ირემლაღი (ლათ. Dama dama) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ აღწევს. მასა 90 კგ. ზაფხულობით ჟანგისფერ-მოწითალოა, თეთრხალებიანი, ზამთრობით ნაცრისფერ-მურა ფერს იღებს. გვხვდება თეთრი ან შავი ირემლაღიც. გავრცელებულია მცირე აზიისა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის ტყეებში. კვებება ბალახით, ფოთლებით, სოკოებით, ნაყოფით. შობს 1-2 ნუკრს. მრავალი ქვეყნის პარკებსა და ნაკრძალებში ირემლაღს აშენებენ როგორც დეკორატიულ და სანადირო ცხოველს. ველური ირემლაღი გვხვდება მხოლოდ სამხრეთ ირანში (ისიც რამდენიმე ათეული), სადაც საგანგებოდ იცავენ.

ირემლაღი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cervus dama
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42188

ლიტერატურა რედაქტირება