იხვინჯა (ლათ. Anas querquedula) — ფრინველთა სახეობა იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ, წონა 280-550 გ აღწევს. მამალს თავზე თვალიდან კისრამდე ქათქათა თეთრი ზოლი გასდევს; აქვს მოცისფერო ფრთები, მუქი მკერდი. იხვინჯა ბინადრობს ევროპისა და აზიის ზომიერ სარტყელში ბალახით მოფენილ ღია ჭაობებში და ტბების სანაპიროებზე. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს ხმელთაშუა ზღვის მიდამოებში, აფრიკისა და აზიის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება მოზამთრედ. იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, წყლის მწერებითა და მათი მატლებით, წყლის კიბოსნაირებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

იხვინჯა

მამრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  იხვი
სახეობა:  იხვინჯა
ლათინური სახელი
Anas querquedula (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 100600460

ლიტერატურა რედაქტირება