სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იუტები (მრავალმნიშვნელოვანი).

იუტები (გერმ. Jüten) — გერმანული ტომი, რომელიც ახ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ცხოვრობდა იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.

იუტების სამფლობელოები ბრიტანეთში 575 წელს (აღნიშნულია წითლად)

VVI საუკუნეებში იუტების ნაწილი ანგლებთან და საქსებთან ერთად გადასახლდა ბრიტანეთში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთში დააარსა კენტის სამეფო. მატერიკზე დარჩენილი იუტები დაიმორჩილეს დანიელებმა. მოგვიანებით იუტები შევიდნენ დანიისა და ინგლისის ხალხების შემადგენლობაში.

ლიტერატურა რედაქტირება