იურგენ მეიერ-ჰერმანი

გერმანელი არქიტექტორი

იურგენ მეიერ-ჰერმანი (გერმ. Jürgen Mayer-Hermann; ასევე ცნობილია როგორც იურგენ მეიერი; დ. 30 ოქტომბერი 1965, შტუტგარტი) — გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი. ბერლინში არქიტექტურული ფირმა „J. MAYER H.“-ის ხელმძღვანელი[8].

იურგენ მეიერ-ჰერმანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1965(1965-10-30)[1] [2](58 წლის)
დაბ. ადგილი შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[1] ან შტუტგარტი[3] [4]
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1] [5] [6] , დიზაინერი[5] და ვიზუალური არტისტი[5]
მოქალაქეობა  გერმანია[7]
ალმა-მატერი კუპერ იუნიონი და პრინსტონის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლა
მნიშვნელოვანი პროექტები მეტროპოლ პარასოლი, მესტიის აეროპორტი და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
საიტი jmayerh.de
„Metropol Parasol-ი“ სევილიაში.

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

იგი სწავლობდა შტუტგარტის უნივერსიტეტში, კუპერ იუნიონში“ და პრინსტონის უნივერსიტეტში[9].

შემოქმედება რედაქტირება

მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულ და გამოფენილ იქნა მსოფლიოს მასშტაბით და ნიუ–იორკისა და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო კოლექციის ნაწილია.[10]

ჯილდოები რედაქტირება

იურგენ მეიერს 2003 წელს მიღებული აქვს მის–ვან–დერ–როი–ს ჯილდო დამწყები არქიტექტორებისთვის, პროექტ „Stadthaus Ostfildern“-ისთვის გერმანიაში და 2005 წელს მოიგო ჰოლსიმის ჯილდო „Metropol Parasol“-ისთვის სევილიაში, ესპანეთში[11]. 2011 წელს ის იყო ჰოლსიმის ჯილდოს რეგიონალური ჟიური[12].

საქართველო რედაქტირება

იურგენ მეიერის შემოქმედებას ეკუთვნის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დიზაინი (2011), ასევე მესტიის პოლიციის შენობის და იუსტიციის სახლის (2012), მესტიის აეროპორტის (2010), ავტომაგისტრალ ს1-ზე არსებული 2011-2012 წლებში დასრულებული მოსასვნებელი კომპლექსები და ამჟამად მშენებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის[13] და ახალქალაქის რკინიგზის სადგურის დიზაინები[14].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #123901448 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. The Fine Art Archive — 2003.
  3. Artists + Artworks
  4. Artists + Artworks
  5. 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. Museum of Modern Art online collection
  8. http://www.jmayerh.de/
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-19. ციტირების თარიღი: 2014-04-21.
  10. http://www.moma.org/collection/artist.php?artist_id=24627
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2014-04-21.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2014-04-21.
  13. ტელეკომპანია „რუსთავი 2“: გადაცემა „პოსტ სკრიპტუმი“
  14. რკინის აბრეშუმის გზა