ისლამ ქარიმოვი

უზბეკეთის პრეზიდენტი (1990-2016)

ისლამ აბდუგანიევიჩ ქარიმოვი (უზბეკ. Ислом Абдуғаниевич Каримов; რუს. Ислам Абдуганиевич Каримов; დ. 30 იანვარი, 1938 — გ. 2 სექტემბერი, 2016[2]) — უზბეკეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან თავის გარდაცვალებამდე, 2016 წლის 2 სექტემბრამდე.

ისლამ ქარიმოვი
Ислом Каримов
ისლამ ქარიმოვი Ислом Каримов
უზბეკეთის I პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1991 – 2 სექტემბერი, 2016
ვიცე-პრეზიდენტი  აბდულჰაშიმ მუტალოვი
წინამორბედისაპრეზიდენტო პოსტის შემოღება
მემკვიდრენიგმატილა იულდაშევი

დაბადებული30 იანვარი, 1938
სამარყანდი, უზბეკეთის სსრ.
გარდაცვლილი2 სექტემბერი, 2016 (78 წლის)[1]
პოლიტიკური პარტიაუზბეკეთის კომუნისტური პარტია (1964–1991)
უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია (1991–2007)
უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (2007–2016)
მეუღლეტატიანა ქარიმოვა
შვილებიგულნარა
ლოლა
რელიგიაისლამი

ქარიმოვი გაიზარდა სამარყანდის ობოლთა თავშესაფარში. 1989 წელს ის უზბეკეთში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გახდა. 1990 წლის 24 მარტს გახდა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1991 წლის 31 აგვისტოს მან გამოაცხადა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და 29 დეკემბერს 86%–ით მოიგო უზბეკეთის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. კარიმოვის ხელისუფლება გამოირჩეოდა ავტორიტარიზმით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას.[3]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bohr, Annette (1998). Uzbekistan: Politics and Foreign Policy. London: Royal Institute of International Affairs. ISBN 1-86203-081-2. 
  • Schatz, Edward (2006). „Access by Accident: Legitimacy Claims and Democracy Promotion in Authoritarian Central Asia“. International Political Science Review. 27 (3): 263–284. doi:10.1177/0192512106064463. JSTOR 20445055.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება