კამილო სიენფუეგოსი

კამილო სიენფუეგოს გორიარანი (დ. 6 თებერვალი 1932 — გ. 28 ოქტომბერი, 1959) — კუბელი რევოლუციონერი, დაიბადა ჰავანაში. ფიდელ კასტროსთან, ჩე გევარასთან, ხუან ალმეიდა ბოსკესთან და რაულ კასტროთან ერთად იყო 1956 წლის გრანმას ექსპედიციის წევრი, რომლითაც დაიწყო ფიდელ კასტროს შეიარაღებული აჯანყება კუბის დიქტატორის, ფულხენსიო ბატისტას მთავრობის წინააღმდეგ . იგი, კასტროს რევოლუციის საკვანძო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, გახდა კასტროს ერთ-ერთი მთავარი პარტიზანი მეთაური, ცნობილი როგორც " იაგუახაის გმირი ". მისი ძირითადი საბრძოლო იარაღები იყო M1921AC Thompson და განახლებული M2 კარაბინი .

კამილო სიენფუეგოსი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1932
ჰავანა, კუბა
გაუჩინარდა 28 ოქტომბერი, 1959 (27 წლის)
ფლორიდის სრუტე
ეროვნება კუბელი
ორგანიზაცია 26 ივლისის მოძრაობა

იგი კუბის შეიარაღებული ძალების მეთაურად დაინიშნა 1959 წელს, კასტროს აჯანყებული არმიის გამარჯვების შემდეგ. სავარაუდოდ, იგი გარდაიცვალა, იმავე წელს, მოგვიანებით, როდესაც კამაგუეიდან ჰავანაში ღამით ფრენის დროს გაუჩინარდა პატარა თვითმფრინავი, რომლითაც იგი მგზავრობდა. გაჩნდა ბევრი კონსპირაციული თეორია მისი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების შესახებ. სიენფუეგოსს, რომლის სახელი ინგლისურად ითარგმნება, როგორც „ასი ხანძარი“, კუბაში თაყვანს სცემენ, როგორც რევოლუციის გმირს, მის პატივსაცემად აღმართული ძეგლებით, მემორიალებით და ყოველწლიურად გამართული დღესასწაულებით.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

კამილო სიენფუეგოსი, დაიბადა 1932 წლის 6 თებერვალს ჰავანის ლოუტონის რაიონში, გაიზარდა მუშათა კლასის ოჯახში, რომელიც ემიგრირდა ესპანეთიდან 1936–39 წლების სამოქალაქო ომის დაწყებამდე. მამამისს, მკერავს, რომელიც ჰავანაში პატარა მაღაზიაში მუშაობდა, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა.[1]


დაახლოებით 1948 წელს იგი ჩაერთო პოლიტიკაში, თავდაპირველად, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, ავტობუსის ტარიფების გაზრდის წინააღმდეგ. 1953 წლის აპრილში სიენფუეგოსი და მისი მეგობარი სამუშაოს საძებნელად გაემგზავრნენ აშშ-ში, 29-დღიანი ვიზიტორთა ვიზებით. ისინი რამდენიმე თვე მუშაობდნენ დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და სან ფრანცისკოში, სანამ საიმიგრაციო სამსახური დააპატიმრებდა და მექსიკის გავლით კუბაში დააბრუნებდა მათ. ნიუ-იორკში ყოფნის დროს, სიენფუეგოსი შეუერთდა კუბის პოლიტიკურ დევნილთა ჯგუფს და რამდენიმე სტატია დაწერა გაზეთისთვის, La Voz de Cuba („კუბის ხმა“).[2]

პოლიტიკური გამოღვიძება რედაქტირება

1954 წელს სიენფუეგოსი გახდა იატაკქვეშა სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი ავტოკრატი პრეზიდენტის, ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ. 1955 წლის 5 დეკემბერს, მე −19 საუკუნის კუბის დამოუკიდებლობის გმირის ანტონიო მასეოს გარდაცვალების წლისთავზე, ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სიენფუეგოსს და სხვა სტუდენტებს, რომლებიც ჰავანის უნივერსიტეტში ბრუნდებოდნენ მას შემდეგ, რაც გვირგვინით შეამკეს მასეოს ძეგლი.[3] მოგვიანებით სიენფუეგოსმა ეს აღწერა იმ მომენტად, როდესაც მან პირობა დადო, რომ კუბა გათავისუფლდებოდა ბატისტას დიქტატურისგან. უმუშევარმა და პოლიციის მხრიდან შევიწროებულმა დატოვა კუბა, 1956 წლის მარტში და კვლავ გაემგზავრა აშშ-ში, სადაც მუშაობდა მაიამიში და სან-ფრანცისკოში, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე მექსიკაში გაემგზავრებოდა.[2] მექსიკაში ჩასვლისთანავე სიენფუეგოსი დაუმეგობრდა კასტროს და დაიწყო წვრთნა აჯანყებულებთან. ის იყო ერთ – ერთი იმ 82 რევოლუციონერთაგან, ვინც 1956 წლის ნოემბერში გრანმათი გაემგზავრა კუბისკენ.

 
სიენფუეგოსი (მარჯვნივ) 1959 წელს ფიდელ კასტროსთან ერთად ბეისბოლის სათამაშოდ. გუნდი სახელად ბარბუდოსი, რაც "წვერიანებს " ნიშნავს.

პარტიზანული საქმიანობა რედაქტირება

 
სიენფუეგოსი (მარცხნივ), 1959 წლის იანვარში ფიდელ კასტროსთან ერთად, ჰავანაში შესვლისას.

გრანმა კუბაში ჩავიდა 2 დეკემბერს. სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ ჭაობებსა და მანგროს ტყეებში, აჯანყებულებს მოულოდნელად თავს დაესხა ბატისტას შეიარაღებული ძალები ალეგრია-დე- პიოში. გადარჩენილი მეამბოხეები დაიფანტნენ მცირე ჯგუფებად და კვირების განმავლობაში ხეტიალობდნენ სიერა მაესტრას მთებში. სიენფუეგოსი იყო იმ თორმეტთაგან ერთ-ერთი, ვინც გადარჩა და ერთი თვის შემდეგ კასტროს შეუერთდა.

1957 წელს იგი გახდა რევოლუციური ძალების ერთ-ერთი ლიდერი, კომანდანტეს წოდებით. 1958 წელს, მთავრობის ოპერაცია "ვერანოს " ჩაშლის შემდეგ, სიენფუეგოსს დაევალა სამი სვეტიდან ერთ-ერთისთვის ეხელმძღვანელა, რომელიც მთაში დასავლეთით გაემართებოდა, პროვინციის დედაქალაქ სანტა-კლარას აღების მიზნით. ჩე გევარა მეთაურობდა კიდევ ერთ სვეტს, ხოლო ხაიმე ვეგა — მესამეს. ვეგას სვეტს ჩაუსაფრდნენ და დაამარცხეს ბატისტას ძალებმა.

სიენფუეგოსისა და გევარას სვეტებმა მიაღწიეს ცენტრალურ პროვინციებს, სადაც ისინი ერთმანეთს შეუერთდნენ, შემდეგ კი სხვა ჯგუფებს. სიენფუეგოსის რაზმი თავს დაესხა იაგუხაის არმიის ფორპოსტს და რთული ბრძოლის შემდეგ, 1958 წლის 30 დეკემბერს გარნიზონს დანებება აიძულა. ამან მას მეტსახელი, „იაგუხაის გმირი“, მიანიჭა . შემდეგ სიენფუეგოსი სანტა- კლარას წინააღმდეგ დაწინაურდა გევარას ძალებთან ერთად. ამ ორმა სვეტმა სანტა-კლარა დაიპყრო 31 დეკემბერს. მცველების უმეტესობა დანებდა იარაღის სროლის გარეშე. მეორე დღეს ბატისტა გაიქცა კუბიდან, გამარჯვებული დარჩა პარტიზანული მოძრაობა.[4]

