კაიო-გილერმო (ესპ. Cayo Guillermo) — კუნძული ატლანტის ოკეანეში. ფართობი 15 კმ². მდებარეობს კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსთან. შედის სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ ცენტრს. დაკავშირებულია ახლო მდებარე კუნძულ კაიო-კოკოსთან. კეთილმოწყობილია სანაპირო, რომელიც მიჩნეულია ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად. ბევრია მარჯნის რიფები.

კაიო-გილერმო — კუბა
კაიო-გილერმო
კაიო-გილერმოს ადგილმდებარეობა (კუბა).

განვითარებულია დაივინგი. კაიო-გილერმოს სამხრეთ ნაწილში არის მანგროვიანი ტყეები. კუნძულიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ხარდინეს-დელ-რეის აეროპორტი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება