კარინა კაპური (დ. 21 სექტემბერი 1980) - ინდოელი მსახიობი. მსახიობების ბაბიტას და რანდირ კაპურის შვილი და კარისმა კაპურის უმცროსი და. ცნობილია ინდურ ფილმებში მრავალფეროვანი როლების შესრულებით. მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო და ითვლება ბოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მსახიობად [1] დაარქივებული 2015-02-18 საიტზე Wayback Machine. .

პირველად ეკრანებზე 2000 წელს გამოჩნდა ფილმში "Refugee" და 2001 წელს ითამაშა კიდევ ორ წარმატებულ ფილმში, რასაც რამდენიმე წარუმატებელი როლი და კრიტიკა მოჰყვა. 2004 წლიდან მან რეპუტაცია გამოისწორა და კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა როლებით "Omkara", "Chameli", "Kurbaan", "We are Family" და სხვა ფილმებში. მისი ყველაზე კომერციულად წარმატებული ფილმებია "Ra.One", "3 Idiots" და სხვა.

ჰყავს ქმარი და ერთი შვილი. დიდი წვლილი შეიტანა ინდოეთის კინემატოგრაფის განვითარებაში, ფილმების გარდა თამაშობს თეატრში, საკუთარი რადიო შოუს წამყვანი და სამი წიგნის ავტორი ან თანაავტორია (ავტობიოგრაფია და ორი კვების გზამკვლევი), აქვს საკუთარი ტანსაცმლის და კოსმეტიკის ხაზი. ცნობილია თავისი პირდაპირი და მებრძოლი ხასიათით.

კარიერა რედაქტირება

2000-2011 რედაქტირება

კარინამ პირველი როლი 2000 წელს ინსტიტუტში სწავლებისას დაიმკვიდრა, მაგრამ პროექტი მიატოვა - მისი თქმით იმიტომ, რომ ყურადღების ცენტრში ყოველთვის რეჟისორის შვილი (მსახიობი მთავარი როლში) იყო [2]. მისი დებიუტი იმავე წელს შედგა ფილმში "Refugee" (ინგლ. დევნილი) - დრამაში, რომლის სიუჟეტი ინდოეთის და პაკისტანის ომის დროს ვითარდება. ის ასრულებდა ბანგლადეშელი დევნილი გოგონას როლს. ფილმის რეჟისორის თქმით, მან კარინა მისი ბავშვური, უცოდველი გარეგნობის გამო აირჩია. როლისთვის კარინამ პოზიტიური შეფასება მიიღო - კრიტიკოსებმა აღნიშნეს მისი "ბუნებრივობა" და "პერსონაჟების არქეტიპებისგან თავისუფლება". მისი მეორე ფილმიც, "Mujhe Kucch Kehna Hai", წარმატებული აღმოჩნდა. ფილმი "Kabhi Khushi Kabhie Gham..." მისი პირველი მაღალბიუჯეტიანი ფილმი იყო. ის ფილმში რამდენიმე ვარსკლავთან ერთად თამაშობდა, რასაც შემდგომში კარგ მოგონებად იხსენებდა.

ამას მოჰყვა რამდენიმე წარუმატებელი რელიზი, მათ შორის"LOC Kargil", "Main Prem Ki Diwani Hoon" და სხვა. ამ ფილმებში კრიტიკოსები აღნიშნავდნენ კარინას "განმეორებად, არაორიგინალურ პერსონაჟებს". 2004 წლიდან მან კრიტიკოსების მაღალი შეფასება ხელმეორედ მოიპოვა ფილმებში "Omkara", "Chameli", "Kurbaan", "We are Family" და ჩამოყალიბებულ მსახიობად იქცა.

2011-დღეს რედაქტირება

კარინამ მოიპოვა რეპუტაცია როლების მრავალფეროვნებით - ის თამაშობდა როგორც რომანტიკულ კომედიებში, ასევე თრილერებში და დრამებში. აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში "Heroine" და " Jab  We Met". 2012 წელს ის ცოლად გაჰყვა მსახიობს საიფ ალი ხანს [3]. ქორწინების შემდეგ მან განაცხადა, რომ რელიგიას და ცხოვრების წესს არ შეიცვლის. 2016 წელს გააჩინა შვილი ტამური [4]. ამ პერიოდში მან დაიწყო დიზაინერული ტანსაცმლის და კოსმეტიკის გამოშვება და დაიწყო მუშაობა UNICEF-თან როგორც ინდოეთში ქალთა და ზოგადი განათლების დონის ამაღლების მხარდამჭერი. მისი ბოლო მნიშვნელოვანი როლებია "Veere Di Wedding" და "Good Newwz".

წყაროები რედაქტირება

  1. http://www.hindustantimes.com/bollywood/happy-birthday-how-kareena-kapoor-made-it-big/article1-931961.aspx დაარქივებული 2015-02-18 საიტზე Wayback Machine.
  2. http://www.rediff.com/entertai/2000/may/18kar.htm
  3. http://www.telegraphindia.com/1121017/jsp/frontpage/story_16099644.jsp
  4. http://www.telegraphindia.com/1121017/jsp/frontpage/story_16099644.jsp
  5. http://zeenews.india.com/exclusive/what-sharmila-couldnt-do-in-her-time-kareena-manages-easily_5725.html დაარქივებული 2013-08-04 საიტზე Wayback Machine.