ისლანდიის ისტორია

გეოლოგიური თვალსაზრისით, ისლანდია ახალგაზრდა კუნძულია. კუნძულმა ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ შუა-ატლანიკის ქედიდან, მთელი რიგი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ.

ისლანდიის ისტორია
საგა
საგა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
უძველესი ისტორია
ისლანდიის აღმოჩენა
კუნძულზე დასახლება
ძველი და ახალი ისტორიები
ისლანდია ნორვეგიის მეფის მმართველობის ქვეშ.
კალმარის უნია
ისლანდია დანიის უნია
უახლესი ისტორია
ისლანდიის რესპუბლიკა
  •  •  

ადრეული ისტორია რედაქტირება

ისლანდია დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უკანასკნელი კუნძული, რომელზეც ადამიანი არ ცხოვრობდა(დანარჩენები ახალი ზელანდია და მადაგასკარი). ასევე ვარაუდობენ, რომ მიწა, რომელსაც ბერძენი ვაჭარი პითეა(ძვ. წ მე -4 საუკუნე) უწოდებდა თულეს იყო ფაქტობრივად ისლანდია, თუმცა, როგორც ჩანს, ძალზედ ნაკლებად სავარაუდოა პითეას მიერ კუნძულის აღწერის გათვალისწინებით, რადგან ის მას აღწერს, როგორც სოფლის მეურნეობის ქვეყანას დიდი რაოდენობით თაფლით, ხილით (შესაძლოა ეს ყოფილიყო ფარერის ან დასავლეთ კუნძულები.

 
ისლანდია

ზუსტი თარიღი, როდესაც ადამიანებმა პირველად მიაღწია კუნძულს გაურკვეველია. ისლანდიაში აღმოჩენილია უძველესი რომაული მონეტები, რომლებიც მე -3 საუკუნით თარიღდება, მაგრამ უცნობია, მონეტები შემოტანილი იყო იქ იმ დროს, თუ მოვიდა, მოგვიანებით ვიკინგთა დასახლებების დროს, რომელსაც ბრუნვაში იყენებდნენ, როგორც ვალუტას საუკუნეების განმავლობაში.

კუნძულზე დასახლება რედაქტირება

მოგზაურები რედაქტირება

 
ინგოლფრ არნარსონი

Landnámabók(დასახლების წიგნი) მიხედვით, ისლანდია აღმოაჩინა ვიკინგმა Naddoddr-მა, ერთ-ერთმა პირველმა მოსახლემ ფარერის კუნძულებზე, რომელიც მიცურავდა ნორვეგიიდან ფარერის კუნძულებზე, მაგრამ გზა აებნა და მიადგა ისლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროს. Naddoddr დქვეყანას უწოდა Snæland (თოვლიანი მიწა). შვედი მეზღვაური გარდარ სვავარსსონი ასევე შემთხვევით მიადგა ისლანდიის სანაპიროებს. მან აღმოაჩინა, რომ ქვეყანა იყო კუნძული და სახელად უწოდა Garðarshólmi (სიტყვასიტყვით გარდარის პატარა კუნძული) და ზამთარს ჰიუსავიკში დარჩა.

პირველი სკანდინავიელი ვინც შეგნებულად იმოგზაურა Garðarshólmi-ში იყო ფლოუკი ვილგერდარსონი. ფლოუკიმ გამოიზამთრა კუნძულზე. ეს იყო ცივი ზამთარი, და როდესაც მან ნახა ზოგიერთი მოდრეიფე ყინული ფიორდებში მისცა კუნძულს მისი ამჟამინდელი სახელწოდება, კუნძული (ისლანდია).

პირველი მაცხოვრებლები რედაქტირება

 
ვიკინგების სახლი

პირველი მუდმივი მაცხოვრებლები ისლანდიაში ჩვეულებრივ ითვლება, რომ იყო ნორვეგიელი წარჩინებული სახელად იგოლვ არნანსონი .ლეგენდის თანახმად, მან გემიდან ზღვაში გადააგდო ორი მოჩუქურთმებული სვეტი, როდესაც ის მიუახლოვდა ხმელეთს, აღთქმა დადო, რომ დასახლდებოდა სადაც ისინი გამოირიყებოდნენ. შემდეგ მან იცურა სანაპიროს გასწვრივ, სანამ სვეტ არ იქნა ნაპოვნი კუნძულის სამხრეთ დასავლეთით, ახლა ცნობილი როგორც რეიკიანესი. იქ დასახლდა ოჯახთან ერთად დაახლოებით 874 წელს, იმ ადგილს, რომელზეც ის დაასახელდა მან რეიკიავიკი(კვამლიანი უბე) უწოდა მიწიდან ამომავალი გეოთერმული ორთქლის გამო. ეს ადგილი საბოლოოდ გახდა დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი თანამედროვე ისლანდიის. ეს არის აღიარებული, თუმცა არნარსონი შეიძლება არ იყო პირველი მუდმივი მოსახლე ისლანდიაში -ის შეიძლება ყოფილიყო ნათთფარი, ერთ-ერთი გარდარ სვავარსსონის მამაკაცებიდან, რომელიც დარჩა კუნძულზე, როდესაც გერდარი დაბრუნდა სკანდინავიაში.

უმრავლესობა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა აღწერილია Landnámabók-ში(დასახლების წიგნი), რომელიც დასახლებიდან სამი საუკუნის შემდეგაა დაწერილი. არქეოლოგიური აღმოჩენები რეიკიავიკში ადასტურებს, რომ რეიკიავიკი დასახლებული იყო დაახლოებით 870 წელს.

იგოლვ არნანსონი მოჰყვა სხვა მრავალი ნორვეგიელი წარჩინებული, მათ ოჯახები და მონები რომლებიც დასახლდნენ კუნძულზე უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ეს ადამიანები ძირითადად, ნორვეგიული, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის იყვნენ. ზოგიერთი ირლანდიელები და შოტლანდიელები ნორვეგიელი მმართველების მონები და მოსამსახურეები იყვნენ ისლანდიური საგების, Landnámabók(დასახლების წიგნი) და სხვა დოკუმენტების მიხედვით. ნორვეგიიდან ხალხის გამოქცევის და ისლანდიაში დასახლების მიზეზი იყო ჰარალდ I-ს სასტიკი მმართველობა ნორვეგიაში.

თანამეგობრობა რედაქტირება

 
ალთინგი

შუასაუკუნეების ისლანდიურ სახელმწიფოს ჰქონდა არაჩვეულებრივი სტრუქტურა. 930 წელს პირველად იქნა ალთინგი მოწვეული. პარლამენტი იკრიბებოდა ყოველ ზაფხულს თინგველირის ეროვნული პარკში, ალთინგი არა მხოლოდ კანონების მიღების ადგილი, არამედ დავების გადაწყვეტის ორგანოც იყო. კანონებით ე.წ. ლოგრეტა (ისლ. Lögrétta) იყო დაკავებული, რომელიც მეტწილად მსახურებისგან შედგებოდა (ისლ. goðar). ალთინგი უძველესი პარლამენტია მსოფლიოში. იქ არ იყო მეფე ან ნებისმიერი სხვა ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოები. ძალაუფლება ისლანდიაში განაწილებული იყო ფაქტობრივად კლანებსა და ალიანსებს შორის. იგოლვ არნანსონი შთამომავლები აკურთხებდნენ ალთინგს, როდესაც ის შეიკრიბებოდა.

ისლანდიის ისტორია ცნობილია, ჩვენამდე მოღწეული დიდი რაოდენობით საგების მეშვეობით. ნორმალური ისლანდიური საგა - აღწერს ერთი პირის (ან მთელი ოჯახის) ცხოვრებას მრავალი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი მოვლენების დეტალური აღწერით. ისლანდიის მოსახლეობის იყო მცირე და შესაბამისად მისი ისტორიაც.

 
წარმართული კერპი

გაქრისტიანება რედაქტირება

ისლანდიის მოსახლეები იყვნენ წარმართები და თაყვანს სცემდნენ ნორვეგიელების ღმერთებს.ათასწლეულის დასასრულს მრავალმა გამოჩენილმა ისლანდიელმა მიიღო ახალი რწმენა.1000 წელს ალთინგის გადაწყვეტილებით საყოველთაო რელიგია გახდა ქრისტიანობა, მაგრამ წარმართებს უფლება ჰქონდათ ფარულად ღვთისმსახურება აღევლინათ. პირველი ისლანდიის ეპისკოპოსი ისლეიფრ გიზურარსონი კურთხეული იყო ეპისკოპოს ადალბერტ ბრემენელის მიერ 1056 წელს.

სამოქალაქო ომი და თანამეგობრობის დასასრული რედაქტირება

სთურლუნგების ერა(ისლ. Sturlungaöld) ეწოდება XIII საუკუნეში 40-42 წლის განმავლობაში შიდა ბრძოლას ისლანდიაში. ეს პერიოდი ითვლება ყველაზე სისხლიან და სასტიკ ისტორიად ამ ქვეყანაში. გამომდინარე ამ მოვლენებიდან შეიქმნა საგა "სთურლუნგების საგა". XIII საუკუნის დასაწყისში ისლანდიაში დაიწყო მნიშვნელოვანი შიდა კონფლიქტი. ამით ისარგებლა ნორვეგიის მეფემ და დაიწყო ზეწოლა მის ისლანდიელ ვასალებზე, რათა მათ ქვეყანა მისი მმართველობის ქვეშ მოექციათ. ამ პერიოდში, კონფლიქტი მიმდინარეობდა ძლიერი კლანებს შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა გოდარი(ისლ. Goðar). ეპოქის სახელი მოდის იმ დროისთვის ძლიერი კლანის- სთურლუნგების სახელიდან. ეს ეპოქა დასრულდა იმით, რომ ისლანდიის თავისუფალმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა და ისლანდიის გახდა ნორვეგიის დამოკიდებულების ქვეშ. ისტორიკოსების უმრავლესობა ეპოქის დასაწყისად მიიჩნევს 1220 წ, მაგრამ ზოგიერთი ასახელებს უფრო ადრეულ თარიღებს. ქვეყანაში ხელისუფლების კონცენტრირებული რამდენიმე კლანების ხელში. ესენია:

  • ჰაუკდაილიები (ისლ. Haukdælir)
  • ოდდავერიები (ისლ. Oddaverjar)
  • ასბირნინგიები (ისლ. Ásbirningar)
  • ვათნსფირდინგიები (ისლ. Vatnsfirðingar)
  • სვინფელინგიები (ისლ. Svínfellingar)
  • სთურლუნგიები (ისლ. Sturlungar)

ისლანდია ნორვეგიის და დანიის მეფეების მმართველობის ქვეშ (1262-1944) რედაქტირება

ძველი შეთანხმება რედაქტირება

1262 წელს ისლანდია იძულებული იყო ხელი მოეწერა ე.წ. "ძველი შეთანხმება"-ზე ნორვეგიასთან, სადაც ის აღიარებს ნორვეგიის მეფეებიის უზენაეს ხელისუფლებას , თავის მხრივ ნორვეგიამ პირობა დადო, რომ ყოველწლიურად გააგზავნიდა ისლანდიაში ტყით, მარცვლეულით და სხვა საქონელით დატვირთულ რამდენიმე გემს.

კალმარის უნია რედაქტირება

ისლანდია ნორვეგიის მმართველობის ქვეშ დარჩა 1380 წლამდე, ოლაფ IV სიკვდილის შემდეგ გაწყდა ნორვეგიის სამეფოს მამრობითი ხაზი. ნორვეგია (და, ამრიგად, ისლანდია) გახდა კალმარის უნიის წევრი შვედეთთან და დანიასთან ერთად. ნორვეგიისგან განსხვავებით, დანიის არ სჭირდებოდა ისლანდიის თევზი და მატყლი. ამან შექმნა დრამატული სავაჭრო დეფიციტი ისლანდიაში და შედეგად არც ერთი ახალი ხომალდები არ აგებულა ვაჭრობისათვის. კალმარის უნია დაიშალა 1523 წელს. 1660 წელს ფრედერიკ III-ს დროს ნორვეგია-დანიის აბსოლუტური მონარქიის შემოღებისას ისლანდიას უარი ეთქვა სამეფო ტახტის ავტონომიაზე. დანია არ უზრუნველყოფდა ისლანდიის სრულ დაცვას, რომელიც დარბეული იქნა 1627 წელს ოსმალეთის მეკობრეების მიერ, რომლებმაც გაიტაცეს თითქმის 300 ისლანდიელი მონად.

გარდაქმნა რედაქტირება

 
ქრისტიან III

მე -16 საუკუნეში, ქრისტიან III-მ დანიის მეფემ დაიწყო ლუთერანიზმი თავზე მოხვევა თავისი ქვეშრმდომებისთვის. იოუნ არასონი კათოლიკე ეპისკოპოსი დაუპირისპირდა ქრისტიან III-ს.იოუნ არასონმა მოაწყო ბრძოლა გარდაქმნის წინააღმდეგ, მაგრამ 1550 წელს ის ტყვედ ჩავარდა, იოუნ არასონს და მისი ორ ვაჟიშვილს შემდგომში თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ ისლანდიელები გახდნენ ლუთერანები.

1602 წელს დანიის მთავრობის ბრძანებით ისლანდიას აკრძალა სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის გარდა დანიისა. დანიის მონოპოლია ვაჭრობაზე ძალაში რჩებოდა დარჩა 1854 წლამდე.

მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის რედაქტირება

მე -18 საუკუნეში ისლანდიის კლიმატურმა პირობებმა მიღწია დასახლებამდე არსებულ რეკორდულად დაბალ ნიშნულს. 1783 წლის დასაწყისი ვულკანი ლაკი ამოიფრქვა, წყალდიდობამ, ფერფლმა და კვამლმა 9,000 ადამიანი და 80 პროცენტი პირუტყვის გაანადგურა. გამომდინარე აქედან შიმშილით ისლანდიის მოსახლეობის მეოთხედი გარდაიცვალა. ეს პერიოდი ცნობილია ცნობილია, როგორც ბურუსიანი გაჭირვება.

როდესაც დანიისა და ნორვეგიის სამეფო გაყოფილი იქნა კიელის ხელშეკრულებით 1814 წელს ნაპოლეონის ომების შემდეგ, ისლანდია რჩება დანიის დამოკიდებულების ქვეშ.

მე -19 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში კლიმატი უფრო უარესდებოდა, რამაც მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია ახალი მსოფლიოში, ძირითადად მანიტობაში კანადაში. თუმცა ეროვნული ცნობიერების აღორძინება დაიწყო ისლანდიაში, შთაგონებული რომანტიკული ნაციონალისტური იდეებით კონტინენტური ევროპიდან. 1830 წელს კოპენჰაგენში ისლანდიელ სტუდენტებს შორის გაჩნდა ისლანდიური ნაციონალიზმის იდეა, რომელსაც სუათავეში ჩაუდგა ფილოლოგი იოუნ სიგურდსონი.

1843 წელს დაარსდა ახალი ალთინგი, როგორც სათათბირო ასამბლეა, ხოლო ძველი ალთინგი საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა, როგორც სასამართლო ორგანო და გაუქმდა 1800 წელს.

1851 წელს მოწვეული საგანგებო ყრილობა რადიკალური მოთხოვნების გამო იქნა დათხოვნილი, მაგრამ 1855 წელს გაუქმდა დანიის მონოპოლია ვაჭრობაზე ისლანდიაში და შემოღებულ იქნა კანონი პრესის თავისუფლების შესახებ. 1874 წელს როდესაც ისლანდიაში დასახლების ათასწლეულს აღნიშნავდნენ , დანიის მეფე ქრისტიან IX პირველად ისტორიაში ეწვია კუნძულს და გამოაცხადა შემდგომი რეფორმები. მან მისცა ისლანდიას საკუთარი კონსტიტუციის ქონის ნება, რომლის მიხედვითაც ალთინგი გახდა ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო. მის შემადგენლობაში ქვეყნის გადასახადის გადამხდელები ირჩევდნენ 30 დეპუტატს. მეფე ასევე ნიშნავდა 6 წევრს. აღმასრულებელი ხელისუფლება დარჩა ისევ დანიის მთავრობის მიერ დანიშნული გამგებელის ხელში, რომელიც ექვემდებარებოდა დანიის იუსტიციის სამინისტროს. ისლანდიას ასევე დაუნიშნეს, რომელიც იყო დანიელი, ცხოვრობდა მუდმივად კოპენჰაგენში და პასუხისმგებელი იყო მხოლოდ დანიის პარლამენტი წინაშე.

1885 წელს დაარსდა ისლანდიის ბანკი.

დამოუკიდებლობა რედაქტირება

 
სვეინ ბიერნსონი,ისლანდიის პირველი პრეზიდენტი
 
იოჰანა სიგურდარდოტირი

ას წელზე მეტი დამოუკიდებლობისათვის მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად 1918 1 დეკემბერს ისლანდია გამოაცხადებული იქნა დამოუკიდებელ სამეფოდ და შევიდა დანიასთან პერსონალურ უნიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წლის 9 აპრილს გერმანელებმა მოახდინეს დანიის ოკუპაცია, რამაც გაწყვიტა კავშირი დანიასა და ისლანდიას შორის. ერთი თვის შემდეგ ბრიტანეთის სამეფო ფლოტის სამხედროები შევიდნენ რეიკიავიკის წყლებში, დაარღვიეს ისლანდიის ნეიტრალიტეტი. მოკავშირეთა მიერ ისლანდიის ოკუპაცია გრძელდებოდა ომის განმავლობაში. 1941 წელს პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე აიღო ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ.

ისლანდიის რესპუბლიკა რედაქტირება

1944 წლის 17 ივნისს ისლანდიამ მიიღო სრულ დამოუკიდებლობა და გახდა რესპუბლიკა. ამის შემდეგ 17 ივნისი (რესპუბლიკის დღე) არის ეროვნული დღესასწაული ისლანდიაში.

1949 წლის 9 მრტს ისლანდია გახდა ნატოს წევრი. ომისშემდგომი პერიოდს თან ახლდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რასაც ხელი შეუწყო მარშალის გეგმამ, თევზჭერის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციამ და კეინსისმიერის მთავრობის მიერ ეკონომიკის მართვამ.

1970 წელს მოხდა ე.წ. "ვირთევზას ომი" - დიპლომატიური დავა ბრიტანეთთან ისლანდიის სათევზაო სივრცეების გაფართოებასთან დაკავშირებით. მთავარი მოვლენა ისლანდიის ეკონომიკაში გახდა ქვეყნის შესვლა ევროპის ეკონომიკურ ზონაში 1994 წელს.

2008 წლის ოქტომბერში ისლანდიის საბანკო სისტემის კრახმა თითქმის გამოიწვია ქვეყნის გაკოტრების. ისლანდიამ იგრძნო გლობალური ფინანსური კრიზისი უფრო, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ. ინფლაციის და უმუშევრობის ზრდამ, მშპ-სა და ისლანდიური კრონის გაცვლითი კურსის დაცემამ ისლანდია ჩააგდო ეკონომიკურად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. სოციოლოგები ქვეყნიდან ემიგრირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ. 2010 წელს, დააკანონეს ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • იოუნ ხიაულმარსსონი, ისლანდიის ისტორია