedensgesellschaft ).


"უსახლკარო მარცხნივ" რედაქტირება

 
Weltbühne გარეკანი, 1929 წლის 12 მარტი

1920-იან წლებში ოსეცკი გახდა "უსახლკარო მარცხნივ" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ეყრდნობოდა გაზეთ Die Weltbühne, რომელიც უარყოფდა კომუნიზმს, მაგრამ, ამავდროულად აღმოაჩინეს, რომ სოციალ-დემოკრატები ძალიან არიან მიდრეკილნი ძველ წესრიგთან. [16]

ოსეცკი ხშირად ჩიოდა, რომ ის ხალხი, ვინც ბიუროკრატიის შემადგენლობაში შედიოდა, სასამართლო სისტემა და კაიზერის ქვეშევრდომი სამხედროები, ( გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ) იყვნენ იგივე ვაიმარის რესპუბლიკის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები, რაც ხშირად მისთვის მთავარი საზრუნავი იყო, გაეფრთხილებინა საზოგადოება, რომ ამ ხალხს დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდათ და პირველივე შემთხვევისას რესპუბლიკის მმართველობაში დაბრუნდებოდნენ.

ამასთან დაკავშირებით, ოსეცკიმ Die Weltbühne– ს სტატისტიკური გამოკვლევის გამოქვეყნებას შეუწყო ხელი, 1923 წელს, სადაც ნაჩვენებია, რომ გერმანელი მოსამართლეები მიდრეკილნი იყვნენ უკიდურესად მკაცრი სასჯელების დაწესებისთვის, მათზე, ვინც მემარცხენეთა სახელით კანონებს არღვევდა, ხოლო ძალიან მსუბუქ სასჯელს იხდიდნენ ისინი, ვინც ჩადიოდა უამრავ ძალადობას სიმართლის სახელით. იგი ხშირად ადარებდა სოციალ-დემოკრატი ფელიქს ფეჰენბახის ბედს, რომელიც საეჭვო სასამართლოს შედეგად დააპატიმრეს, საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის, რაც წარმოაჩენდა გერმანიის პასუხისმგებლობას პირველ მსოფლიო ომზე და სამხედრო საზღვაო ფლოტის კაპიტან ჰერმან ერჰარდტს, რომლის ხელმძღვანელობით ბერლინის ოკუპაციისას, რომელიც ცნობილია კაპ პუტჩის სახელით, დახოცეს რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე და მისი ქმედებისთვის არასოდეს გაუსამართლებიათ. ამავე დროს, ოსეცკი ხშირად აკრიტიკებდა იმ რესპუბლიკელებს, რომლებიც დემოკრატიას ქადაგებდნენ ისე, რომ არ იცოდნენ სინამდვილეში რას გულისხმობდა დემოკრატია.

1927 წელს ოსეცკი წარადგინა კურტ ტუხოლსკიმ, პერიოდული გამოცემის Die Weltbthne- ის მთავარ რედაქტორად. 1932 წელს მან მხარი დაუჭირა ერნსტ ტელმანს გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა ჯერ კიდევ გერმანიის კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდა.  


Abteilung M- ის საქმე რედაქტირება

 
ოსეცკი Esterwegen- ის საკონცენტრაციო ბანაკში

1929 წელს უოლტერ კრაიზერმა, Die Weltbühne– ს ერთ – ერთმა მწერალმა, გამოსცა რაიხსვერის სპეციალური საჰაერო ძალების წვრთნის ექსპოზიცია, რომელიც მოიხსენიება როგორც Abteilung M ( განყოფილება M), ეს წარმოადგენდა ფარულ წვრთნას გერმანიასა და საბჭოთა რუსეთში, ვერსალის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების უხეშ დარღვევას. კრაიზერი და ოსეცკი, გაზეთის რედაქტორი, უზენაესი სასამართლოს მაგისტრმა დაკითხა სტატიის შესახებ და საბოლოოდ, 1931 წლის დასაწყისში გაასამართლეს "ღალატისა და ჯაშუშობისთვის", იმის მტკიცებით, რომ მათ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყრეს სახელმწიფო საქმეებს, რომელთა გასაიდუმლოებას სახელმწიფო მიზანმიმართულად ცდილობდა. დაპატიმრებები ფართოდ განიხილებოდა იმ დროისთვის, როგორც Die Weltbühne-ს გაჩუმების მცდელობა, რომელიც იყო რაიხსვერის პოლიტიკის და ფარული გაფართოების მუდმივი კრიტიკოსი. ბრალდებულთა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა და უფრო მეტიც, Abteilung M– თვის ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებული საკითხი რაიხსტაგის საბიუჯეტო კომისიის მოხსენებაშიც იყო. ბრალდების მხარემ წარმატებით გაითვალისწინა ის, რომ კრაიზერმა და ოსეცკიმ, როგორც მისმა რედაქტორმა, სავარაუდოდ იცოდნენ, სახელმწიფოს საიდუმლო რეორგანიზაციის შესახებ. როდესაც ისინი თავდაცვის სამინისტროში დაკითხეს Abteilung M– ის თემაზე, სამინისტრომ უარი თქვა კომენტარზე. კრაიზერი და ოსეცკი გაასამართლეს და თვრამეტი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. კრაიზერი გერმანიიდან გაიქცა, მაგრამ ოსეცკი დარჩა და დააპატიმრეს, ის 1932 წლის ბოლოს გაათავისუფლეს საშობაო ამნისტიის წყალობით.

1935 წლის ნობელის პრემია რედაქტირება

 
კარლ ფონ ოსეცკის მემორიალი ბერლინის რაიონში Pankow

ოსეცკის საერთაშორისო აღზევება დაიწყო 1936 წელს, როდესაც უკვე სერიოზულიად იყო დაავადებული ტუბერკულოზით, მას მიენიჭა 1935 წლის ნობელის პრემია. მთავრობამ ვერ შეძლო ამის თავიდან აცილება, მაგრამ უარი თქვა მის გათავისუფლებაზე ოსლოში გასამგზავრებლად, პრიზის მისაღებად.

ჯილდო უკიდურესად საკამათო იყო, რის შედეგადაც საპრიზო კომიტეტის ორი წევრის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა, რადგან მათ ნორვეგიის მთავრობაში ჰქონდათ თანამდებობები. ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII, რომელიც სხვა დროს მუდამ ესწრებოდა დაჯილდოების ცერემონიალებს, თავი შეიკავა ამ წლის ცერემონიაზე დასწრებისგან.

ჯილდოს შესახებ საზოგადოებრივი აზრი გაიყო. წამყვანი კონსერვატიული ნორვეგიული გაზეთი „ Aftenposten“ ამტკიცებდა გამოცემაში, რომ ოსეცკი იყო კრიმინალი, რომელიც თავს დაესხა საკუთარ ქვეყანას „იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრეც არღვევდნენ კანონს“ და რომ ”ხალხებსა და ერს შორის მშვიდობიანობის შენარჩუნება მხოლოდ არსებული კანონების დაცვითაა შესაძლებელი ”.  

ოსეცკის ნობელის პრემიაზე მოხსენება არ დაიშვებოდა გერმანული პრესაში და მთავრობის დადგენილება კრძალავდა გერმანიის მოქალაქეების მიერ მომავალში ნობელის პრემიების მიღებას.

გარდაცვალება რედაქტირება

1936 წლის მაისში ოსეცკი ტუბერკულოზის გამო, ბერლინ-შარლოტენბურგის ვესტენდის საავადმყოფოში გაგზავნეს, გესტაპოს მეთვალყურეობის ქვეშ. 1938 წლის 4 მაისს იგი გარდაიცვალა ტუბერკულოზით და გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში მიყენებული ძალადობის შედეგად, ნორდენდის ჰოსპიტალში, ბერლინ-პანკოვში.

მემკვიდრეობა რედაქტირება

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ლიგამ დააწესა კარლ ფონ ოსეცკის სახელობის ყოველწლიური ჯილდო ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველთათვის.

1963 წელს, აღმოსავლეთ გერმანიის ტელევიზიამ შექმნა ფილმი კარლ ფონ ოსეცკის ცხოვრების შესახებ.

1991 წელს ოლდენბურგის უნივერსიტეტს მის პატივსაცემად დაარქვეს ოლდენბურგის კარლ ფონ ოსეცკის უნივერსიტეტი. ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ოსეცკის ქალიშვილმა, როზალინდა ფონ ოსეცკი-პალმმა, რომელსაც თან ახლდა ქვემო საქსონიის მაშინდელი პრემიერ მინისტრი გერჰარდ შრედერი .

ლიტერატურა რედაქტირება

  • Boldt, Werner: Carl von Ossietzky: Vorkämpfer der Demokratie. Berlin 2013, ISBN 978-3-944545-00-4.
  • Kurt Buck: Carl von Ossietzky im Konzentrationslager. In: DIZ-Nachrichten. Aktionskomitee für ein Dokumentations- und Informationszentrum Emslandlager e.V., Papenburg 2009, Nr. 29, S. 21–27 : Ill (in German).
  • Burger, Felix: Carl von Ossietzky (Zürich, 1937)
  • Singer, Kurt: Carl von Ossietzky: Fredshelten i Koncentrationslejren (1937) დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. (in Danish).
  • Bernd Faulenbach, Andrea Kaltofen (Hg.): 'Hölle im Moor'. Die Emslandlager 1933–1945. Wallstein, Göttingen 2017, ISBN 978-3-8353-3137-2.
  • K. Fiedor: Carl von Ossietzky und die Friedensbewegung. Breslau 1985 (in German).
  • Friedhelm Greis, Stefanie Oswalt, eds: Aus Teutschland Deutschland machen. Ein politisches Lesebuch zur „Weltbühne“. Lukas, Berlin 2008, ISBN 978-3-86732-026-9 (in German).
  • Gerhard Kraiker, Dirk Grathoff, eds: Carl von Ossietzky und die politische Kultur der Weimarer Republik. Symposium zum 100. Geburtstag. Schriftenreihe des Fritz Küster-Archivs. Oldenburg 1991 (in German).
  • Ossietzky, Carl von (1988). რედ. Stefan Berkholz: 227 Tage im Gefängnis. Briefe, Texte, Dokumente (de). Darmstadt: Luchterhand Literatur Verlag. 
  • Carl von Ossietzky, Peter Jörg Becker; Staats- und Universitätsbibliothek Hamburg. 1975 Die theologischen Handschriften der Staats- und Universitätsbibliothek Hamburg: Die Foliohandschriften, Volume 1. Dr. Ernst Hauswedell & Co. (in German).
  • Maud von Ossietzky: Maud von Ossietzky erzählt: Ein Lebensbild. Berlin 1966 (in German).
  • Helmut Reinhardt (Hrsg.): Nachdenken über Ossietzky. Aufsätze und Graphik. Verlag der Weltbühne von Ossietzky, Berlin 1989, ISBN 3-86020-011-9 (in German).
  • Christoph Schottes: Die Friedensnobelpreiskampagne für Carl von Ossietzky in Schweden. Oldenburg 1997, ISBN 3-8142-0587-1 (in German). Buch als PDF
  • Richard von Soldenhoff, ed: Carl von Ossietzky 1889–1938. Ein Lebensbild. (Bildbiografie). Weinheim 1988, ISBN 3-88679-173-4 (in German).
  • Wilhelm von Sternburg: „Es ist eine unheimliche Stimmung in Deutschland“: Carl von Ossietzky und seine Zeit. Aufbau-Verlag, Berlin 1996, ISBN 3-351-02451-7 (in German).
  • Elke Suhr: Zwei Wege, ein Ziel – Tucholsky, Ossietzky und Die Weltbühne. Weisman, München 1986, ISBN 3-88897-026-1 (in German).
  • Elke Suhr: Carl von Ossietzky. Eine Biographie. Kiepenheuer und Witsch, Köln 1988, ISBN 3-462-01885-X (in German).
  • Frithjof Trapp, Knut Bergmann, Bettina Herre: Carl von Ossietzky und das politische Exil. Die Arbeit des „Freundeskreises Carl von Ossietzky“ in den Jahren 1933–1936. Hamburg 1988 (in German).
  • Tres, Richard: "The Man without a Party: The Trials of Carl von Ossietzky." Beacon Publishing Group, Charleston 2019, ISBN 978-1-949472-88-2
  • Berndt W. Wessling: Carl von Ossietzky, Märtyrer für den Frieden. München 1989, ISBN 3-926901-17-9 (in German).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118590391 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 Осецкий Карл фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. 12.0 12.1 https://www.deutsche-biographie.de/gnd118590391.html#ndbcontent
  13. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1935/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  15. 15.0 15.1 Wheeler-Bennett, John. The Nemesis of Power, London: Macmillan, 1967, pp. 92-94.
  16. "Coming to Terms with Democracy", pp. 86-7 from (1994) The Weimar Republic Sourcebook. Los Angeles: University of California Press. ISBN 0-520-06775-4.