ირემახოჭო (ლათ. Lucanus cervus) — ხოჭოების რიგის მწერი. ყოფილ სსრკ-ის ფაუნის სახეობის ყველაზე დიდი ხოჭოა. მამალი ირემახოჭოს სხეულის სიგრძე 7 სმ აღწევს. დიდი თავი და ირმის რქებისმსგავსი უზარმაზარი ყბები აქვს. სხეული შავია, ზედა ფრთები-მოყავისფრო მურა. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება აღმოსავლეთით სამხრეთ-დასავლეთით ურალამდე, კავკასიაში. საქართველოში ირემახოჭოს 6 სახეობაა აღრიცხული. იკვებება ხიდან (უმთავრესად მუხიდან) გამონადენი წვენით. ირემახოჭოს მატლი ცხოვრობს ლპობად მერქანში, მისი განვითარება 4-6 წელს გრძელდება. ირემახოჭოს ზიანი არ მოაქვს.

ირემახოჭო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
სახეობა:  ირემახოჭო
ლათინური სახელი
Lucanus cervus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 157554

ლიტერატურა რედაქტირება