კაგერა

მდინარე აფრიკაში

კაგერა (ინგლ. Kagera) — მდინარე აღმოსავლეთ აფრიკაში, რუანდაში, ტანზანიასა და უგანდაში (ნაწილობრივ მათ შორის საზღვრებზე). ითვლება ნილოსის სათავედ. სიგრძე ნიავარონგოსა და რუვუბუს შეერთებიდან — 420 კმ, მდინარე რუკარარას სათავიდან (მოედინება ვირუნგის მთებიდან) — დაახლოებით 800 კმ. ძირითადად მიედინება ფართო დაჭაობებულ ხეობაში, რამდენიმე მცირე ზომის ტბის გავლით. ჩაედინება ვიქტორიას ტბაში. იკვებება წვიმის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 1500 მ³/წმ. სანაოსნოა ქვემო წელზე, შესართავიდან 160 კმ-ზე. აღმოაჩინა ჰენრი მორტონ სტენლიმ, 1876 წელს.

კაგერა
ინგლ. Kagera
ქვეყანა რუანდის დროშა რუანდა
ტანზანიის დროშა ტანზანია
უგანდის დროშა უგანდა
სათავე მდ. ნიავარონგოსა და რუვუბუს შესართავი
2°23′24″ ს. გ. 30°46′50″ ა. გ. / 2.39000° ს. გ. 30.78056° ა. გ. / -2.39000; 30.78056
შესართავი ვიქტორიას ტბა
0°56′41″ ს. გ. 31°46′36″ ა. გ. / 0.94472° ს. გ. 31.77667° ა. გ. / -0.94472; 31.77667
სიგრძე 420 კმ
მდინარის სისტემა ვიქტორიათეთრი ნილოსინილოსიხმელთაშუა ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1500 მ³/წმ
კაგერა — ტანზანია
კაგერა
კაგერა
— სათავე, — შესართავი
კაგერა ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება