Irezumiიაპონური ტრადიცული ტატუირების ერთ-ერთი ფორმა, შერწყმული ან წარმოქმნილი ზოგიერთ თანამედროვე ფორმასთან.

ირეზუმი ტატუ

ენობრივი შენიშვნები და იეროგლიფები რედაქტირება

იაპონურში ერთი სიტყვა შესაძლებელია სხვადასხვანაირად დაიწეროს, განსხვავებული კოინტონაციის თანმხლებით. ირეზუმის წერის ყველაზე მიღებული გზაა ჩინური იეროგლიფები. 入れ墨 ან 入墨, რაც პირდაპირი მნიშვნელობით მელნის ჩამატებას ნიშნავს. იეროგლიფები 紋身 (წარმოთქმა bunshin) ნიშნავს „ტანის დეკორირებას“ 剳青 მეტად ეზოთერულია, მნიშვნელობით „იყავი“ ან „დარჩი“ ასევე „ლურჯი“ ან „მწვანე“, რაც კანის ქვეშ მელნის შედეგს უნდა აღნიშნავდეს. 黥 (მნიშვნელობა „ტატუირება“) იშვიათად გამოიყენება და იეროგლიფები 刺青 ერთად ნიშნავს „ჩხვლეტას“, „დანის დარტყმას“, ასევე „ლურჯს“ ან „მწვანეს“, ტრადიციული იაპონური ტატუირება გულისხმობს ტატუების ხელით დატანას.

იაპონური ტატუების ისტორია რედაქტირება

ტატუირება სულიერი და დეკორატიული მიზნებისთვის იაპონიაში ვრცელდება პალეოლითის პერიოდიდან (დაახლოებით ქრისტეს შობამდე 10000 წელს). ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ ნაპოვნი ნიმუშები სახის და ტანის ფიგურაზე სწორედ ამ პერიოდიდ თარიღდება თუმცა დადასტურებული არაა. არსებობს სხვა მსგავსი ტრადიციული ტატუირება სხვა თანადროულ კულტურაშიც.

იაიოი პერიოდის შემდეგ ტატუების დიზაინი დაფიქსირებული იყო ჩინელი ვიზიტორების მიერ. როგორც მიიჩნიეს ასეთ წყობას სულიერი მნიშვნელობა და ასევე როგორც სტატუსის სიმბოლო ფუნქცია გააჩნდა.

კოფუნის პერიოდის დასაწყისში ტატუებმა უარყოფითი კონოტაციების მიღება დაიწყეს. რიტუალებისა და სტატუსის სიმბოლოებად გამოყენების მაგივრად ტატუების დატანა დამნაშავეებზე დასჯის მიზნით გამოიყენებოდა.

აინუური ტატუები რედაქტირება

აინუს ტომი, იაპონიის ძირძველი ხალხი, ცნობილები არიან ტატუების დეკორირებისა და სოციალური მიზნების გამოყენებისთვის. აქ არანაირი ცნობა არ არის ირეზუმის განვითარებასთან.

იაპონური ტატუები ედოს პერიოდში რედაქტირება

 
კაცის ზურგი ტატუებში, 1875 წ.
 

ედოს პერიოდამდე (1600–1868 წლები), იაპონურ საზოგადოებაში ტატუების მნიშვნელობა არ მერყეობდა. ტატუები კვლავ გამოიყენებოდა დასჯის სახით, მაგრამ უმნიშვნელო იყო დეკორატიული სახის სენიც, ზოგიერთი განსხვავებული დიზაინი, რომელიც შექმნილი და დასრულებული სახის იქნებოდა მხოლოდ შეყვარებულების ხელების შეერთებით, ასევე მათი მოსვლითა და წასვლით. თუმცა ეს მოხდა ედოს პერიოდში, როდესაც იაპონურმა ტატუების ხელოვნებამ დაიწყო განვითარება და მიაღწია იმ სახეს რომლითაც დღესაა ცნობილი.[1]

განვითარების ბიძგი იყო საბეჭდი გრავიურას ხელოვნების განვითარება და პოპულარული ჩინური ნოველის „Suikoden“ დაწერა, სადაც აღწერილი იყო მეამბოხეთა გამბედაობა და კაცთა სიმამაცე, რომელის ილუსტრირებაც გრავიურების ნამუშევრებით იყო ნაჩვენები სადაც მათი სხეული მოხატული იყო დრაკონებით და სხვა მითური ცხოველებით, ყვავილებით, სასტიკი ვეფხვებით[2] და რელიგიური სურათებით.

გრავიურას ხელოვანებმა დაიწყეს ტატუირება, ისინი იყენებდნენ ბევრ იმავე მეთოდებს რასაც თავიანთი გრავიურას შესაქმნელად ჭირდებოდათ, მათ შორის იარაღები, ღრმულები და რაც მთავარია უნიკალური ფერები ცნობილი, როგორც „ნარა მელანი“ ან „ნარა შავი“, მელანი რომელიც ადვილად გარდაიქმენბა ლურჯ-მწვანე ფრად კანის ქვეშ. არსებობს სამეცნიერო დებატები იმის შესახებ თუ ვინ ატარებდა ამ რთულ ტატუებს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ ეს იყვნენ დაბალი ფენის ხალხი ვინც ატარებდა და ანახებდა ამ ტატუებს. სხვები ამტკიცებდნენ, რომ მდიდრები იმ კანონის მიხედვით რომ არ შეეძლოთ საკუთარი სიმდიდრის ჩვენება ირეზუმის ტანსაცლის ქვემოდან ატარებდნენ, მალავდნენ მას. როგორც ცნობილია, ირეზუმი გახდა ასოცირებული მეხანძრეებთან, სიმამაცის ფიგურებთან რომლებიც მას დაატარებდნენ სულიერი დაცვის ერთ-ერთ სახედ.

ტუტუები თანამედროვე იაპონიაში რედაქტირება

მეიჯის პერიოდის დასაწყისში იაპონიის მთავრობას უნდოდა საკუთარი იმიჯის დაცვა და კარგი შთაბეჭდილების მოხდენა დასავლეთზე ასევე, თავიდან აეცილებინა დაცინვა უკანონო ტატუირების გამო და ირეზუმიმ კონოტაციური კრიმინალის სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, გაკვირვებული უცხოელები ჩადიოდნენ იაპონიაში ტატუირების ხელოვნების უნარების საპოვნელად და ამიტომ ტრადიციული ტატუიერება აგრძელებდა მიწისქვეშ არსებობას. ტატუირება ლეგალიზებური გახდა საოკუპაციო ძალების მიერ 1948 წელს[3], თუმცა ინარჩუნებდა კრიმინალისტურ სახეს. დიდი ხნის განმავლობაში, ტრადიციული იაპონური ტატუები ასოცირებული იყო იაკუძასთან, იაპონური ავადსახსენებელ მაფიასთან. იაპონიის სხვა ბევრი ბიზნესი (როგორიცაა საჯარო აბანოები, ფიტნეს ცენტრები და ცხელი წყლები) დღემდე უკრძალავს მომხმარებლებს ტატუებს.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ტატუებმა დასავლეთის ზეგავლენით პოპულარობა მოიპოვეს იაპონიის ახალგაზრდებში, საერთო კონსენსუს შორის მაინც ჯერ კიდევ არის სტიგმა. ამერიკისგან განსხვავებით, იაპონიაში ტატუირების მაღაზიების პოვნაც კი შეიძლება გაძნელდეს, ამგვარი მაღაზიები განლაგებულია მხოლოდ ისეთ ტერიტორიაზე სადაც ბევრი ტურისტია ან აშშ-ს სამხედროები. იაპონური ტატუირების ინტიტუტის პრეზიდენტის კუნიჰირო შიდამას თქმით “დღესდღეობით, მთავრობის წლობით ზეწოლის გამო, იაპონიაში დაახლოებით 300 ტატუ ხელოვანია„[5].

 
იაკუძა განგსტერების დატატუება

იაპონიის დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობაც მოქმედებს ტატუებზე. 2012 წელს ოსაკის მერმა ტორუ ჰაშიმოტომ, წამოიწყო კამპანია რომლის მიხედვითაც ათავისუფლებდა თანამშრომელს ტატუთი. ხაშიმოტოს შესახებ დაწერილი სტატიის მიხედვით „მას გააჩნია მისია, რომლის მიხედვითაც მთავრობაში აიძულებს თანამშრომლებს წარმოადგინონ თავიანთი ტატუები ნათელ ადგილებში და ან მოიშორენ ის ან კიდე შეიცვალონ სამუშაო ადგილი[6]„ ჰაშიმოტოს წინადადება კარგად მიიღო საზოგადოებამ, და ასევე მსხვილმა კომპანიებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ და უკვე ჰქონდათ „ტატუ ფობია“.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! თანამედროვე იაპონური ტატუები დასავლეთის ანალოგიურად კეთდება. ტრადიციული ირეზუმისდან განსხვავებით, სადაც ტატუების უმრავლესობას წყვეტს მხატვარი, აქ კლიენტებეს თვითონ მოაქვთ კონსტრუქცია საკუთარი არჩევით ან თუნდაც მაღაზიაშივე იღებენ გადაწყვეტილებას რა სურთ. ტრადიციული იაპონური ტატუირების გარდა ბევრი იაპონელი მხატვარი კარგად ერკვევა სხვადასხვა სტილში, იქ სადაც ბევრი მონათესავე სტილიცაა ისინი იძლევიან საშუალებას სასურველ ვარიანტებს შორის გააკეთონ არჩევანი. თანამედროვე ტატუები შექმნილია ელექტრო მანქანის მიერ, რომელშიც შესაძლებელია მელანი ჩაიდგას ან კიდე ნემსის წვერი იყოს ჩაფლული მელნაში შემდგომ დასატანად. მიუხედავად ძვირი ფასისა იაპონელ მხატვრებს აქებდნენ მათი მუშაობის ხარისხისთვის „მიუხედავად გავრცელებული დისკრიმინაციისა ტატუების მქონე ადამიანების მიმართ, წესების, რომლებიც კრძალავენ ტატუების მქონე ადამიანებს ცხელ წყლებზე, გოლფის მდელოზე და სპორტულ ზონებზე, ის ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ მიიღო საუკეთესო მელნის ნამუშევარი[7].“

მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა თანამედროვე ტატუები კეთდება ნემსის თოფით, ირეზუმი კვლავ ტრადიციულად იხატება. ის უძველესი ტატუირების სტილი დღემდე ოსტატის მიერ სრულდება, სწორედ რომელთა მოძებნაც რთულია. დასავლური ტატუირების მხატვრებისგან განსხვავებით, ირეზუმის ტრადიციული მხატვრების უმრვალესობა არ იმყოფება ტოკიოს ტერიტორიაზე. მტკივნეულია, საჭიროებს დიდ დროს და ძვირია: ტიპურმა რადიციულმა ტანისამოსმა (ხელების, ზურგის, ფეხების ზემო ნაწილისა და მკერდის დამფარველი, თუმცა ტანის ცენტრიდან ქვემო ნაწილის სივრცე ტატუების გარეშე) შეიძლება დაიკავოს ერთიდან ხუთ წლამდე, დროულად დასამთვრებლად ყოველდღიური ვიზიტებით რის ღირებულებაც გადააჭარბებს US $ 30 000. პროცესიც დასავლურთან შედარებით ბევრად ფორმალურია. იმ დროს როდესაც დასავლეთის ტატუ მხატვრებს აქვთ ტენდეცია გააკეთონ ზუსტად ის რაც კლიენტს მოესურვება, ტრადიციული ირეზუმის მხატვრები, როგორც წესი მიდიან კლიენტთან განსახილველად, თუ რას მოისურვებდნენ რომ ტატუ ჰგავდეს და ასევე უფლებას იტოვებს უარი თქვან მომსახურებაზე[8].

მიმდინარეობა რედაქტირება

 
ტატუ მხატვარი მუშაობისას

მომავალში ტატუს მფლობელმა თავიდან ტრადიციული ტატუ მხატვარი უნდა იპოვოს. ეს შესაძლებელია რთული აღმოჩნდეს (თუმცა გაადვილდა ინტერნეტის დახმარბეით), რადგან ასეთი მხატვრები საოცრად იდუმალები არიან და მათი გაცნობა მხოლოდ სიტყვითი განცობითაა შესაძლებელი.

ტრადიციული ტატუ მხატვრები წლების მანძილზე ოსტატის მფარველობის ქვეშ არიან. ზოგჯერ მათ უწევთ ოსტატის სახლში ცხოვრება, წლებს სტუდიის გასუფთავებაში, საკუთარი ძალისხმევით პრაქტიკაში, ნემსებისა და სხვა იარაღების მზადებაში, საჭირო საღებავების არევაში და ოსტატის წიგნიდან გადახატვაში ატარებენ, იქამდე სანამ კლიენტის ტატუირების უფლება არ მიეცემათ. ისინი უნდა დაეუფლონ ყველა რთულ უნარს, შტრიხების უნიკალურ სტილს, მეთოდებს რომლებიც გამოიყენება ტატუს დატანაში ხელის გამოყენებით, სწორედ რაც არის საჭირო და რასაც კლიენტი მოითხოვს.

თავდაპირველი კონსულტაციის შემდეგმ რომლის დროსაც კლიენტი ტატუ ოსტატთან ერთად განიხილავს კონსტრუქციებს ისინი დაინტერესბულები არიან იმით, რომ მუშაობა იწყება მონახაზით. ეს როგორც წესი ერთ-ერთ სხდომაზე კეთდება, ხშირად ხელით (ტრაფარეტის გარეშე), რომელიც დასასრულებლად შესაძლებელია რამდენიმე საათი იყოს საჭირო. როდესაც კონტური დასრულებულია, ჩრდილები და მოხატვა ყოველდღიური ვიზიტებისას კეთდება, ყოველ ჯერზე როდესაც კლიენტს სამარაგო ფული გააჩნია[9]. როდესაც ტატუ სრულდება მხატვარი ტოვებს „ხელმოწერას“ მისთვის განკუთვნილ ადგილას, ხშირ შემთხვევაში სადღაც ზურგზე.

ადამიანები ვინც ტრადიციულ ტატუს ატარებენ შეუძლიათ სხვა რამის უფლებაც მისცენ თავს, ისინი ხშირად ინახავდნენ თავიანთ ხელოვნებას საიდუმლოდ, რადგან ტატუები იაპონიაში დღემდე განიხილება როგორც დანაშაული მით უმეტეს ხანში შესულ ადამიანებსა და სამსახურში. როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმეტესობა იაკუძა და სხვა დამნაშავეები სწორედ ამ მიზეზების გამო არიდებენ თავს ტატუებს.

იაპონური ტატუების ტერმინთა განმარტებები რედაქტირება

 
  • Irezumi (入れ墨, 入墨, 文身 (ასევე წარმოიქმნება ბუნშინ), 剳青, 黥 ან 刺青): ტატუ (არსებითი სახელი ან ზმნა)
  • Horimono (彫り物, 彫物, ფაქტობრივი კვეთა, გრავიურა): ტატუ. ტრადიციული იაპონური ტატუირების სხვაგვარი სიტყვა.
  • Horishi (彫り師, 彫物師): ტატუ ხელოვანი.
  • Bokukei, bokkei (墨刑): სასჯელი ტატუებით.
  • Tebori (手彫り, ხელით გაჭრა): აღწერს ტატუირების ტექნოლოგიას ხელების საშუალებით.
  • Hanebori (羽彫り, ბუმბულით გაჭრა): ხელით ტატუირების ტექნიკა თხაპნის მოძრაობის გამოყენებით.
  • Tsuki-bori (突き彫り): ტექტონიკური მოძრაობებით ხელით ტატუირების ტექნიკა.
  • Kakushibori (隠し彫り, ფარული კვეთა): ტატუირება იღლიებთან, თეძოებთან და სხვა „ფარულ“ სხეულის ნაწილებთან. ასევე ეხება დაფარული სიტყვების ტატუირებას მაგალითად ყვავილებს ფურცლებს შორის.
  • Kebori (毛彫り): წვრილი ხაზების ან თმების ტატუირება ფიგურებზე.
  • Sujibori (筋彫り): ტატუს კონტურების გაოკვეთა.
  • Shakki: ხმა რომელსაც გამოსცემენ ნემსები კანის გახვრეტისას.
  • Irebokuro (入れ黒子): ირე ან ირერუ რაც ნიშნავს ჩადგმას და ბოკურო ან ჰოკურო, ლამაზი ადგილი
  • Yobori (洋彫り): „Yo“ (დასავლეთი) ტატუირება. იაპონურ-ინგლისური სლენგ ტერმინი მანქანით ტატუირებისთვის.
  • Sumi (墨): ტატუირებისთვის გამოყენებული მელანი
  • Hikae: გულმკერდის ტატუირება
  • Nagasode (長袖): მაჯის და მკლავის ტატუირება
  • Shichibu (七分): 3/4 მკლავის ტატუირება, მრების ნახევრამდე
  • Gobu (五分): 1/2მკლავის ტატუირება, ზემოიდაყვი
  • Donburi Sōshinbori: მთელი სხეულის ტატუირება გახსნის გარეშე
  • Munewari (胸割り): მკერდის ტატუ გახსნილი შუაში
  • Taubushi: იღლიის სრული ტატუირება
  • Koban gata: ტატუირება ღლიებს ირგვლივ წრის ფორმით
  • Katabori: ტატუირება იღლიებს ირგვლის სამკუთხედის ფორმით
  • Hanzubon: ტატუს შორტები, შიდა ბარძაყი სრულია იფარება ტატუს ნამუშევრით
  • Munewari Sōshinbori (胸割り総身彫り): სრული სხეულის ტატუირება მკერდზე გახსნით

საერთო მოტივები რედაქტირება

ზოგიერთი იაპონური ტრადიციული გამოსახულება მოიცავს

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mitchell, Jon, "Loved abroad, hated at home: the art of Japanese tattooing", Japan Times, 4 March 2014, p. 10
  2. Japanese Tiger Tattoo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-16. ციტირების თარიღი: 2017-02-08.
  3. Margo DeMello (2007). Encyclopedia of body adornment. ABC-CLIO, გვ. 168. 
  4. Adam Westlake. (June 29, 2012) The view of tattoos in Japanese society. Japan Daily Press.
  5. (Fulford, 2004, para 2)
  6. (The Economist, 2012, para 3)
  7. (Tokyo Fashion, 2009, para 1)
  8. Burton, Helena. "Oriental Irezumi and Occidental Tattooing in Contemporary Japan" დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. . BME Magazine, reproduced at www.tattoo.yoso.eu. Accessed 12 June 2013.
  9. fragment with artist and client from documentary about Irezumi (2010)