კაო (ინგლ. Kao) — ვულკანური კუნძული ტონგის სამეფოს ჰააპაის კუნძულების ჯგუფში, წყნარ ოკეანეში. მდებარეობს 5 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით კუნძულ ტოფუადან და 160 კმ-ში ჩრდილოეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ადმინისტრაციულად, კუნძული შედის ჰააპაის ოლქში.

კაო
მშობ. სახელი: ინგლ. Kao
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 19°40′12″ ს. გ. 175°01′48″ დ. გ. / 19.67000° ს. გ. 175.03000° დ. გ. / -19.67000; -175.03000
ფართობი 11,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 1046 მ
ოლქი ჰააპაის ოლქი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2011)

გეოგრაფია რედაქტირება

 
კაიას (პატარა) და ტოფუას (დიდი) კუნძულების ხედი კოსმოსიდან

კაოს კუნძულს აქვს სიმეტრიული კონუსის მსგავსი ფორმა. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 1046 მეტრ სიმაღლეს (ეს უმაღლესი წერტილია მთელ ტონგის სამეფოში). ვულკანის პატარა კრატერში მდებარეობს მტკნარი წყლის ტბა. კუნძულის ხმელეთის ფართობი შეადგენს 11,6 კმ²-ს[1].

ისტორია რედაქტირება

კაოს კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.

სქოლიო რედაქტირება

  1. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ტონგა. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2015-01-03.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაო&oldid=4599625“-დან