კარლ-ჰაინც რუმენიგე

კარლ-ჰაინც „კალე“ რუმენიგე (გერმ. Karl-Heinz "Kalle" Rummenigge; დ. 25 სექტემბერი, 1955, ლიპშტადტი, ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ) — გერმანელი ფეხბურთელი და საფეხბურთო ფუნქციონერი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო და გერმანიის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად. 1980 და 1981 წლებში ჟურნალმა France Football-მა დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად და გადასცა ოქროს ბურთი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 42-ე ადგილზე დასახელდა.[1][2]

კარლ-ჰაინც რუმენიგე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლ-ჰაინც რუმენიგე
დაბადების
თარიღი
25 სექტემბერი, 1955 (1955-09-25) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ლიპშტადტი,
ჩრდ. რაინ-ვესტფალია, გფრ
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1963–1974 ბორუსია ლიპშტადტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1984 ბაიერნი 310 (162)
1984–1987 ინტერი 64 (24)
1987–1989 სერვეტი 50 (34)
სულ 424 (220)
ეროვნული ნაკრები
1976–1986 გფრ 95 (45)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა რედაქტირება

საკლუბო კარიერა რედაქტირება

სხვადასხვა დროს იცავდა მიუნხენის „ბაიერნის“, მილანის „ინტერისა“ და ჟენევის „სერვეტის“ ღირსებას.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, აქედან ორგზის (1982 და 1986) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (ორივეჯერ იყო ნაკრების კაპიტანი). 1979 წელს ნათამაშები აქვს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე დასავლეთ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სსრკ ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, სადაც 2 გოლი გაიტანა.

ნაკრები წელი მატჩი გოლი
გფრ 1976 2 0
1977 6 1
1978 12 4
1979 8 5
1980 10 4
1981 11 9
1982 13 9
1983 10 8
1984 8 1
1985 6 3
1986 9 1
სულ[3] 95 45

მსოფლიო ჩემპიონატებზე რედაქტირება

კარლ-ჰაინც რუმენიგემ მსოფლიო ჩემპიონატების 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (აქედან 10 შეხვედრაში კაპიტნის რანგში) და 9 ბურთი გაიტანა.[4]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978   არგენტინა   11 თავდამსხმელი 5 3 1 3 1
მეექვსე ადგილი
1982   ესპანეთი   11 თავდამსხმელი 7 5 3 2 2
ვიცე-ჩემპიონი
1986   მექსიკა   11 თავდამსხმელი 7 1 3 2 2
ვიცე-ჩემპიონი

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

 
რუმენიგე 1982 წელს
  ბაიერნი

სანაკრებო რედაქტირება

  გერმანია

ინდივიდუალური რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფანჯიკიძე, გურამ., ფორცა, იტალია!, თბ.: საბჭ. საქართველო, 1982.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  2. Karl-Heinz Rummenigge: A Bayern Munich and Germany legend on and off the pitch. Bundesliga.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  3. Mamrud, Roberto. (6 სექტემბერი, 2018) Karl-Heinz Rummenigge – Goals in International Matches. RSSSF. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  4. Karl-Heinz Rummenigge in the World Cups. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  5. Bundesliga 1979/80. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  6. Bundesliga 1980/81. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  7. Bundesliga Statistiken 1979/80. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  8. Bundesliga Statistiken 1980/81. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  9. Bundesliga Statistiken 1983/84. kicker.de. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021
  10. 10.0 10.1 1982 Soccer World Cup Awards. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2021