ტერმინს „კალმახი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კალმახი (ციხესიმაგრე).

კალმახებითევზები ორაგულისებრთა ოჯახისა. გამსვლელ ორაგულთა გვარის (Salmo და Oncorhynchus) მტკნარი წყლის ფორმებია. ბინადრობენ მთის ტბებსა და მდინარეებში. უყვართ ცივი, ჟანგბადით მდიდარი, სუფთა წყალი. ტბებში უფრო დიდი კალმახებია (ზოგჯერ 34 კგ აღწევს), მდინარეებში პატარებია (0,8 კგ, იშვიათად 2 კგ-მდე). სხეულზე ემჩნევათ წითელი, შავი, ნარინჯისფერი და სხვა ფერის ხალები. ცნობილია ევროპული კალმახები და ჩრდილოამერიკული ანუ ცისარტყელოვანი კალმახები. ცისარტყელოვან კალმახებს სხეულის გვერდებზე გასდევს ცისარტყელასებრი ზოლები. მისი კვერცხი მსხვილია (დიამეტრი 5 მმ-მდე აღწევს), ნარინჯისფერი. სწრაფად იზრდება, კარგად უძლებს დაავადებებს და სითბოს. კალმახები საქართველოში გავრცელებულია ფარავნის, საღამოს, ტაბაწყურის, რიწის ტბებსა და მრავალ მდინარეში. იკვებებიან კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით და სხვა. სარეწაო მნიშვნელობა აქვს დიდი ტბების, მდინარეებსი კალმახებს. აკლიმატიზაციისა და ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია. საქართველოში ცისარტყელოვანი კალმახების მეურნეობაა აფხაზეთსა და რუისში (ქარელის რაიონი).

ყავისფერი კალმახი (Salmo trutta m. fario).

ლიტერატურა რედაქტირება