იმპერატორი იურიაკუ (იაპონ. 雄略天皇;) (დ. 418 — გ. 479) — იაპონიის 21-ე იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[3] იმპერატორი ქვეყანას 61 წელი მართავდა.

იმპერატორი იურიაკუ
雄略天皇
იაპონიის 21-ე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 456
მმართ. დასასრული: 479[1]
წინამორბედი: ანკო
მემკვიდრე: სეინეი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 418
გარდ. თარიღი: 479 (71 წლის)

იმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წლები უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]

კოძიკი და ნიჰონ შოკი წერდნენ, რომ იურიაკუს დაბადების სახელი პრინცი ოჰაცუსე ვაკატაკე. ოჰაცუსე იმპერატორ ინგიოს მეხუთე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო. მას შემდეგ, რაც მისი უმვროსი ძმა ანკო მოკლეს, ოჰაცუსემ შეძლო დაემარცხებინა თავისი ძმები და ტახტზე თავად ასულიყო. იურიაკუს სამი ცოლი ჰყავდა (კუსაჰაჰატასის ჩათვლით). მისი მემკვიდრე პრინცი სირაკა (იმპერატორი სეინეი) იყო, რომელიც მას კაძურაკი ნო კარაჰიმესთან შეეძინა.

მეუღლეები და შვილები რედაქტირება

1. იმპერატორის მეუღლე კუსაკა ნო ჰატაბიჰიმე ნო ჰიმემიკო, რომელიც სავარაუდოდ იმპერატორ ნინტოკუს და იმპერატორ რიტიუს შვილი იყო;

2. ქალბატონი კაცურაგი ნო კარაჰიმე, რომელიც კაცურაგი ნო ცუბურა ნო ოომის ქალიშვილი იყო. იურიაკუს მასთან 2 შვილი შეეძინა:

3. ქალბატონი კიბი ნო ვაკაჰიმე, რომელიც კიბი ნო კამიცუმიჩი ნო ომის ქალიშვილი იყო. იმპერატორს მასთან 2 ვაჟი შეეძინა:

  • პრინცი ივაკი
  • პრინცი ჰოსიკავა ნო ვაკამია

4. ქალბატონი ვანი ნო ვარავაკიმი, რომელიც იმპერატორ ნინკენის მეუღლის, პრინცესა კასუგა ნო ოირაცუმეს დედა იყო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
  2. Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
  3. Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
  4. Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
  5. Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.