კაბალიეროსი

რაინდობა შუა საუკუნეების ესპანეთში

კაბალიეროსი (ესპ. Caballeros) — რაინდობა შუა საუკუნეების ესპანეთში. რეკონკისტის ადრინდელ ხანაში კაბალიეროსი ეწოდებოდა ცხენოსან მეომრებს, რომლებიც საკუთარი სახსრებით იძენდნენ ცხენს, მის აღჭურვილობას და იარაღს. დაახლოებით XII საუკუნიდან ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა იდალგოც.[1]

რეკონკისტის მინიატურა

რეკონკისტის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს გადამწყვეტ კამპანიებში: უკლესის ბრძოლა (1086), ალარკოსის ბრძოლა (1195), ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლა (1212), სალადოს ბრძოლა (1340). მიეკუთვნებოდნენ ფეოდალთა კლასს, თუმცა არ ითვლებოდნენ კეთილშობილებად (არისტოკრატებად). გააჩნდათ გარკვეული პრივილეგიები, მაგალითად, გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ ქონების შეძენის ან მოპოვების შემთხვევაში, რაც მათ გამოარჩევდა ბურჟუაზიისა და გლეხობისაგან.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
  2. Astarita, Carlos (2005). Del feudalismo al capitalismo. Cambio social y político en Castilla y Europa occidental, 1250-1520 (ესპანური). Ed. Universitat de València (PUV), გვ. 29 a 66, cap. “Los caballeros villanos”. ISBN 8437062063.