ირვინგ ლენგმიური (ინგლ. Irving Langmuir; დ. 31 იანვარი, 1881, ბრუკლინი — გ. 16 აგვისტო, 1957, ფალმუტი) — ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში.

ირვინგ ლენგმიური
დაბ. თარიღი 31 იანვარი, 1881(1881-01-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ბრუკლინი[8]
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1957(1957-08-16)[8] [1] [2] [3] [4] [5] [9] [7] (76 წლის)
გარდ. ადგილი ვუდს-ჰოლი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, სამეცნიერო მუშაკი და მეტეოროლოგი
მუშაობის ადგილი General Electric
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, კოლუმბიის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა და Springside Chestnut Hill Academy
ჯილდოები ფარადეის ლექციის პრიზი, ნობელის პრემია ქიმიაში[10] [11] , უილარდ გიბსის ჯილდო[12] , პერკინის მედალი[13] , ჰიუზის მედალი, ფარადეის მედალი, რუმფორდის პრემია[14] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[15] , ჯონ კარტის პრემია, ჰოლის მედალი[16] , ფრანკლინის მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[17] , უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი[18] და უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი[18]

ბიოგრაფია რედაქტირება

ირვინგ ლენგმიური დაიბადა 1881 წლის 31 იანვარს ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ ბრუკლინში, არისტოკრატის ოჯახში. ლენგმიურიმ დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო. 1892 წელს მისი ოჯახი გადასახლდა პარიზში. 11 წლის ლენგმიურიმ სწავლა პარიზის განაპირას მდებარე პანსიონში განაგრძო. სწორედ ამ პერიოდში გამომჟღავნდა მისი შრომისმოყვარეობა და ფიზიკა-ქიმიის სიყვარული. ლენგმიუმის ოჯახი მალევე დაბრუნდა სამშობლოში. 1898 წელს ლენგმიური შევიდა კოლუმბიის სამთო ინსტიტუტში, რომელიც 1903 წელს დაამთავრა. შემდეგ იგი გაემგზავრა გერმანიაში და 1906 წელს გერმანიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ლენგმიური მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მომდევნო სამი წელი პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა. 1909 წელს მენგმიურიმ მუშაობა „ჯენერალ ელექტრიკის“ კომპანიაში (სკენექტედი, აშშ) დაიწყო. სწორედ ამ ადგილზე დაასრულა მან მეცნიერული მოღვაწეობა.

მოღვაწეობა რედაქტირება

ლენგმიური მისი თანამედროვე ფიზიკოსებისა და გამომგონებლებისაგან განსხვავებით, აშშ-ში არ ცდილობდა მეცნიერული გამოკვლევები პრაქტიკული გამოყენების მიზნით ეწარმოებინა. მეორე განსაკუთრებული თვისება ამ მეცნიერისა იმაში გამოიხატა, რომ თავის სამშობლოს ყველაზე მეტი აღმოჩენა შესძინა. მან „ჯენერალ ელექტრიკის“ სახელით შეძლო და შექმნა ვოლფრამის ისეთი ძაფი, რომელიც ადვილად არ იმსხვრეოდა და ელნათურაში უფრო გამძლე და კაშკაშა აღმოჩნდა. ლენგმიურიმ გააუმჯობესა დე ფორესტის აუდინი არა მარტო მინის ბალონის გაიშვიათებით, არამედ მასში დიდი რაოდენობის გაზის შეშვებითაც. გავარვარებული ძაფიდან ამოფრქვეული ელექტრონები გაზის მოლეკულებს ეჯახებოდა და ელექტრული დენის ღვარებს ქმნიდა. ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით ლენგმიურმა შექმნა ელექტრონული მილაკების სერია: 10−12 ამპერიდან და ზევით. ლენგმიურის უდიდესი ელექტრონული მილაკი ადამიანის სიმაღლე იყო. ლენგმიურის ამ აღმოჩენამ „ჯენერალ ელექტრიკს“ სახელი გაუთქვა. მრავალი მეცნიერი და ინჟინერი ევროპიდანაც კი გადასახლდა აშშ-ში ამ კომპანიაში სამუშაოდ. 1909 წელს, ლენგმიურის მისვლისას იქ 40 მეცნიერი და 55 ტექნიკური პერსონალი მუშაობდა, ხოლო ათი წლის შემდეგ ამ რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა.

ლენგმიუმის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ვოლფრამის ძაფის შესწავლის პროცესში მან შემთხვევით გამოიყენა „ჯენერალ ელექტრიკის“ მეცნიერი თანამშრომლის კულიჯის მიერ დამზადებული ვოლფრამის ძაფი. დახშულ ბალონში მისი გავარვარების შედეგად ძაფმა ელექტრონების დიდი რაოდენობა გამოაფრქვია. ამას არ ელოდა ლენგმიური. შემდგომ გაირკვა, რომ კულიჯს საკუთარი ცდებისათვის ვოლფრამის მავთული თორიუმის ჟანგით დაეფარა. ამ ინფორმაციის მოპოვების შემდეგ ლენგმიურმა ცდები გააგრძელა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ვოლფრამის მავთული საუკეთესოდ მაშინ მოქმედებს, როცა იგი დაფარულია თორიუმის ჟანგის თხელი ფენით, რომლის სისქე არ უნდა აღემატებოდეს ერთი მოლეკულის ფენას.

ლენგმიურმა შეისწავლა გაუხსნად ნივთიერებათა ქცევა სითხის ზედაპირზე.

ირვინგ ლენგმიური აგრეთვე გატაცებული იყო ალპინიზმით, სწორედ ამ გარემოებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დაინტერესებული მეტეოროლოგიური საკითხების შესწავლითაც. კერძოდ მან შეისწავლა ღრუბლების სტრუქტურა, ხოლო შემდგომ ხელი მიჰყო ხელოვნური წვიმის მიღების ექსპერიმენტებს.

ფიზიკაში დღემდე შემორჩა: ლენგმიურის ფორმულა, ლენგმიურის მანომეტრი, ლენგმიურის ტუმბო, ლენგმიურის განტოლება, ლენგმიურ-საჰას განტოლება და მრავალი სხვა. იგი დაჯილდოებულია ლონდონის სამეფო საზოგადოების მედლით, რომფურდის, ნიქლოსის, ფრანკლინისა და გიბსის მედლებით.

ირვინგ ლენგმიური გარდაიცვალა 1957 წლის 11 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატ ქალაქ ფალმუტში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 207-212, თბ., 1980.
  • М. Уильсон, Американские ученые и изобретатели, М., 1964.
  • П. С. Кудрявцев, История физики, т. III, М., 1971.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Rice R. E. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 Munzinger Personen
  8. 8.0 8.1 Ленгмюр Ирвинг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Annuaire prosopographique : la France savante
  10. The Nobel Prize in Chemistry 1932Nobel Foundation.
  11. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  12. https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
  13. https://sci-america.org/awards/
  14. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  15. https://www.invent.org/inductees/irving-langmuir
  16. https://www.asme.org/about-asme/honors-awards/achievement-awards/holley-medal
  17. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 211.
  18. 18.0 18.1 https://www.newyorkacs.org/nicholsmedalists.html