კარლი ენი ჰოლინსი (ინგლ. Carli Anne Hollins, ქალიშვილობის გვარი: ლოიდი, დ. 16 ივლისი, 1982) ცნობილი, როგორც კარლი ლოიდიამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს სქაი ბლუს საფეხბურთო კლუბში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულ ლიგაში, უმაღლეს დივიზიონში. ის ასევე არის ამერიკის ეროვნული ნაკრების წევრი. ლოიდი არის ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი (2008 და 2012), ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ორ გზის გამარჯვებული (2015 და 2019) და ფიფას წლის ორგზის მოთამაშე (2015 და 2016).[3] ლოიდს მონაწილეობა აქვს სამ ოლიმპიადაში (2008, 2012 და 2016). კარლიმ გამარჯვების გოლი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადასა და 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე მიითვალა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაში 2015 და 2019 წლებში. ის ასევე თამაშობდა 2011 წლის ჩემპიონატზე, სადაც ამერიკამ მეორე ადგილი დაიკავა. ლოიდმა 290-ზე მეტი მატჩი ჩაატარა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში და მატჩების რაოდენობით მესამეა ამერიკის ისტორიაში. გოლების რაოდენობით ის მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო საგოლე გადაცემებით მე-7 ადგილზეა.

კარლი ლოიდი
ლოიდი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კარლი ენი ჰოლინსი[1]
დაბადების
თარიღი
16 ივლისი, 1982 (1982-07-16) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
დელრეინი, ნიუ-ჯერსი, აშშ
სიმაღლე 1.70 მეტრი[2]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი,
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სქაი ბლუ
ნომერი 10
ახალგაზრდული კარიერა
2001 - 2004 რატჯერს სკარლეტ ნაითსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999 სენთრალ ჯერზი სპლაში (11)
2000 ნიუ ბრანსვიქ ფაუა (10)
2001 საუზ ჯერზი ბანშიზი (10)
2004 ნიუ ჯერზი ვაილდქათსი 1 (1)
2009 ჩიკაგო რედ სტარსი 16 (2)
2010 სქაი ბლუ 5 (0)
2011 ატლანტა ბითი 10 (2)
2013-2014 უესტერნ ნიუ იორკ ფლეში 34 (16)
2015-2017 ჰიუსტონ დაში 27 (11)
2017 მანჩესტერ სიტი 6 (2)
2018- სქაი ბლუ 32 (12)
ეროვნული ნაკრები
2002-2005 აშშ U20
2005- აშშ 299 (124)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 28 თებერვალი, 2021

ადრეული წლები რედაქტირება

კარლი ლოიდი სტეფან და პამელა ლოიდების ჯოახში დაიბადა 1986 წლის 16 ივლისს, დელრაინის დასახლებაში,[4] სამხრეთ ჯერსიში, ფილადელფიიდან 20 წუთის სავალზე. ლოიდმა ფეხბუთის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო.[5] ლოიდის დედამ, პამელამ ახალგაზრდობაში კარლის ფეხბურთზე დამოკიდებულების შესახებ განაცხადა: „ამ პერიოდში კარლი სულ ბიჭებთან ერთად იყო. მას ყოველთვის უყვარდა ეს და ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა დიდი შესაძლებლობებით, ასევე არადროს ეზარებოდა შრომა“.[6] ლოიდს ჰყავს ძმა, სტივენი და და, ეშლი.[7] ლოიდი დაესწრო 1999 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის გახსნით მატჩს ამერიკაში, რამაც მას ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ჩაუნერგა.[8]

ლოიდი დელრანის საშუალო სკოლაში სწავლობდა 1997 წლიდან 2000 წლამდე, სადაც თამაშობდა ფეხბუთსაც რუდი „წითელი ბარონის“ კლობახის მეთაურობით.[9] როგორც საშუალო სკოლის სპორტსმენი, იგი გამოირჩეოდა ბურთის განსაკუთრებული კონტროლით და ნახევარმცველის პოზიციიდან ბურთის განაწილების უნარით.[6] სკოლის გუნდში ყოფნის დროს ლოიდმა 26 გოლი გაიტანა და რვა საგოლე პასი მიითვალა.[9] გაზეთ The Philadelphia Inquirer-მა ლოიდი საშუალო სკოლის გოგონათა შორის საუკეთესოდ ორჯერ, 1999 და 2000 წელს დაასახელა.[10] იგი ორჯერ დაასახელა ყველა შტატის საუკეთესო გუნდში და 1999 და 2000 წლებში სპეციალური პრიზებიც მოიპოვა.[9]

თამაშის სტილი რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ლოიდს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კარიერის დასაწყისში არათანმიმდევრული იყო და ბურთს ხშირად კარგავდა, მოგვიანებით ლოიდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა და ამას მის მონდომებას, გონებრივ სიძლიერიესა და მუშაობას აბრალიდნენ.[11] ის ასევე ცნობილია თავისი კონტროლით, ტექნიკითა და პასის სიზუსტით[6][12] და შეუძლია დაეხმაროს თავის გუნდს როგორც შეტევაში, ასევე თავდაცვაში..[11][12][13] ეს შესაძლებლობები, მის ტაქტიკულ მრავალფეროვნებასთან ერთად, საშუალებას აძლევს მას განლაგდეს ნახევარდამცველის სხვადასხვა პოზიციაზე; მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ლოიდი ცენტრში თამაშობდა, მისივე განცხადებით ყველაზე კომფორტულად თავს წინ თამაშისას გრძნობს.[11][14] ლოიდმა ასევე მოიპოვა „კლატჩის მოთამაშის“ ტიტული, გადამწყვეტ მომენტებში გოლების გატანის გამო.[11] მას ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია კარში დაარტყას და ბურთს კარგად იღებს როგორც ფეხის არეში, ასევე თავითაც.[12][13]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლოიდი თავის მეუღლესთან, გოლფისტ ბრაიან ჰოლინზთან ერთად, მაუნტ ლორენში, ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს.[15] წყვილი 2016 წლის 4 ნოემბერს დაქორწინდა პუერტო მორელოში, მექსიკაში.[16] ის ასევე ეწევა ქველმოქმედებას Habitat for Humanity-ისთვის.[17]

მასობრივ კულტურაში რედაქტირება

 
ლოიდი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შვედეთის წინააღმდეგ თამაშისას

სპონსორები რედაქტირება

ლოიდი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა Nike –სთან.[18] 2011 წელს ლოიდი ფიგურირებდა სპორტული კომპანიის დევიზში „წნევა გვაიძულებს: კარლი ლოიდი“.[19] 2015 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო თასის შემდეგ, ლოიდმა ითამაშა Xfinity-ის სარეკლამო რგოლში[20] და ხელი მოაწერა კონტრაქტს Visa-სთან.[21] 2015 წლის აგვისტოში მან ითამაშა Nike-ს სარეკლამო რგოლში, სახელწოდებით თოვლის დღე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ რობ გრონკოვსკი და ლოიდის თანაგუნდელი სიდნი ლეროქსი.[22] 2016 წლის აპრილში იგი დასახელდა Lifeway-ის ბრენდის ელჩად[23] და მან ასევე მიიღო მონაწილეობა Heineken-ის სარეკლამო რგოლში.[24]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Grainey, Timothy (2012), Beyond Bend It Like Beckham: The Global Phenomenon of Women's Soccer, University of Nebraska Press, ISBN 0803240368
  • Lisi, Clemente A. (2010), The U.S. Women's Soccer Team: An American Success Story, Scarecrow Press, ISBN 0810874164
  • Lloyd, Carli (2017). When Nobody Was Watching: My Hard-fought Journey to the Top of the Soccer World.. Mariner Books. ISBN 978-1328745620. 
  • Solo, Hope (2012), Solo: A Memoir of Hope, Harper & Collins, ISBN 0062136755
  • Stevens, Dakota (2011), A Look at the Women's Professional Soccer Including the Soccer Associations, Teams, Players, Awards, and More, BiblioBazaar, ISBN 1241047464