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში სიენფუეგოსი მსახურობდა კუბის არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე. უზრუნველყო, კასტროს საწინააღმდეგო, რამდენიმე აჯანყების ჩახშობა და მონაწილეობა მიიღო რეჟიმის აგრარული რეფორმების განხორციელებაში.[5]

გაუჩინარება რედაქტირება

1959 წლის 28 ოქტომბრის გვიან საღამოს, სიენფუეგოსის Cessna 310 (' FAR-53 ') გაქრა ფლორიდის სრუტეზე ღამის ფრენის დროს, კამაგუეიდან ჰავანაში დაბრუნებისას. დაუყოვნებლივმა ძებნამ რამდენიმე დღე გასტანა, მაგრამ თვითმფრინავი ვერ იპოვნეს. ნოემბრის შუა რიცხვებში ძებნა შეჩერდა და ივარაუდეს, რომ სიენფუეგოსი ზღვაში დაიკარგა. ის სწრაფად გახდა გმირი და წამებული კუბის რევოლუციისთვის.[6] სიენფუეგოსის გაუჩინარება აუხსნელი რჩება. არსებობს კამათი მის სიკვდილთან დაკავშირებით, თუმცა კუბელ ისტორიკოსებს არ სჯერათ, რომ ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე.[5] არსებობს მოსაზრებები, რომ ფიდელი პასუხისმგებელი იყო სიენფუეგოსის სიკვდილზე. ჩე გევარამ, რომელიც სიენფუეგოსთან ახლოს იყო და მის პატივსაცემად თავის შვილს კამილო დაარქვა, უარყო მოსაზრება კასტროს მონაწილეობის შესახებ. სხვები გვთავაზობენ ვარაუდს, რომ კუბის საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავი შეცდომაში შევიდა და სიენფუეგოსის თვითმფრინავი მტრული შემოსევისთვის შემთხვევით ჩამოაგდო.[7] აშშ-ს ელჩის ფილიპ ბონსალის სიტყვებით, სიენფუეგოსს სიამოვნებდა ჰავანის ღამის ცხოვრება და მას „შესაძლოა ჰქონდა მიდრეკილება იმგვარი ურთიერთობებისა და ასოციაციების მიმართ, რომლებიც მისი ზოგიერთი, უფრო მკაცრი, რევოლუციონერი ამხანაგისთვის არასასურველი იყო“[8] ასევე არსებობდა ვარაუდი, რომ სიენფუეგოსმა გარდაცვალება გააყალბა და შეერთებულ შტატებში გაიქცა.[9]

გახსენება რედაქტირება

 
სიენფუეგოსის ორდენი

ჩე გევარამ სიენფუეგოსის შესახებ შემდეგი რამ თქვა:[10]   კუბამ მის პატივსაცემად დააწესა ჯილდო — სიენფუეგოსის ორდენი. 28 ოქტომბერს, კუბის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები ყვავილებს ყრიან ზღვაში ან მდინარეში, რომ პატივი მიაგონ კამილო სიენფუეგოსს, იმეორებენ კუბელების სპონტანურ ძღვენს, რომელთაც ყვავილები გადაყარეს ოკეანეში, როდესაც გაიგეს, რომ მისი თვითმფრინავი დაიკარგა ფლორიდის სრუტეში.[11] კამილო გამოსახულია 20 კუბური პესოს ფულის ერთეულზე. იგი ასევე გამოსახული იყო 40 ცენტიან მონეტებზე, რომელთა მიმოქცევაც ახლა უკვე შეჩერებულია.

 
სიენფუეგოსის ფოლადის მონუმენტი ინფორმატიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს ფასადზე, ჰავანა, კუბა, 2011

მატანსასის უნივერსიტეტი ატარებს კამილო სიენფუეგოსის სახელს. ასევე, მის სახელს ატარებს ექვსი სამხედრო საშუალო სკოლა, სადაც 11-დან 17 წლამდე მოსწავლეებს უტარებენ სამხედრო სწავლებას. ჰავანის ცნობილ სამეზობლოს სანტა-კრუს-დელ-ნორტეს მუნიციპალიტეტში, რომელიც 1950 წლამდე ცნობილი იყო „ცენტრალური ჰერშეის“ სახელით, ეწოდა ცენტრალური კამილო სიენფუეგოსი.[12]

სიენფუეგოსისადმი მიძღვნილი მუზეუმი — Monumento y MuseoCamilo Cienfuegos– აშენდა მისი გარდაცვალების შემდეგ იაგუახაიში, ბატისტას ძალების ყაზარმების ადგილზე, 1958 წლის ბრძოლის დროს. მუზეუმი მოიცავს ბრძოლის დიორამას, აგრეთვე მასალას, რომელიც ეხება სიენფუეგოსის ცხოვრებას რევოლუციამდე, მის დროს და მის შემდეგ. მუზეუმის წინ დგას მისი დიდი ქანდაკება .[13]

2008 წელს გადაღებულ ფილმში ჩე, სანტიაგო კაბრერამ სიენფუეგოსის პერსონაჟი განასახიერა.[14]

2009 წლის 28 ოქტომბერს, მისი გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიენფუეგოსის სახის 100 ტონიანი ფოლადის მონუმენტი დაემატა ინფორმატიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს ფასადს, პლასა-დე-ლა-რევოლუსიონში.[15]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Farber, Sanuel (2006) The Origins of the Cuban Revolution Reconsidered. University of North Carolina, გვ. 50–51. 
  2. 2.0 2.1 Gálvez, William (1979). Camilo: Señor de la Vanguardia. Havana: Editorial de Ciencias Sociales. ციტირების თარიღი: 30 January 2016. 
  3. Marel García-Pérez, Gladys: Insurrection & Revolution: Armed Struggle in Cuba, 1952–1959; Lynne Rienner Publishers, 1998; ISBN 9781555876111
  4. Thomas, Hugh (1971). The Cuban Revolution. London: Weidenfeld and Nicolson, გვ. 238, 250. ISBN 978-0-297-79037-2. 
  5. 5.0 5.1 Sierra, J.A.. (28 October 1959) Camilo Cienfuegos. Historyofcuba.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 20 November 2013.
  6. Thomas, Hugh (1971). Cuba: The Pursuit of Freedom. 
  7. Anderson, Jon Lee. Che Guevara: A Revolutionary Life. 
  8. Bonsal, Philip W. (1971). Cuba, Castro, and the United States. 
  9. The time a dead Cuban revolutionary was seen in Tampa. Tampa Bay Times (2018-11-21). ციტირების თარიღი: 2019-07-22.
  10. The Che Handbook. 
  11. Casuso, Jorge (28 October 2009). „Who Killed Camilo Cienfuegos?“. Miami New Times. ციტირების თარიღი: 7 February 2016.
  12. Sainsbury, Brendan (2009). რედ. Lonely Planet: Lonely Planet Cuba. ISBN 9781741049299. ციტირების თარიღი: 15 September 2010. 
  13. (1991) Museos de América Latina y el Caribe: Directorio. Editorial José Martí. 
  14. Scott, A.O. (11 December 2008). „Saluting the Rebel Underneath the T-Shirt“. New York Times. ციტირების თარიღი: 7 February 2016.
  15. „Cienfuegos ya tiene su sitio junto al 'Che' en La Habana“. El Pais (ესპანური). 29 October 2009. ციტირების თარიღი: 7 February 2016.