ისიდორა სეკულიჩი (სერბ. Исидора Секулић, დ. 16 თებერვალი, 1877 – გ. 5 აპრილი 1958) — სერბი პროზაიკოსი, მწერალი, ესეისტი, პოლიგლოტი და ხელოვნებათმცოდნე. სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის პირველი ქალი აკადემიკოსი (1950). XX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ყველაზე ცნობილი სერბი მწერალი.

ისიდორა სეკულიჩი
სერბ. Isidora Sekulić
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1877(1877-02-16)[1]
დაბადების ადგილი Mošorin[2]
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 1958(1958-04-05)[3] [1] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების კრიტიკოსი
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
იუგოსლავიის სამეფო
 იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა

სეკულიჩი დაიბადა სოსორინში, ბაჩკა, რომელიც დღესდღეობით არის სერბეთის პროვინცია ვოივოდინა. გარდა ლიტერატურის შესწავლისა სეკულიჩი ასევე კარგად იყო გათვიცნობიერებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიაში. 1892 წელს მან დაამთავრა პედაგოგიური სკოლა ბუდაპეშტში და 1922 წელს გერმანიაში მიიღო დოქტორის ხარისხი. მისი მოგზაურობები მოიცავდა ხანგრძლივ დარჩენას ინგლისში, საფრანგეთსა და ნორვეგიაში. მისმა მოგზაურობამ ოსლოდან ბერგენის გავლით ფინმარკში მიიყვანა იქამდე, რომ 1914 წელს ნორვეგიაში გაჩნდა წინასიტყვაობა Pisma iz Norveške / წერილები ნორვეგიიდან. მისი მოკლე ამბების კოლექცია, საპუტნიცი, არის არაჩვეეულებრივად დაწვრილმანებული, სადაც მისი გამჭრიახული თვითანალიზის საოცარი უნარი და მამაცური სტილისტური ექსპერიმენტები გამოამჟღავნა. ისიდორა ასევე საუბრობდა როგორც კლასიკურ, ასევე ცხრა თანამედროვე ენებზე. სეკულიჩის ლირიკული, მედიტაციური, თვითდაკვირვების მწარმოებელი და ანალიტიკური ნაშრომები ჩნდება სერბიული პროზაული მწერლობის განთიადზე. ისიდორა შეშფოთებული იყო ადამიანების მდგომარეობით, მათი სრულიად თანამედროვე მგრძნობელობით. თავის მთავარ რომანში, პატარა ქალაქის სასაფლაოს ქრონიკა (Кроника паланачког гробља), ის წერდა ოპოზიციურად ჩვეულებრივი ქრონოლოგიური მოვლენების განვითარების შესახებ. წიგნის თითოეული ნაწილი იწყება სასაფლაოზე, საბოლოოდ კი ბრუნდება რეალურ ცხოვრებაში, მთელი თავისი სიამოვნებებით, სიხარულითა და ტრაგედიებით. პერსონაჟები, როგორიცაა მაგალითად გოსპა ნოლა არის პირველი ძლიერი ქალი პერსონაჟი სერბულ ლიტერატურაში, რომელიც დახატულია დეტალებში თავის გამბედაობით, სიამაყითა და სიმტკიცით.

ისოდორა სეკულიჩმა დაწერა კრიტიკული ნაშრომები მუსიკის, თეატრის, ხელოვნების, არქიტექტურის, ლიტერატურისა და ფსიქოლოგიის სფეროებში. მან დაწერა მსხვილი ნარკვევები იუგოსლავიური, რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ნორვეგიული და სხვა სიტერატურის შესახებ.

რჩეული ნაწარმოებები რედაქტირება

 
ისიდორა სეკულიჩის მონუმენტი პედაგოგიური აკადემიის წინ
  • საპუტნიცი (1913)
  • წერილები ნორვეგიიდან (1914)
  • წარსულიდან (1919)
  • Ђакон Богородичине цркве (1919)
  • Кроника паланачког гробља (1940)
  • ჩანაწერები (1941)
  • ანალიტიკური ტრენუცი და განხილვა, თ.1-3 (1941)
  • ჩანაწერები ჩემს ხალხზე (1948)
  • Његошу књига ოაკ ოდანი (1951)
  • საუბარი და ენა, ადამიანების განხილვის კულტურა

წიგნები რედაქტირება

  • ისიდორა სეკულიჩი, Književni pogledi Isidore Sekulić (ისიდორა სეკულიჩის ლიტერატურული შეხედულებები) ბელგრადი, პროსვეტა, 1986.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jugoslovenski Književni Leksikon (Encyclopedia of Yugoslav Literature), Matica Srpska, Novi Sad, 1984.
  • Jovan Skerlić, Istorija Nove Srpske Književnosti (Belgrade, 1921) page 476.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. https://www.biografija.org/knjizevnost/isidora-sekulic/
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.