კავაიიესთეტიკის ფენომენი იაპონურ კულტურაში, რომელიც ადამიანის ან საგნის საყვარლობას, არაჩვეულებრივობას, მიმზიდველობას და მომხიბვლელობას აღნიშნავს. მნიშვნელოვანი ასპექტი იაპონური პოპკულტურის, რომელმაც გავლენა იქონია გართობის ინდუსტრიაზე, ტანსაცმლის სტილზე, იაპონელთა ქცევაზე და ჩვევა-მანერიზმებზეც კი. სიტყვა კავაიი პირდაპირ ითარგმნება როგორც „განსხივოსნებული, გაბრწყინებული სახე“ მაგრამ ჩვეულებრივ ის „მორცხვ ადამიანს“ ნიშნავს. დროთა განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა შეიცვალა და თანამედროვე იაპონურში ნიშნავს „მიმზიდველს“ ან „საყვარელს“. იაპონიაში ყველაზე ცნობილი კავაიი პერსონაჟია პიკაჩუ. უცხოური პერსონაჟებიდან კი იაპონიაში ყველაზე პოპულარულია კატა ფელიქსი, მიკი მაუსი, ტომი და ჯერი, ვინი პუჰი, ჩებურაშკა, უდარდელი ტყის მეგობრები, ჩიპი და დეილი და ტელეღიპუცები.

იაპონელი გოგო-პერსონაჟები

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brehm, Margrit (editor) (2002). The Japanese experience: inevitable. Ostfildern-Ruit, Germany New York, New York: Hatje Cantz Distributed Art Publishers. ISBN 9783775712545.
  • Cross, Gary (2004). The cute and the cool: wondrous innocence and modern American children's culture. Oxford New York: Oxford University Press. ISBN 9780195156669.