კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, კარელია-ფინეთის სსრ, კფსსრ (რუს. Карело-Финская Советская Социалистическая Республика, КФССР, კარ. Karjalas-Suomelaine Sosialistine Nevvostotazavaldu, ფინ. Karjalais-suomalainen sosialistinen neuvostotasavalta; 31 მარტი, 194016 ივლისი, 1956) — საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა. მდებარეობდა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ და ფინეთი. ფართობი 172.400 კმ². მოსახლეობა 651 300 კაცი (1959). დედაქალაქი — ქ. პეტროზავოდსკი.

კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
რუს. Карело-Финская Советская Социалистическая Республика, კარ. Karjalas-Suomelaine Sosialistine Nevvostotazavaldu, ფინ. Karjalais-suomalainen sosialistinen neuvostotasavalta


 

31 მარტი 194016 ივლისი 1956
დროშა გერბი
ჰიმნი
კარელია-ფინეთის სსრ-ის ჰიმნი

კარელია-ფინეთის სსრ-ს რუკა.
დედაქალაქი პეტროზავოდსკი
ენა ფინური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 172,400 კმ²
მოსახლეობა 651 300 (1959 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ისტორია რედაქტირება

1923 წლის 25 ივლისს კარელიის შრომითი კომუნის ბაზაზე შეიქმნა კარელიის ასსრ რსფსრ-ს შემადგენლობაში. 1939-1940 წლების სსრკ-ფინეთის ომის შემდეგ კარელიის ასსრ-ს შემოუერთდა რიგი ტერიტორიები. 1940 წლის 31 მარტს სსრ კავშირის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს მეექვსე სესიაზე მიიღეს კანონი კარელისს ასსრ-ის კარელია-ფინეთის სსრ-დ გარდაქმნის თაობაზე სსრკ-ის შემადგენლობაში. 1940 წლის 16 ივნისს ჩატარებული არჩევნების შედეგად, კარელია-ფინეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭო 133 დეპუტატით დაკომპლექტდა.[1]

1956 წლის 16 ივნისს კარელია-ფინეთის სსრ გარდაიქმნა კარელიის ასსრ-დ რსფსრ-ს შემადგენლობაში. იყოფოდა 15 რაიონად. რესპუბლიკაში იყო 12 ქალაქი და 40 დაბა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება