იუნგასი – ტყიანი ხეობა სამხრეთ ამერიკაში. გადაჭიმულია ანდების აღმოსავლეთ კალთების გასწვრივ, სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუდან ცენტრალურ ბოლივიამდე. წარმოადგენს გარდამავალ ზონას ანდების მაღლობებსა და აღმოსავლეთის ტყეებს შორის. მიმდებარე რეგიონების მსგავსად, იუნგასი ხასიათდება ნეოტროპიკული ეკოზონით. კლიმატი თბილია, მაგრამ წვიმიანი და ტენიანი.

იუნგასის გზა, ბოლივია

იუნგასის ტყეები ექსტრემალურად მრავალფეროვანია. მათი უმრავლესობა მარადმწვანეა. რელიეფი უკიდურესად უსწორმასწორო და ცვალებადია. წარმოდგენილია ხეობები, მთის მდინარეები, ნაკადულები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება