კაკაბი (ლათ. Alectoris graeca) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

კაკაბი
კაკაბი (Alectoris graeca)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  ხოხბისებრნი
გვარი:  კაკაბი
სახეობა:  კაკაბი
ლათინური სახელი
Alectoris graeca (Meisner, 1804)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22678684

ლიტერატურა რედაქტირება