იტალიის სამეფო არმია

იტალიის სამეფო არმია (იტალ. Regio Esercito) — იტალიის სამეფოს სახმელეთო ჯარები, რომელიც დაარსდა სახელმწიფოს შექმნის გამოცხადებით. მეცხრამეტე საუკუნეში იტალიურმა სამეფოებმა, ქალაქ-სახელმწიფოებმა და საგრაფოებმა დაიწყო გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ. 1861 წელს შეიქმნა ორი სიცილიის არმია, რომელსაც ევალებოდა სამეფოს რეპრესიული ძალებისგან დაცვა სამხრეთ იტალიაში. ამ არმიამ იბრძოლა კრიმინალებისა და სხვა ჯარების წინააღმდეგ იტალიის გაერთიანების დროს. იტალიაში მონარქიის დასრულების შემდეგ, 1946 წელს, არმიამ სახელი შეიცვალა და მას ეწოდა იტალიური არმია სიტყვა „სამეფოს“ გარეშე (იტალ. Esercito Italiano). იტალიის სახმელეთო ძალები დღემდე ამ სახელს ატარებს.

იტალიის სამეფო არმია
Regio Esercito Italiano
იტალიის სამეფო არმიის დროშა
იტალიის სამეფო არმიის დროშა
აქტიური 1861–1946
ქვეყანა იტალიის სამეფო
ერთგულება იტალიის მეფე
ტიპი სახმელეთო არმია
რაოდენობა 5,000,000 (1915)
1,600,000 (1939)
3,500,000 (1943)
ნაწილი იტალიის შეიარაღებული ძალები
ფერები მწვანე, თეთრი და წითელი
მეთაურები
ცერემონიული მეთაური იმპერიის პირველი მარშალი
ცნობილი მეთაურები ვიტორიო ემანუელე II
პიეტრო ბადოლიო
ლუიჯი კადორნა
არმანდო დიასი
ალფრედო გუცონი

იტალიის სამეფო არმიის შემადგენლობაში შედიოდა ელიტური სამთო დანაყოფი „ალპინი“, რომელიც იტალიის შეიარაღებულ ძალებში დღესაც არსებობს და ის ითვლება მსოფლიოში უძველეს აქტიურ სამთო ქვეითების ქვედანაყოფად. მათი თავდაპირველი ამოცანა იყო იტალიის ჩრდილოეთ საზღვრის დაცვა ალპებში, რომელიც ესაზღვრება საფრანგეთსა და ავსტრიას. ალპინის საბრძოლო ნათლობა მოხდა პირველ მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთის კაიზერიაგერისა და ალპების გერმანული სამთო კორპუსის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომში ალპინიმ იბრძოლა ღერძის ქვეყნების მხარდამხარ აღმოსავლეთის ფრონტსა და ბალკანეთის კამპანიებში.[1]

ბრძოლები რედაქტირება

მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისთვის რედაქტირება

იტალიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ავსტრიის წინააღმდეგ 1866 წელს, რომელშიც იტალიურმა არმიამ გაიმარჯვა.

მაჰდისტების აჯანყება რედაქტირება

1881-1898 წლებში მიმდინარე აჯანყების ბოლოს იტალიური სამეფო არმია გამარჯვებულთა მხარეს იყო.

იტალია-ეთიოპიის პირველი ომი რედაქტირება

1895-1896 წლებში მიმდინარე ომი ეთიოპიის დასაპყრობად იტალიის სამეფო არმიისთვის მარცხით დასრულდა.

იტალია-თურქეთის ომი რედაქტირება

1911 წლის 3 ოქტომბერს იტალია შეიჭრა ლიბიაში, ეს კამპანია იტალია-თურქეთის ომის ნაწილი იყო. იტალიურმა სამეფო არმიამ თურქეთის არმია დაამარცხა და კონტროლი დაამყარა ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ლიბიაზე.

პირველი მსოფლიო ომი რედაქტირება

 
იტალიური არდიტის წევრები, 1918 წელი. არდიტის ქვედანაყოფი იტალიის სამეფო არმიის ელიტურ კომანდოსთა შენაერთი იყო პირველ მსოფლიო ომში.

იტალიის სამეფო არმიამ თანამედროვე პერიოდის პირველი საბრძოლო გამოცდილება პირველ მსოფლიო ომში მიიღო 1915–1918 წლებში. ბრძოლები ძირითადად იტალიის ჩრდილოეთში, ალპებში, იმართებოდა და შედეგად იტალიური არმიის დანაკარგები სერიოზული იყო 600,000 დაღუპული ჯარისკაცის სახით.

ომთაშორისი პერიოდი რედაქტირება

ომთაშორის პერიოდში იტალიის სამეფო არმიამ მონაწილეობა მიიღო ლიბიის საბოლოო დამორჩილებაში, ეთიოპიაში შეჭრაში, ესპანეთის სამოქალაქო ომსა და ალბანეთში შეჭრაში.

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

 
იტალიელი ჯარისკაცის უნიფორმა და აღჭურვილობა მეორე მსოფლიო ომში
 
იტალიელი ბერსალიერები უკრაინაში, 1941 წელი

იტალიის სამეფო არმია მეორე მსოფლიო ომის დროს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახმელეთო ძალა იყო, რომლის დროსაც მან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მედესანტეები საბრძოლო მოქმედებებში. დივიზიათა მცირე ზომის გამო მრავალი იტალიური დივიზია გაძლიერებული იყო ფაშისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის, შავხალათიანების, ორ-ორი ბატალიონით.

იტალიურმა არმია მეორე მსოფლიო ომში მთლიანობაში ვერ გამოიყურებოდა, როგორც მაღალი საბრძოლო უნარის მქონე სამხედრო ფორმირება, განსაკუთრებით გერმანული ვერმახტის ფონზე. იტალიელებმა საკმაოდ წარუმატებელი ომი აწარმოეს საბერძნეთთან და რომ არა გერმანიის ჩარევა, ბერძნული არმია იტალიელებს საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა. მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა ჩრდილოეთ აფრიკაში, აქაც იტალიელები გერმანიის დასახმარებელი შეიქმნენ, რასაც მოყვა კიდეც გერმანული აფრიკის კორპუსის დაარსება და აფრიკაში ჰიტლერის მიერ ერვინ რომელის გაგზავნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ერვინ რომელის სარდლობის ქვეშ იტალიელი ჯარისკაცები საკმაოდ კარგად იბრძოდნენ. ეს კი მიანიშნებს კონკრეტულად არა იტალიელი ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობაზე, არამედ იტალიური სამეფო არმიის სარდლობის არაკომპეტენტურობაზე, მცდარ საბრძოლო ტაქტიკასა და დოქტრინაზე.

1943 წელს იტალია მოკავშირეებს დანებდა და გაიყო ორ სახელმწიფოდ, იტალიის სოციალურ რესპუბლიკად, რომელიც კვლავ გერმანიის მხარდამხარ იბრძოდა და იტალიის სამეფოდ, რომელიც მოკავშირეთა მხარეს გადავიდა და ჩრდილოეთ იტალიაში ახლადშექმნილი სახელმწიფოსა და გერმანიის წინააღმდეგ მოკავშირეების მხარეს იბრძოდა.

საბოლოოდ, იტალიის სამეფო 1946 წელს რესპუბლიკა გახდა და მისმა ჯარმაც სახელი შეიცვალა და ეწოდა იტალიური არმია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Regio Esercito: The Italian Royal Army in Mussolini's Wars, 1935–1943, Patrick Cloutier, გვ. 211.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. An Alpino in the Royal Italian Army". Library Trust Fund. 6 February 2018.