ისაო ტაკაჰატა (高畑 勲 Takahata Isao) (დ. 29 ოქტომბერი, 1935 — გ. 5 აპრილი, 2018, პრეფექტურა ტოკიო) — იაპონური ანიმაციური ფილმების - ანიმეს ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორი.

ტაკაჰატა ისაო

დაიბადა უძიამადეში (ამჟამად ისე), მიეს პრეფექტურა, იაპონია, დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა ჰაიაო მიაძაკისთან, რომელთან ერთადაც დააფუძნა „Studio Ghibli“. მსოფლიოში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ოთხი ანიმაციური ფილმი შექმნილი ამავე სტუდიაში: სამხედრო დრამა "ციცინათელების საფლავი", რომანტიკული დრამა "მხოლოდ გუშინ", კომედია "ჩემი მეზობლები იამადები" და სათავგადასავლო "პომ-პოკო". მათ შორის "ციცინათელების საფლავი" საყოველთაოდ მოიაზრება როგორც დღემდე შექმნილი საუკეთესო ანიმაციური ფილმი.

1959 წელს ტოკიოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ტაკაჰატა მუშაობას იწყებს ახლად ჩამოყალიბებულ ანიმაციურ კომპანიაში ტოეი დოგა (ტოეი ანიმაცია), სადაც მოკლე ხანში მიაძაკის ხვდება. აქვე იღებს მის პირველ ფილმს "მზის პრინცი". ფილმის ფინანსური კრახის გამო კომპანიაში მიღებული კრიტიკით ტაკაჰატა და მიაძაკი ტოვებენ სტუდიას და ერთად იწყებენ მუშაობას.

სხვა ანიმეს რეჟისორთაგან განსხვავებით ტაკაჰატა არასდროს ხატავს და ანიმატორად არასდროს უმუშავია რეჟისორად გახდომამდე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Odell, Colin, and Michelle Le Blanc. Studio Ghibli: The Films of Hayao Miyazaki and Isao Takahata. Harpenden, Hertfordshire, England: Kamera, 2009. ISBN 9781842432792.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება