კარიოკის ლიგა (პორტ. Campeonato Carioca) — რიო-დე-ჟანეიროს შტატის საფეხბურთო ჩემპიონატი, იმართება შტატის ფეხბურთის ფედერაციის უშუალო ეგიდით. პირველ (ანუ უმაღლეს) დივიზიონში გამოდის 2 ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი. ჩემპიონატი ტარდება 1906 წლიდან, ლიგის ისტორიის განმავლობაში 4 ნათლად გამოკვეთილი ლიდერია, ესენია: „ფლუმინენსე“, „ფლამენგო“, „ვასკო და გამა“ და „ბოტაფოგო“.

კარიოკის ლიგა
ქვეყანა ბრაზილია
დაარსდა 1906
კლუბ. რაოდენობა 16
მოქ. ჩემპიონი ფლამენგო
ყველაზე ტიტულოვანი ფლამენგო
კარიოკის ლიგა 2015

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება