იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია

იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია — დაცული ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში, ბერნისა და ვალეს კანტონებს შორის. ესაა ბერნის ალპების უკიდურესი აღმოსავლეთი მხარე, რომელიც მოიცავს იუნგფრაუს მწვერვალების ჩრდილოეთ ნაწილს და ეიგერის მთებს, ასევე უდიდეს მყინვარულ არეალს მთელს დასავლეთ ევრაზიაში, სადაც მდებარეობს ალეჩის მყინვარი. იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი ბუნებრივი ძეგლია ალპებიდან, რომელიც 2001 წელს იუნესკომ თავის სიაში შეიტანა.

იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, viii, ix
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°30′00″ ჩ. გ. 8°02′00″ ა. გ. / 46.50000° ჩ. გ. 8.03333° ა. გ. / 46.50000; 8.03333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2001  (25-ე სესია)
ნომერი 1037
გაფართოება 2007 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1179
ინგლ.რუს.ფრ.

ტერიტორიაზე გამავალი მთაგრეხილი ევროპის მთავარ წყალგამყოფს წარმოადგენს. მის ჩრდილოეთით იწყება რაინის აუზი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება, სამხრეთით კი მდინარე რონას აუზი, რომელიც ხმელთაშუა ზღვას ერწყმის. რეგიონის კლიმატზე გადამწყვეტ მნიშვნელობას ახდენს მაღალი მთები. ისინი აყალიბებენ ბარიერს ჩრდილოეთის ნესტიან, სუბ-ოკეანურ კლიმატსა და სამხრეთის მშრალ კლიმატს შორის. ჩრდილოეთ მხარეს ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 200 მმ-ია, სამხრეთით კი 1 000 მმ.

იუნგფრაუ-ალეჩის ტერიტორია თითქმის ხელშეუხებელია, თუ არ ჩავთვლით საფეხმავლო ბილიკებსა და ქოხებს. არეალის დაახლოებით ნახევარი ზღვის დონიდან 2 600 მეტრზე მაღლა მდებარეობს, სულ რამდენიმე ასეული მეტრით დაბლა მყიბნავრების აკუმულაციისა და ქანების დაშლის საზღვარს შორის. მყინვარებით დაფარული ტერიტორიის მთლიანი ფართობი 35 000 ჰა-ს შეადგენს და მოიცავს ალპების მუდმივი ყინულით დაფარულ უდიდეს არეალს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება