კარენ დემირჭიანი (დ. 17 აპრილი, 1932, ერევანი — გ. 27 ოქტომბერი, 1999, იქვე) — საბჭოთა და სომეხი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1998 წელს დააარსა და ხელმძღვანელობდა სომხეთის სახალხო პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბლოკ „ერთიანობის“ შემადგენლობაში მოიპოვა გამარჯვება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რის შემდეგაც აირჩიეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარედ. დაიღუპა ტეტორისტული აქტის შედეგად.

კარენ დემირჭიანი
სომხ. Կարեն Սերոբի Դեմիրճյան
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1932(1932-04-17)[1]
დაბადების ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ[1]
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 1999(1999-10-27) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
განათლება სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი[1] და სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა[1]
შვილ(ებ)ი Stepan Demirchyan
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, სომხეთის ეროვნული გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის“, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, მარშალ ბაგრამიანის მედალი, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მედალი „კიევის 1500 წლისთავის ხსოვნისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი და შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1932 წლის 17 აპრილს, ერევანში. 1954 წელს დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი, 1961 წელს კი სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტსკოლა. 1954-1958 წლებში მუშაობდა ქ. ლენინგრადში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელად, ერევნის ელექტროტექნიკური ქარხნის საამქროს უფროსად, იმავე ქარხნის პარტკომის მდივნად, 1961 წლიდან კი მთავარ ინჟინრად, შემდეგ — დირექტორად.

1966-1972 წლებში იყო სომხეთის კპ ერევნის საქალაქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი, 1972 წლის ნოემბრიდან — სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1974 წლის ნოემბრიდან — პირველი მდივანი.

1988—1991 წლებში სკკპ ცკ-ის უმაღლესი პარტიული სკოლა. არჩეული იყო სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, იყო სკკპ ცკ-ის წევრი. 1991—1999 წლებში „Армэлектромашин“-ის გენერალური დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე.

1998 წელს მონაწილეობა მიიღო სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიიღო ხმები 40.1% და დაიკავა მეორე ადგილი. დამარცხდა რობერტ ქოჩარიანთან[2].

1999 აპრილიდან — ბლოკ „ერთიანობის“ თავმჯდომარეა, ხოლო 1999 30 მაისიდან აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად, 1999 წლის 10 ივნისიდან სომხეთის პარლამენტის სპიკერია.

დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება