კაბო-დე-გატის ბუნების პარკი

კაბო-დე-გატის ბუნების პარკი — ბუნების პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ქალაქ ალმერიის სიახლოვეს. წარმოადგენს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის უდიდეს სახმელეთო-საზღვაო ნაკრძალს. მისი ფართობი 460 კმ²-ია და მოიცავს ქალაქ კარბონერასს სიერა-დე-კაბო-დე-გატის მთათა სისტემას, ასევე 120 კმ² ზღვას, როგორც საწყლოსნო ნაკრძალს. კლიმატი ნახევრადმშრალია და ეს პარკი წარმოადგენს ევროპის უმშრალეს ადგილს. 1997 წელს იუნესკომ გააფორმა როგორც ბიოსფერული ნაკრძალი.

კაბო-დე-გატის ბუნების პარკი

Parque Natural del Cabo de Gata-Níjar

მდებარეობა ალმერია, ესპანეთი
კოორდინატები 36°47′00″ ჩ. გ. 02°06′00″ დ. გ. / 36.78333° ჩ. გ. 2.10000° დ. გ. / 36.78333; -2.10000
ფართობი 460 კმ²
დაარსდა 1997
სტუმრობა 500,000 (1998)
მმართველი ორგანო ანდალუსიის ავტონომიური მთავრობა
პარკის მდებარეობა

პარკი ხასიათდება ვულკანური ფორმაციებით - ლავით, ვულკანური გუმბათებით, კალდერებით. ზღვისგან გამოყოფილია 400 მ სიგანის ქვიშიანი სანაპიროთი. 2006 წელს შეუერთდა იუნესკოს გლობალურ გეოგრაფიულ პარკთა ქსელს.[1]

პარკში საშუალო წლიური ტემპერატურა 18 °C -ია, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით აქ დაბალია და წელიწადში 120 - 180 მმ-ს შეადგენს.

გავრცელებულია დაახლოებით 1.000 სახეობის მცენარე, მათ შორის ენდემურებიც და 1.100 სახეობის ცხოველი და ფრინველი, რომელთა შორის უმრავლესი ფრინველია, რის გამოც ევროკავშირმა პარკი ფრინველთა დაცვის მიზნით სპეციალურ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. European geoparks website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-30. ციტირების თარიღი: 2011-02-27.