კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი (ჩეხ. Mezinárodní filmový festival Karlovy Vary) — ყოველწლიური კინოფესტივალი, რომელიც ტარდება ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში. აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით როგორც ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინომოვლენა. უძველესი კინოფესტივალია. ტარდება 1946 წლიდან. 1956 წლიდან კინოფესტივალია. ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის გამარჯვების შემდეგ ათწლეულების მანძილზე მოქცეული იყო პოლიტიკური გავლენის ქვეშ. 1989 წლის ნოემბერში ხავერდოვანი რევოლუცის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები. 1990 წლიდან კინოფესტივალზე უჩვენეს ტაბუ დადებული ჩეხოსლოვაკიური ფილმები. კინოფესტივალს ესწრებოდნენ მსოფლიო მასშტაბის კინოვარსკვლავები: რეჟისორები მილოშ ფორმანი და ლინდზი ანდერსონი, მსახიობები: ანეტ ბენინგი და რობერტ დე ნირო. 1990-იანი წლების დასაწყისში ფინანსური პრობლემებისა და მთავრობის მხრიდან ნაკლები ინტერესის გამო კინოფესტივალმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1994 წელს კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალში დაიწყო სრულიად ახალი ტრადიციები.

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი

კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი
მდებარეობა კარლოვი-ვარი, ჩეხეთი
დაარსდა 1946
ჯილდოები ბროლის გლობუსი
ფილმების სახელწოდებები 223 (2015)
საიტი ოფიციალური

ამიერიდან კინოფესტივალი ისევ ყოველწლიურად იმართებოდა. 1993 წელს შეიქმნა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ფონდი. დღეისათვის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად. საუკეთესო მხატვრული ფილმებისთვის გასცემს პრემია „ბროლის გლობუსს“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება