ირანის 1946 წლის კრიზისი
ცივი ომის და ირანის ქურთული სეპარატიზმის ნაწილი
თარიღი 1945 წლის ნოემბერი — 1946 წლის 15 დეკემბერი
მდებარეობა ირანი
შედეგი

ირანის გამრჯვება

ტერიტორიული
ცვლილებები
ირანმა დაიბრუნა სსრკ-ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
მხარეები
ირანის დროშა ირანი
მხარდაჭერა:
აშშ-ის დროშა აშშ
აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა
მეჰაბადის რესპუბლიკა[1]
ტუდეჰის სამხედრო ქსელი[2]
მხარდაჭერა:
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
ირანის დროშა მოჰამედ რეზა ფეჰლევი
ირანის დროშა ალ ირაზმარა[1]
ჯა'ფარ პიშევარი
აჰმად კორდარი (ტყვე)
ყაზი მუჰამადი
მუსტაფა ბარზანი[1]
აჰმედ ბარზანი
ძალები
ირანის იმპერიული არმია აზერბაიჯანელი აჯანყებულები
პეშმერგის 12 750 ქვეითი და კავალერიის სამხედრო[1]
  • ქურთული ტომები[1]
დანაკარგები
უცნობი

ასობით მოკლული ქურთული მონაცემებით

უცნობი
სულ: 2 000 მოკლული[4]
ირანის კრიზისი ვიკისაწყობში

ირანის კრიზისი, ირანულ წყაროებში ცნობილი როგორც აზერბაიჯანული აჯანყება (სპარს. غائله آذربایجان [Qaʾilih Âzarbâyjân]) — ცივი ომის ერთ-ერთი პირველი კრიზისი. ის დაიწყო მაშინ, როდესაც იოსებ სტალინმა უარი განაცხადა ირანის ჩრდილოეთ ტერიდორიების დატოვებაზე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად უნდა დასრულებულიყო მოკავშირეების მიერ ირანის ოკუპაცია, ამის სანაცვლოდ პრო-სსრკ ირანელებმა სსრკ-ის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოაცხადეს აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა[5] და ქურთული სეპარატისტული მეჰაბადის რესპუბლიკა.

კრიზისის დროს აშშ-ის დიპლომატიური ზეწოლა სსრკ-ზე ტრუმანის დოქტრონის წარმატებულობის ადრეული სამხილია.

1941 წლის აგვისტოდან სექტემბერამდე სსრკ-მ ირანის ჩრდილოეთი ხოლო დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთი და ცენტრი დაიკავა.[6] ბრიტანელები და ამერიკელები ირანს როგორც დამაკავშირებელ გზას იყენებდნენ სსრკ-ს და ბრიტანეთის ინდოეთს შორის.[6]

ოკუპაციის შემდეგ ირანი სსრკ-ის გარდა ყველა უცხოურმა ძალამ დატოვა.[6] საბჭოელებმა ჩრდილოეთ ირანში 2 სეპარატისტული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, ამან გამოიწვია კრიზისი და შეტაკებები ირანის, აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის და მეჰაბადის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს შორის, ირანის 1946 წლის კრიზისს სულ 2 000 ადამიანი შეიწირა.

ირანის 1946 წლის კრიზისი რედაქტირება

წინაპერიოდი რედაქტირება

1941 წლის ივნისს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ დაარღვია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი და თავს დაესხა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირს, სსრკ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ერთდროულად მოახდინეს ირანის ოკუპაცია, შეჭრის მიზეზი ბრიტანეთის ინდოეთის და სსრკ-ს დაკავშირება იყო.[7] ოკუპაციის შემდეგ რეზა-შაჰ ფეჰლევი გადადგა შაჰის თანამდებობიდან, მავრიტანიაში წავიდა და ტახტი მის შვილს მოჰამედ რეზა ფეჰლევს დაუთმო. 1942 წლის იანვარში, ხელი მოიწერა სამკუთხა ხელშეკრულებაზე სადაც ითქვაა რომ: სსრკ-ს და დიდი ბრიტანეთის ჯარებით ირანში შესვლა არ იყო ოკუპაცია, ირანი იყო მოკავშირე სახელმწიფო და მოხდა შეთანხმება რომ სსრკ და დიდი ბრიტანეთი ირანს ომის დასრულებიდან 6 თვეში დატოვებდნენ.[7]

მოკავშირეები ირანს იყენებდნენ როგორც მნიშვნელოვან მომმარაგებელ ხაზს, 30 000 ამერიკელი ჩავიდა ირანში, ამერიკული შეიარაღების სსრკ-სთვის მიწოდების მიზნით. ირანში არსებულ ამ სატრანზიტო გზას მოგიანებით „გამარჯვებისაკენ მიმავალი ხიდი“ ეწოდა. 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე დიდი სამეული ირანს ოკუპაციის შემდეგ რეკონსტრუქციაში და განვითარებაში დახმარებას დაჰპირდა.[7][8]

1945 წლის 2 მარტისთვის დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ირანი სრულიად დატოვეს, მაგრამ სსრკ-მ არა მარტო დაარღვია თეირანის ხელშეკრულება (დიდ სამეულს ირანი 2 მარტს, იაპონიის დამარცხებიდან ზუსტად 6 თვეში უნდა დაეტოვებინათ) არამედ პრო-საბჭოთა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა (ჯა'ფარ პიშევარის მეთაურობით) და მეჰაბადის რესპუბლიკა (ყაზი მუჰამადის მეტაურობით) ჩამოაყალიბა.[7][9]

აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა რედაქტირება

 
მაჰაბადის რესპუბლიკა და აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა 1945-1946 წლები

აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია (ადპ) ჩამოყალობდა 1945 წლის სექტემბერში ჯა'ფარ პიშევარის მეთაურობით (გილანის რევოლუციური მოძრაობის ლიდერი). ადპ სწრაფად გავრცელდა ირანულ აზერბაიჯანში და მალევე მოაწყო აჯანყება, აჯანყების პირველ კვირაში გამოაცხადდა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკა (ასრ). პარტია მოსახლეობას ლიბერალ დემოკრატიული რეფორმებს ჰპირდებოდა.[10][11]

1945 წლის სექტემბრის ბოლოს ასრ-მ დაიკავა ყველა ირანული პოსტი და სამხედრო ბაზა რეგიონში,[12] ქვეყნის ერთადერთი პრემიერ მინისტრი გახდა აჰმად კორდარი.

თავდაპირველად სსრკ-ს ძალები ირანის იმპერიულ არმიას არ აძლევდნენ სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის საშუალებას, მაგრამ სსრკ-ს ირანიდან გასვლის შემდეგ ირანის არმიამ სწრაფად დაიბრუნა ირანულ იაზერბაიჯანი. ჯა'ფარ პიშევარი და მისი კაბინეტი საბჭოთა კავშირში გაიქცნენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრი აჰმად კორდარი ტყვედ ჩავარდა.[13][14]

მეჰაბადის ქურთული რესპუბლიკა რედაქტირება

მეჰაბადის რესპუბლიკა გამოცხადდა 1945 წლის დეკემბერში.[1] მას მეჰაბადის კულტურული და რელიგიური ლიდერი ყაზი მუჰამადი მეთაურობდა.[1] საბჭოთა წინააღმდეგობის მიუხედავად მუსტაფა ბარზანიმ შექმნა პეშმერგა.[1] მუსტაფა ბარზანის და სხვა ქურთული ტომების 60 ლიდერმა შექმნეს ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ყაზი მუჰამადი მეჰაბადის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.[1]

ქურთულ ძალებს ორგანიზირებას უწევდა საბჭოთა კაპიტანი სალაჰუდინ კაზიმოვი.[1] საერთო ჯამში მეჰაბადის რესპუბლიკის არმია მოიცავდა 110 მაღალი რანგის ოფიცერს და 1 200 დაბალი რანკის სამხედროს.[1]

1946 წლის 29 აპრილს მეჰაბადის რესპუბლიკამ მოაწერა ხელი თანამშრომლობის შეთანხმებას მეზობელ აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკასთან,[1] სწორედ ამ დროს პეშმერგმა საკუთარი პირველი ბრძოლა გადაიტანა 600 ირანელი სამხედროს წინააღმდეგ სადაც ქურთულმა ძალებმა გაიმარჯვეს.[1]

1946 წლის 3 მაისს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ქურთულ და ირანულ შეიარაღებულ ძალებს შორის.[1]

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა1946 წლის 15 ივნისს, როდესაც მამშაჰთან ახლოს 2 ირანული ბატალეონი თავს დაესხა ქურთულ შეიარაღებულ ძალებს, ქურთები დამარცხდნენ და უკან დახევა მოუწიათ. ირანის იმპერიულმა არმიამ მეჰბადის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სიმაღლეები და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილები დაიკავა.[1]

მეჰაბადის რესპუბლიკის მარცხი 1946 წლის 3 მაისს კრიზისში გარდამტეხი აღმოჩნდა.[1]

დიპლომატიური ზეწოლა და მხარდაჭერა რედაქტირება

პირველ ფაზაში, აშშ-მ გააპროტესტა სსრკ-ის ირანიდან არ გამოსვლის გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოში, რამაც რეზოლუცია 2 გამოიწვია 1946 წლის 30 იანვარს, საპასუხოდ სსრკ-მ ირანის დატოვება 24 მარტს დაანონსა.

მეორე ფაზაში, აშშ-მ დაამტკიცა ირანის საჩივარი რამაც რეზოლუციები 3 და 5 გამოიწვია

მესამე ფაზში, აშშ-მ მხარი დაუჭირა შაჰის მთავრობას სეპარატისტული რეგოინების დაბრუნებაში.[7] აზებაიკანის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გაიქცნენ, ხოლო მეჰაბადის რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს და სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასაჯეს, ისინი ჩაჰარ ჩერაგის მოედანზე ჩამოახრჩეს, მეჰბადის ცენტრში.

ცივი ომი რედაქტირება

ირანის კრიზისი იყო ცივი ომის პირველი კრიზისი ევროპის გარეთ და იყო უნიშვნელოვანესი ფაქტორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სსრკ-ს შორის ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რომელმაც ცივი ომის დასასრულამდე და საბჭოთა კავშირის დაშლამდე გასტანა.[7]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Brands, H.W. Into the Labyrinth: The United States and the Middle East, 1945–1993 (1994) pp 7–12.
  • André Fontaine, La guerre froide 1917–1991, Edestermann: "Kurdish Independence and Russian Expansion", Foreign Affairs, Vol. 24, 1945–1946, pp. 675–686
  • George Lenczowski, Russia and the West in Iran (1949)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 Michael G. Lortz. (Chapter 1, Introduction). The Kurdish Warrior Tradition and the Importance of the Peshmerga. pp.27–29. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2013. ციტირების თარიღი: 2014-10-16.
  2. Miyata, Osamu (July 1987), "The Tudeh Military Network during the Oil Nationalization Period", Middle Eastern Studies 23 (3): 313-328,
  3. Ahmadoghlu, Ramin (2019), "Azerbaijani National Identity in Iran, 1921–1946: Roots, Development, and Limits", The Journal of the Middle East and Africa 10 (3): 253-278,
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2014. ციტირების თარიღი: 2013-11-14.
  5. All the Shah's Men, Kinzer, p.65-66
  6. 6.0 6.1 6.2 Sebestyen, Victor (2014). 1946: The Making of the Modern World. Pan Macmillan. ISBN 0230758002. 
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 George Lenczowski, American Presidents and the Middle East, (1990), p. 7-13
  8. Harry S. Truman, Memoirs, Vol. 1: Years of Decision (1955), p.380, cited in Lenczowski, American Presidents, p.10
  9. Ervand Abrahamian. "Communism and Communalism in Iran: The Tudah and the Firqah-I Dimukrat", International Journal of Middle East Studies, Vol. 1, No. 4. (October 1970), p. 291
  10. Sepehr Zabih. The Communist Movement in Iran, Berkeley, 1966, p. 99
  11. Ervand Abrahamian. Iran between Two Revolutions, Princeton, 1982, pp. 217–218
  12. Fred H. Lawson. "The Iranian Crisis of 1945–1946 and the Spiral Model of International Conflict", International Journal of Middle East Studies, Vol. 21, No. 3. (August 1989), p. 316
  13. Azerbaijan Crisis (1947–1948)
  14. Iran in World War II დაარქივებული October 16, 2009, საიტზე Wayback Machine.