იშხანი (თევზი)

თევზი
ტერმინს „იშხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ იშხანი.

იშხანი (ლათ. Salmo ischchan) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მხოლოდ სევანის ტბაში; სადაც წარმოქმნის 5 რასას. სხეულის სიგრძე აღწევს 35-90 სმ, მასა 16 კგ-მდე. იკვებება უმთავრესად კიბოსნაირებით. ძვირფასი სარეწაო ობიექტია. იყენებენ ნედლს, გაყინულსა და შებოლილს. კარგი სააკლიმატიზაციო ობიექტია. კარგად შეეგუა ისიქ-ქოლის პირობებს. იშხნის ერთ-ერთი რასაა გეგარკუნი, რომელმაც იშხნის განსაკუთრებული ფორმა წარმოქმნა.

იშხანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
სახეობა:  იშხანი
ლათინური სახელი
Salmo ischchan
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 54923065

ლიტერატურა რედაქტირება