კარბიურატორი (ფრანგ. Carburateur), ხელსაწყო, რომელიც დგუშიანი შიგაწვის ძრავებისათვის ამზადებს მსუბუქი თხევადი საწვავისა (უმთავრესად ბენზინისა) და ჰაერისაგან შემდგარ საწვავ ნარევს. საწვავი ნარევის შემზადების პროცესში იგი უზრუნველყოფსსაწვავის დოზირებას, მის წმინდად გაფრქვევასა და განსაზღვრული რაოდენობის ჰაერთან შერევას, შემდეგ კი აორთქლებას. ნარევის წარმოქმნა კარბიურატორში მთლიანად არ მთავდრება, პროცესი გრძელდება შემშვებ მილსა და ძრავას ცილინდრებში. კარბიურატორი საწვავს ავტომობილის მუშაობის ყოველი რეჟიმის შესაბამისად ისეთი თანაფარდობით უნდა ამზადებდეს, რომ იგი ოპტიმალური იყოს ძრავას მუშაობის ყოველი რეჟიმისათვის და უზრუნველყოფდეს მანქანის საუკეთესო ეკონომიური და დინამიური მაჩვენებლების მიღებას. ძრავას ცილინდრებში შესულ საწვავ ნარევში რაც შეიძლება სრულად უნდა დამთავრდეს თხევადი საწვავის აორთქლების პროცესი. კარბიურატორი უნდა იყოს მარტივი და შეეძლოს ავტომატური რეგულირება.

კარბიურატორი

ლიტერატურა რედაქტირება