იური დუდი (რუს. Ю́рий Алекса́ндрович Дудь; დ. 11 ოქტომბერი, 1986, პოტსდამი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) — რუსი ჟურნალისტი და ვიდეო ბლოგერი. გამოცემა „Spots.ru“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, 2018 წლის სექტემბრიდან არის გამოცემის გენერალური დირექტორის მოადგილე.[1] მიჰყავს საავტორო გადაცემა „YouTube“-ზე სახელად „вДудь“, სადაც იგი იღებს ინტერვიუებს ცნობილ ჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, კულტურისა და ინტერნეტის მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მის არხს ჰყავს 4,1 მილიონი გამომწერი და 420 მილიონი ნახვა.[2][3][4]

იური დუდი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1986 წლის 11 ოქტომბერს, ქალაქ პოტსდამში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.[5] უწოდებს საკუთარ თავს უკრაინელს წარმომავლებით და რუს ადამიანს გრძნობებით და მოქალაქეობით. რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს 1990 წლიდან.[6]

დადიოდა ფეხბურთზე, თუმცა მიატოვა სპორტი 10 წლის ასაკში მუხლის სერიოზული ტრავმის გამო. 11 წლის ასაკში წერდა სტატიებს „ახალგაზრდული გაზეთისთვის“. 13 წლის ასაკში, გადიოდა პრაქტიკას გაზეთ „Сегодня“-ში. 14 წლის ასაკში, 2001 წლის აპრილიდან დაწყებული, მუშაობდა არაშტატურ კორესპონდენტად გაზეთ „Известия“-ში. 2003 წელს, 16 წლის ასაკში, გახდა გაზეთის შტატური თანამშრომელი, სადაც იმუშავა კიდეც 2006 წლის აგვისტომდე. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „PROспорт“-ში.[7]

2008 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.[8]

კარიერა რედაქტირება

2011 წლის აპრილიდან[9] 2012 წლის იანვრამდე მუშაობდა არხ „НТВ-Плюс“-ის სპორტული რედაქციის სპეციალურ კორესპონდენტად[10] და რადიო „Сити ФМ“-ის დილის შოუს წამყვანად. 2011 წლის შემოდგომაზე დაინიშნა გამოცემა „Sports.ru“-ს მთავარ რედაქტორად,[11] 2018 წლის სექტემბრიდან შეცვალა ეს თანამდებობა გენერალური დირექტორის მოადგილეობაზე.[1]

2012 წლის 16 თებერვლიდან 2013 წლის 20 ივნისამდე მიჰყავდა პროგრამა „დარტყმა თავით“ ტელეარხ „Россия-2“-ზე. წამყვანის პოსტზე მან ჩაანაცვლა ჟურნალისტი ნიკია ბელოგოლოვცევი.[12][13] 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის თებერვლამდე აკომენტარებდა ინგლისური პრემიერ-ლიგის მატჩებს (2011/2012 და 2012/2013 წლის სეზონები) სხვა სპორტულ არხზე, „Спорт 1“-ზე.[14] გარდა ამისა, ტელეარხ „Россия-2“-ზე 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის მარტამდე ვლადიმერ სტოგნიენკოსთან ერთად მიჰყავდა დოკუმენტური ფილმების ციკლი სამოყვარული საფეხბურთო კლუბის, „სპარტას“ ცხოვრების შესახებ. დოკუმენტური ფილმის სახელი იყო „30 სპარტანელი“.[15] დატოვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხები მისი შოუს, „დარტმა თავით“ დახურვის შემდეგ. დახურვის მიზეზი გახდა შოუს სპეციფიკური თემატიკა, რომელიც ხშირად იწვევდა სკანდალებს; გარდა ამისა, შოუ საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა.[16]

2015 წლის 4 ნოემბრიდან 2017 წლის 27 თებერვლამდე იყო გადაცემა „Культ тура“-ს ავტორი და წამყვანი სპორტულ ტელეარხ „Матч ТВ“-ზე.[17], გადაცემაში, იგი იღებდა ინტერვიუს ცნობილ და წარმატებულ რუს ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან.[18] 2016 წლის ბოლოში, გადაცემა დაიხურა პატარა რეიტინგის და მთავარი სპნსორის, შამპუნი „Clear“-ის წავსლის გამო. გადაცემის დახურვას აგრეთვე ხელი შეუწყო ტელეარხზე არსებულმა ფინანსურმა პრობლემებმა.[19]

2017 წლის 7 თებერვალს იურიმ დაიწყო ახალი შოუ, სახელად „вДудь“, ვიდეოჰოსტინგ „YouTube“-ზე. გადაცემის ფარგლებში, იგი იღებს ინტერვიუს ცნობილ ადამიანებთან — ჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, კულტურის და ინტერნეტის მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან. რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მის გადაცემაში იყო პრეზიდენტობის სამი კანდიდატი: პავლე გრუდინინი, ქსენია სობჩაკი და ვლადიმერ ჟირინოვსკი. გადაცემაში აგრეთვე იყო ალექსეი ნავალნი, რომელიც ცესკომ არჩევნებზე არ დაუშვა.

2017 წლის სექტემბერში მიიღო „ბილაინის“ მიერ შექმნილი აპლიკაციის, „VEON“-ის სარეკლამო კამპანიაში.[20][21] 2017 წლის ნოემბერში გახდა ბრენდ „ალფა-ბანკის“ სახე 2018 წლისთვის.[22] აგრეთვე, 2018 წლის მსოფლიოს ფეხბურთის ჩემპიონატის დაწყებამდე, დუდმა მიიღო მონაწილეობა ბრენდ „Head & Shoulders“-ის რეკლამაში და აგრეთვე გახდა მისი სახე.[23][24]

2017 წლის მაისში ითამაშა საკუთარი თავია ვასია ობლომოვის კლიპში სიმღერაზე „Нести херню“.[25]

2018 წლის ივლისის ბოლოში გამოქვეყნებული რუსი ცნობილი სახეების Forbes-ის სიაში დაიკავა 50-ე ადგილი.[26][27]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

არის დაქორწინებული, ჰყავს ორი შვილი, ქალიშვილი და ვაჟი.[28]

ჯილდოები რედაქტირება

ჟურნალ GQ-ის „2016 წლის ადამიანის“ პრემიის გამარჯვებული ნომინაციაში „სახე ტელევიზორიდან“ „Культ тура“-ს თანაწამყვან ევგენი სავინთან ერთად.[29] ჟურნალ GQ-ის „2017 წლის ადამიანის“ წლის პრემიის გამარჯვებული ნომინაცაიში „სახე ეკრანიდან“.[30] მიიღო პრემია „Редколлегия“ 2017 წელს მის მიერ გადაღებული ფილმისთვის „სერგეი ბოდროვი — მთავარი რუსი სუპერგმირი“.[31]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „Юрий Дудь: «Новый главный редактор Sports.ru – Александр Аксенов»“. Sports.ru (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-09-17.
  2. Юрий Дудь: Из шоу «КультТура» ушел спонсор. Но мы и сами виноваты. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-24. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  3. Кто такой Юрий Дудь: биография и личная жизнь журналиста
  4. вДудь. YouTube. ციტირების თარიღი: 2018-06-09.
  5. КАКТУС #025. Юрий Дудь про «Зенит-Арену», феминизм, коррупцию и интервью с Путиным YouTube-ზე
  6. «Я панк, не мечтающий о бегстве из страны». Гуру спортивной журналистики выступит с лекцией в Екатеринбурге
  7. Юрий Дудь: «Я сел с Емельяненко на маты — и если бы меня начали бить, не успел бы убежать»
  8. Наш дом на Моховой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-20. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  9. Смакуя паэлью. Sports.ru (2011-04-08).
  10. Пейзаж из комментаторской кабины (2012-05-12).
  11. Юрий Дудь: На некоторых этапах журналистики давно пора ввести фэйс-контроль. Sports.ru (2012-02-03).
  12. Юрий Дудь: «Удар головой» - программа не о футболе, а о жизни. Sportbox.ru (2012-02-13).
  13. Юрий Дудь: "Могу только догадываться, почему закрывают "Удар головой". Советский спорт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-09. ციტირების თარიღი: 2014-06-23.
  14. «Я был уверен, что все куплено». Попасть в телевизор через конкурс комментаторов. Матч ТВ (2016-03-03).
  15. Научпоп по-европейски. Total Football (2012-12-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-26. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  16. О новых принципах работы телеканала “Россия 2”. Чемпионат.com (2013-09-23).
  17. Юрий Дудь: «Я не работаю на «Матч ТВ» — делаю программу «Культ тура» в другой компании, а канал её покупает». Sports.ru (2015-12-15).
  18. „Лучшее из шоу «Культ тура»: ЦСКА“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-11-05.
  19. Закрытая программа «Культ Тура» имела рейтинг, равный среднему для «Матч ТВ». Спорт Бизнес Консалтинг (2017-02-21).
  20. „Юрий Дудь, Павел Табаков и Светлана Устинова стали амбассадорами Veon“. Content-Review.com (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-11-28.
  21. «​Билайн» запускает рекламную кампанию нового приложения VEON | Банки.ру. www.banki.ru. ციტირების თარიღი: 2017-11-28.
  22. Юрий Дудь стал лицом Альфа-банка. ციტირების თარიღი: 2017-12-09.
  23. Назаренкова, Екатерина. „Юрий Дудь снялся в ролике Head & Shoulders, став лицом бренда“. Информационно-аналитический портал www.Sostav.ru. ციტირების თარიღი: 2018-06-08.
  24. Юрий Дудь стал лицом бренда шампуней Head & Shoulders. Marketing.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-06-08.
  25. „Премьера клипа «Нести херню»: Вася Обломов и Юрий Дудь сняли пародию на российское ТВ“. Дождь. 2017-05-18. ციტირების თარიღი: 2017-10-24.
  26. „Журналисты Forbes впервые включили Ю. Дудя в свой рейтинг“. Бизнес портал Москвы - новости бизнеса. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  27. „Татьяна Навка и Юрий Дудь вошли в рейтинг знаменитостей Forbes-2018“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-30. ციტირების თარიღი: 2018-07-30.
  28. „В день рождения Юрия Дудя: 7 поводов его любить“. PEOPLETALK (რუსული). 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2018-04-18.
  29. Лицо из ТВ 2016: Евгений Савин и Юрий Дудь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-09. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  30. GQ. Человек года 2017: Лицо с экрана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-25. ციტირების თარიღი: 2018-11-07.
  31. Лауреат — Страница 3 — Редколлегия