იტალიური სამზარეულო

იტალიური სამზარეულო აპენინის ნახევარკუნძულზე განვითარებული ინგრედიენტების, რეცეპტებისა და კულინარიული ტექნიკისგან შედგება. ის ანტიკური დროიდან იღებს სათავეს, მოგვიანებით კი იტალიური დიასპორის ტალღებით მთელს მსოფლიოს მოედო.[1]

რიზოტო

მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის შემდეგ, რადგან ამ დროიდან იტალიურ სამზარეულოს დაემატა ისეთი პროდუქტები როგორებიცაა: კარტოფილი, პომიდორი, წიწაკა, სიმინდი და შაქრის ჭარხალი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მე-18 საუკუნიდან გამოიყენება.[2] იტალიური სამზარეულო ცნობილია რეგიონული სახესხვაობებით, განსაკუთრებით ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.[3][4] ის გვთავაზობს გემოთა ისეთ სიუხვეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მთელს მსოფლიოში. მისითაა შთაგონებული რამდენიმე სამზარეულო მსოფლიოში, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკული სამზარეულო.

იტალიური სამზარეულო ძირითადად ხასიათდება მისი სიმარტივით. მასში შემავალი უამრავი კერძი მხოლოდ 2-4 ინგრედიენტისაგან შედგება. იტალიელი მზარეულები უფრო მეტად ინგრედიენტების ხარისხს ეყრდნობიან და არა საგულდაგულო მომზადების პრინციპს. კერძები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. უამრავი კერძი რომელიც ერთ დროს რეგიონულად ითვლებოდა, დღესდღეობით მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული.

სადილის სტრუქტურა რედაქტირება

ტრადიციული სადილი იტალიაში როგორც წესი 4 ან 5 კურსს ანუ ე.წ "თავ" საკვებს შეიცავს.[5] განსაკუთრებით უქმეებზე სადილი მიიჩნევა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გასატარებელ დროდ და არა როგორც საარსებო მოთხოვნილება. შესაბამისად სადილობა სხვა კულტურებთან შედარებით იტალიაში უფრო ხანგრძლივია. შობასა და ახალ წელს სუფრასთან მოლხენა შესაძლოა საათები გაგრძელდეს.

დღესდღეობით ასეთ ტრადიციულ სადილს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ქორწილებში თუ შეხვდებით. ყოველდღიური სადილი მხოლოდ პირველი ან მეორე კურსისგან (ზოგჯერ ორივე), გარნირისა და ყავისგან შედგება. პრიმო, ანუ პირველი კურსი, ძირითადად შემავსებელი კერძისგან შედგება, როგორიცაა რიზოტო და პასტა, რომელთაც გვერდს ხორცის, ბოსტნეულის ან ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული სოუსები უმშვენებს გვერდს. სეკონდო ანუ მეორე კურსი ხშირად სოსისებისგან, ხორცის ბურთულებისგან ან შინაური ფრინველის ხორცისგან შედგება. იტალიურ სამზარეულოში შეხვდებით ერთ კურსიან კერძებსაც, რომელსაც პიატო უნიკო ჰქვია და იტალიურად ერთადერთ კერძს/თეფშს ნიშნავს. ის ნახშირწყლებსა და ცილებს აერთიანებს. ბოსტნეულსა და ნახშირწყლებს სუფრაზე ცალკე თეფშით მოართმევენ, ხოლო ხორცისთვის ცალკე თეფში არსებობს. ეს ჩრდილოეთ ევროპული მორთმევის წესია.

სასმელები რედაქტირება

 
თანამედროვე ესპრესოს აპარატი

ყავა რედაქტირება

იტალიური ყავა, ასევე ცნობილი როგორც ესპრესო ყავის მარცვლების შერევით მიიღება. ესპრესოს მარცვლები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საშუალო დონეზე იხალება, სამხრეთისკენ კი უფრო ძლიერად და მუქად.

ცნობილი არასწორი შეხედულებაა, რომ ესპრესოს უფრო მეტი კოფეინი აქვს ვიდრე სხვა ყავებს. რეალურად სწორედ საპირისპიროდაა საქმე, ვინაიდან ხანგრძლივი ხალვის შედეგად მარცვლები მეტ კოფეინს კარგავს.

ესპრესოს პატარა ყავის ჭიქებით მიირთმევენ, სწორედ ისეთით როგორითაც თურქულ ყავას. ყავა მაკიატოს თავს რძე ან ქაფი უმშვენებს. რისტრეტო ნაკლებ წყალს შეიცავს და უფრო ძლიერია. კაპუჩინო ქაფიან რძეს შეიცავს, რომელიც ან მასშია გარეული ან ზემოდან აქვს მოსხმული. ის დილის სასმელად ითვლება და როგორც წესი კაპუჩინოს ჭამის შემდეგ არ მიირთმევენ. ყავა ლატე ესპრესოსა და რძის თანაბარი რაოდენობით მზადდება და როგორც წესი დიდი ფინჯნით მიირთმევენ. ლატე მაკიატო რძით სავსე ჭიქაა, რომელსაც ცოტაოდენი ყავა აქვს დამატებული.

სქოლიო რედაქტირება

  1. The History of Italian Cuisine I დაარქივებული 2020-09-01 საიტზე Wayback Machine. Life in Italy. 30 October 2019. Retrieved 16 April 2020.
  2. The Making of Italian Food...From the Beginning Epicurean.com Retrieved 24 April 2010.
  3. Italian cuisine Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. Retrieved 24 April 2010.
  4. Regional Italian Cuisine Rusticocooking.com. Retrieved 24 April 2010.
  5. Guide to the traditional Italian meal structure Cucina Toscana. 22 September 2015. Retrieved 15 May 2017.