კაკადუ (გერმ. Kakadu < მალ. kakatua; ლათ. kakatoeinae) — ფრინველების ქვეოჯახი თუთიყუშისნაირთა რიგისა. ტანად საშუალო და დიდი (სხეულის სიგრძე 60-95 სმ) ფრინველებია. დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეაზე, აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ფილიპინის კუნძულებზე. ცნობილია კაკადუს 5 გვარის 17 სახეობა. ბინადრობს ტყეში, მინდვრის ახლოს. იკვებება მცენარის ნაყოფით, თესლით და სხვა. ტიპობრივი გალიის ფრინველია.

კაკადუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
kakatoeinae

ლიტერატურა რედაქტირება