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. List of Players – 2019 FIFA Women's World Cup. FIFAdata.com. FIFA (16 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 18 June 2019
  2. Carli Lloyd Soccer. ციტირების თარიღი: January 11, 2018
  3. FIFA Football Awards 2016 – Voting Results. FIFA. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2017. ციტირების თარიღი: January 10, 2017
  4. „Sports Briefing“. The New York Times. March 15, 2007. ციტირების თარიღი: November 10, 2009.
  5. Carli Lloyd Interview. Women's Soccer United. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  6. 6.0 6.1 6.2 Narducci, Marc. (September 17, 1999) Carli Lloyd: A Bear Necessity Delran's Junior Midfielder Is At The Controls.. Philadelphia Daily News. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  7. Narducci, Marc. (July 2007) Just for Kicks. South Jersey Magazine. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  8. „When Giants Stadium baptism sparked Lloyd's dreams“. FIFA.com. October 4, 2018. ციტირების თარიღი: February 24, 2019.
  9. 9.0 9.1 9.2 Carli Lloyd. United States Soccer Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2009. ციტირების თარიღი: November 10, 2009
  10. Turner, Jamie. (July 30, 2008) Believing in Hope, U.S. team's Lloyd helps smooth soccer path to Beijing. Sun News. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Carli Lloyd: complicated, inconsistent ... and officially the world's best. The Guardian (January 11, 2016). ციტირების თარიღი: January 12, 2016
  12. 12.0 12.1 12.2 A Star (Still) in the Making. NBC Sports. ციტირების თარიღი: January 12, 2016
  13. 13.0 13.1 Unstoppable Carli Lloyd Just Keeps 'Chugging Along'. ESPN (September 20, 2015). ციტირების თარიღი: January 12, 2016
  14. How Carli Lloyd found freedom to become USA's big-goal hunter. The Guardian (June 29, 2015). ციტირების თარიღი: January 12, 2016
  15. Hefler, Jan. (August 15, 2012) U.S. women's soccer team star Carli Lloyd returns to home turf in Lumberton after winning gold medal at Olympics. Philadelphia Inquirer. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  16. Spears, Kelly. (November 4, 2016) Carli Lloyd Marries Brian Hollins in Intimate Beach Wedding in Mexico. ციტირების თარიღი: November 5, 2016
  17. Case, Stephanie. (July 4, 2012) Habitat for Humanity gets kick out of soccer stars. WDEL 1150AM. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2013. ციტირების თარიღი: October 26, 2013
  18. Kassouf, Jeff. (December 21, 2013) Nike, US Soccer extend partnership to 2022. The Equalizer. ციტირების თარიღი: February 22, 2014
  19. Pressure Makes Us: Carli Lloyd. Nike Soccer (July 11, 2011). ციტირების თარიღი: October 26, 2013
  20. Tanenbaum, Michael. Carli Lloyd teams up with Xfinity for Triple Play commercial. Philly Voice (August 28, 2015). ციტირების თარიღი: October 10, 2015
  21. Schultz, E.J.. Carli Lloyd Inks Deal With Visa, Other Endorsements Loom. Advertising Age (July 6, 2015). ციტირების თარიღი: October 10, 2015
  22. Watch: Nike's Gronk-led star-studded new 'Snow Day' commercial is fantastic. Comcast Sportsnet (October 29, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2016. ციტირების თარიღი: January 3, 2016
  23. Marcinek, Laura. Carli Lloyd named brand ambassador for Lifeway Foods' kefir products. ESPN (April 20, 2016). ციტირების თარიღი: August 29, 2016
  24. Soccer Legend Carli Lloyd stars in latest Heineken #SoccerIsHere TV spots. Heineken USA (May 3, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 11, 2016. ციტირების თარიღი: August 29, 2016