კაკო ნაისინიო (იაპონ. 佳子内親王; დ. 25 დეკემბერი, 1994, ტოკიო, იაპონია) — იამატოს დინასტიის წარმომადგენელი. იაპონიის პრინცესა, ცნობილია როგორც პრინცესა აკიშინო. იაპონიის კრონპრინც ფუმიჰიტოსა და მისი ცოლის, კიკო კავაშიმას შუათანა ასული. იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისშვილი და იმპერატორ აკიჰიტოს შვილიშვილი.

კაკო ნაისინიო
წოდებები
პრინცესა აკიშინო
დაიბადა 25 დეკემბერი, 1994 (1994-12-25) (29 წლის)
ტოკიო, იაპონია
საგვარეულო იამატოს დინასტია
მამა ფუმიჰიტო, იაპონიის კრონპრინცი
დედა კიკო კავაშიმა

ბიოგრაფია რედაქტირება

პრინცესა კაკო დაიბადა 1994 წლის 25 დეკემბერს ტოკიოს საიმპერატორო სასახლეში, იაპონიაში. იგი არის იაპონიის კრონპრინც ფუმიჰიტოსა და მისი ცოლის, კიკო კავაშიმას მეორე შვილი და ქალიშვილი. მას ერთი უფროსი და, პრინცესა მაკო და ერთი უმცროსი ძმა, პრინცი ჰისაჰიტო ჰყავს. მამამისი არის იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოსა და მისი მეუღლის, მიჩიკოს უმცროსი ვაჟი, რითაც კაკო იაპონიის დღევანდელ იმპერატორ ნარუჰიტოს ძმისწულად ერგება.

2001 წლის კაკომ სწავლა დაიწყო გუქუშინის დაწყებით კერძო სკოლაში, რომელიც 2007 წლის მარტში დაამთავრა. იმავე წლის აპრილში მან სწავლა განაგრძო გუქუშინის დამამთავრებელ კერძო სკოლაში, რომელიც 2013 წლის მარტში დაამთავრა.

2003 წლის 7-დან 23-აგვისტომდე კაკო, მისი და და მშობლები ტაილანდს ეწვივნენ დედოფალ სირიკიტის 71-ე დაბადების დღეზე დასასწრებად.

დაწყებით კლასებში სწავლისას კაკომ კარგად შეისწავლა ფიგურული სრიალი. 2007 წლიდან იგი შეუერთდა მეინჯი-ჯინგუს ფიგურული სრიალის კლუბს, რომელმაც ამავე წლის იაპონიის საგაზაფხულო ოლიმპიადაზე ოქროს თასი მოიპოვა. სრიალის ჩემპიონატში პრინცესა კაკომ ქალთა დივიზიაში მეორე ადგილი დაიკავა.

2013 წლის აპრილიდან მან სწავლა დაიწყო გუქუშინის უნივერსიტეტში. ბაკალავრიის დასრულების შემდეგ, 2014 წელს თავისი დის მსგავსად დატოვა გუქუშინი და საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში (ICU) გადავიდა. 2015 წლის 2 აპრილს პრინცესა კაკო დაესწრო ტოკიოს უნივერსიტეტის გახსნას.

2017 წელს, ICU-ს საზღვარგარეთული სასწავლო პროგრამის ფარგლებში კაკო გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში, ლიდსის უნივერსიტეტში სასწავლებლად. აქ იგი სწავლობდა საშემსრულებლო ხელოვნებასა და ფსიქოლოგიას, როგორც პროგრამის პირველ ნაწილს. მან სწავლა 2018 წლის ივნისში დაასრულა, რის შემდეგაც დაბრუნდა მშობლიურ იაპონიაში.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 30 აპრილს მისი პაპა, იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, ნარუჰიტოს სასარგებლოდ, რომლის უვაჟობის გამოც ტახტის მემკვიდრედ კაკოს მამა, ფუმიჰიტო ითვლება.

კაკოს დის, პრინცესა მაკოს ქორწილი 2020 წლისთვისაა დანიშნული, თუმცა პრინცესა კაკო ჯერ არაა დანიშნული და არც მისი პირადი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებაა ცნობილი.

წოდება რედაქტირება

პრინცესა კაკო ნაისინიოს ოფიციალური წოდება: მისი იმპერიული უმაღლესობა პრინცესა კაკო აკიშინო.

ინტერნეტში რედაქტირება