კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარი

კაიროს წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარიკოპტური ეკლესია. მდებარეობს აბასიაში, კაიროს ერთ-ერთ რაიონში. წარმოადგენს კოპტური ეკლესიის პაპის რეზიდენციას. აშენდა პაპ კირილე VI-ის დროს და მანვე გახსნა 1969 წელს.

საკათედრო ტაძარი მარკოზ მახარებლის სახელობისაა, რომელიც ერთ-ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანია და კოპტური ეკლესიის დამაარსებლად ითვლება. მისი რელიკვიები ტაძარში ინახება. ეკლესია აფრიკასა[1] და ახლო აღმოსავლეთში უდიდესი საკათედრო ტაძარია.

აგებულია კოპტურ არქიტექტურულ სტილში.[2][3] იტევს 5000 მომლოცველს.[4] აქაა დაკრძალული ათანასე I.

სქოლიო რედაქტირება

  1. Churches in Egypt. Egyptvoyager.com. ციტირების თარიღი: 6 May 2009.
  2. Cathedral of Abbasiya - Coptic Cairo. Memphis Tours Egypt.
  3. Helloegypt დაარქივებული 16 August 2007 საიტზე Wayback Machine.
  4. Old Cairo and Roda Island. Footprinttravelguides.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 28 September 2012.