კარლო I სავოიელი (იტალ. Carlo I di Savoia), მეტსახელად მებრძოლი (იტალ. il Guerriero; დ. 28 მარტი, 1468, კარინიანო, იტალია — გ. 13 მარტი, 1490, პინეროლო, იტალია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1482-1490 წლებში. ჰერცოგ ამადეო IX-ისა და იოლანდ დე ვალუას უმცროსი ვაჟი. ჰერცოგ კარლო II-ის მამა.

კარლო I სავოიელი
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 22 სექტემბერი, 1482
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1490
წინამორბედი: ფილიბერტო I
მემკვიდრე: კარლო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მარტი, 1468
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1490, (21 წლის)
მეუღლე: ბიანკა მონფერატელი
შვილები: იოლანდა, სავოიის ჰერცოგინია
კარლო II, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: სავოიელები
მამა: ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი
დედა: იოლანდ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

კარლო სავოიელი დაიბადა 1468 წლის 28 მარტს პიემონტურ ქალაქ კარინიანოში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ამადეო IX-ისა და მისი მეუღლის, იოლანდ დე ვალუას ვაჟი. დედის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის შვილიშვილი იყო, ხოლო მამის მხრიდან — კვიპროსის მეფე იანუსისა და დედოფალ შარლოტ დე ბურბონისა.

მამამისი 1472 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი კარლოს უფროსმა ძმამ, ფილიბერტო I-მა დაიკავა. ამ ამბიდან ათ წელიწადში ფილიბერტო უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც 1482 წლიდან ჰერცოგი კარლო I გახდა, რომელმაც 1485 წლის 1 აპრილს ცოლად შეირთო ბიანკა მონფერატელი (1472-1519), მონფერატის მარკიზ გულიელმო VIII-ისა და ელიზაბეტა სფორცას ქალიშვილი.

მას შემდეგ, რაც 1487 წელს კვიპროსის დედოფალი შარლოტა უშვილოდ აღესრულა და კვიპროსის სამეფო ვენეციას მიუერთდა, კარლო I გახდა კვიპროსის, იერუსალიმისა და კილიკიის სომეხთა ტიტულარული მეფე, როგორც მეფე იანუსის პირდაპირი შთამომავალი დედის ხაზით. ეს ოფიციალური წოდებები დღემდე აქვთ შენარჩუნებული სავოიელთა საგვარეულოს, ცხადია, მხოლოდ ტიტულარულად.

კარლო I გარდაიცვალა 1490 წლის 13 მარტს პინეროლოში, 21 წლის ასაკში, ტახტი კი მისმა ჩვილმა ვაჟმა, კარლო II-მ დაიკავა.

შვილები რედაქტირება

კარლოს თავის ცოლ ბიანკასთან სულ ორი შვილი ჰყავდა:

  1. იოლანდა ლუიზა (1487-1499), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ჰერცოგ ფილიბერტო II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  2. კარლო II (1489-1496), სავოიის ჰერცოგი 1490-96 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • François-Charles Uginet, CARLO I, duca di Savoia, in Dizionario biografico degli italiani, vol. 20, Roma, Istituto dell'Enciclopedia Italiana,