იუტას ჩაიდანი (ინგლ. Utah teapot) — მოდელი, რომელიც 3-განზომილებიანი სურათების სინთეზში გამოიყენება და რომელიც სტანდარტული ნიმუში გახდა სურათების სინთეზის ერთობლიობაში. ეს არის ჩვეულებრივი ჩაიდნის მათემატიკური მოდელი, მყარი და განსაკუთრებით მომრგვალებული ზედაპირით. შეიქმნა 1975 წელს იუტას უნივერსიტეტში, სურათების სინთეზის პიონერის, მარტინ ნიუველის მიერ.

იუტას ჩაიდანი

ისტორია რედაქტირება

ნიუველს თავისი სამუშაოებისთვის ესაჭიროებოდა რაღაც მარტივი მათემატიკური მოდელი საოჯახო საგნებიდან. სანდრა ნიუველმა (მეუღლე) ურჩია რომ მოდელირება გაეკეთებინა ჩაის სერვიზისთვის. მან მოიმარჯვა ქაღალდი, ფანქარი და გააკეთა პატარა ჩანახატი-ესკიზი ამ ჩაიდნის. შემდეგ წავიდა თავის ლაბორატორიაში და შეადგინა Bezier-ეს კონტროლის წერტილები კათოდურ მილზე. მისი ციფრული ჩანაწერებით გაკეთებული ფინჯანიდან, ლამბაქიდან, კოვზიდან ცნობილი მარტო ჩაიდანი გახდა. რძის ჭურჭელიც გაუკეთებია, მაგრამ მისი მონაცემები დღესდღეობით დაკარგულია.

ამ ჩაიდნის ფორმა შეიცავს ელემენტების განსაზღვრულ რაოდენობას რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან იდეალურ საგანს გრაფიზმისთვის, ეს არის მრგვალი, აქვს დაბოლოებები, აქვს 0-ზე მაღალი დონე რაღაც ხვრელის გამო რომელიც წარმოქმნის მის ქვევით ჩრდილს და ასევე დამაკმაყოპილებელი იერსახე იმის გარეშეც რომ არ გამოვიყენოთ რთული ზედაპირის დამფარავი რაიმე ტექსტურა.

ნიუველი ქმნიდა მათემატიკურ მონაცემებს, რომლებიც აღწერენ ჩაიდნის გეომეტრიულობას.(3D კოორდინატების ერთობლიობას) და რომლებიც საჯაროდ ცნობილი გახდა ისე რომ შემდეგ სხვა მაძებრებმაც დაიწყეს იგივე მონაცემების გამოყენება თავიანთი სამუშაოებისათვის გრაფიზმში. მათაც იგივე საჭიროებები ჰქონდათ რაც ნიუველს და ამ ჩაიდნის გამოყენებამ თავიდან ააცილებინათ სხვა საგნის მოდელირება რომელსაც ექნებოდა იგივე მახასიათებლები. 1975 წლის შემდეგ ციფრულ მდგომარეობაში გადაყვანის ტექნიკა ძალიან განვითარდა და დღეს ეს ძალიან ცოტა სირთულეს თუ წარმოადგენს. ეს ჩაიდანი კვლავ განაგრძობს რომ იყოს სურათების სინთეზის საგანი.

ჩაიდნის ორიგინალს არ სჭირდება ქვედახედით დანახვა და მისი მოდელი არ მოიცავდა ზედაპირს რომ ბაზა წარმოედგინა, მას შემდეგ სხვა მოდელებმა ეს ბაზა შეიმუშავეს.

აპლიკაცია რედაქტირება

პროგრამები როგორიცაა AutoCAD, POV-Ray, OpenGL, Direct3D და 3D Studio Max მათ გამოიყენეს და გაავრცელეს უფასოდ ამ პროგრამებში ეს ჩაიდანი ან სცენა ამ ჩაიდანით. დამატებით GLUT გვთავაზობს ფუნქცია glutSolidTeapot თავისი ძირითადი ტრადიციული კუბებით, სფეროებით და ბიბლიოთეკით როგორც გრაფიზმის დასაწყისი. BeOS წარმოადგენს ამ ჩაიდნის დემონსტრაცია ბრუნვაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: