კალამი — საწერი იარაღის უძველესი ქართული სახელწოდება.

პირველად იხსენიება ესაია წინასწარმეტყველის წიგნში. „კალამი“ X საუკუნიდან დასტურდება და ამავე დროიდან ხდება საწერი იარაღის აღმნიშვნელად გაბატონებული ტერმინი. არსებობდა „კალამი რკინისაჲ“, „კალამნი ფოლადისანი“. ასოთა განსაკუთრებული „დანაკუჱთება“ ესაჭიროებოდა ხუცურ და მხედრულ ასოებს. ხუცური ასოების გამოსაყვანად გადამწერს უნდა ეხმარა ხუცურის კალამი, თავისი კალამი ესაჭიროებოდა მხედრულსაც. კალამს საკალმეში ინახავდნენ. მის გამოჭრას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ არაბი და სპარსი კალიგრაფები. მათ მიერ შემუშავებული წერის 6 სტილი სრულიად სხვადასხვაგვარად გამოჭრილ კალმებს მოითხოვდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება