კალენდები (ლათ. Calendae ან Kalendae) — რომაული მთვარე-მზისიერი კალენდრით ყოველი თვის პირველი დღის სახელწოდება. როგორც ნონებითა და იდებით (შესაბამისად მე-7 და მე-15 დღე მარტში, მაისში, ივლისსა და ოქტომბერში, ხოლო მე-5 და მე-13 დღე დანარჩენ თვეებში), კალენდებითაც თვეებს აღრიცხავდნენ; ითვლიდნენ ამ დღეებიდან უკან, მაგალითად, „მე-5 დღე მარტის კალენდების წინ“, „მე-4 დღე მარტის იდების წინ“ და სხვა.

გამოთქმა „ბერძნულ კალენდებამდე“ (ლათ. ad Calendas Graecas — „გაურკვეველი ვადით“) აღნიშნავდა დროს, რომელიც არასდროს არ დადგებოდა, რადგანაც კალენდებს მხოლოდ რომაულ კალენდარში იყენებდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება