კალჩაკის ხეობა (ესპ. Valles Calchaquíes) — რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში. კვეთს კატამარკის, ტუკუმანის და სალტის პროვინციებს. ხეობა ძალზე ცნობილია თავის ფერთა კონტრასტით და უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტით, რომელიც მოიცავს როგორც მთის უდაბნოებს, ასევე სუბტროპიკულ ტყეებს.

კალჩაკის ხეობა, კებრადა-ლას-კონჩასი

ხეობა შედგება მრავალი სხვა დასახელების ხეობისა და მდინარისგან, მაგალითად კებრადა-დელ-ტოროს ხეობა, ლერმას ხეობა ქალაქ სალტის სიახლოვეს. მდინარეები: ესკოპიო, კონჩასი, კაფაიატე, სანტა-მარია და ა.შ.

ერთ დროს ეს ხეობა მრავალი ტომით იყო დასახლებული. ტუკუმანის პროვინციის ტერიტორიაზე აღმოჩენილია კილმესის ხალხის ნანგრევები. აქ ასევე ცხოვრობდნნენ კალჩაკები. ამ ტერიტორიაზე ესპანელთა მსოვლამდე, ადგილობრივები განიცდიდნენ ინკების იმპერიის სასტიკ შემოსევებს.

აქ მდებარე ტურისტებში პოპულარული ქალაქებია ტაფი-დელ-ვალე, კაფაიატე, სანტა-მარია. ხეობის დასავლეთ კიდეში მდებარეობს ლოს-კარდონესის ეროვნული პარკი.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: